ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

სულ ნიუსები: 21

ნაყიდი პროდუქტის გამოცვლა, ან თანხის დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, თუკი ნივთი წუნდებული აღმოჩნდა. საქართველოში მოვაჭრე არაა ვალდებული დაიბრუნოს გაყიდული ნივთი, თუკი იგი წუნდებული არ არის, მაგრამ მოხმარებელმა მისი დაბრუნება მოისურვა. მომხმარებლის ასეთი სურვილი შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ მან ეს ნივთი სხვისთვის იყიდა, მაგრამ იმ პირს არ მოერგო, ან პროდუქტი დღის სინათლეზე სხვა ფერი აღმოჩნდა, ვიდრე მაღაზიის განათებაში, ან უბრალოდ ჩათვალა, რომ ეს ნივთი არ სჭირდება.

ცალკე მსჯელობის თემაა შემთხვევა, როდესაც მომხმარებელმა ნივთი, თუ მომსახურება ე.წ. აგრესიული მარკეტინგის შედეგად შეიძინა. კონკრეტული პირობების არსებობისას მას აქვს შენაძენზე უარის თქმის უფლება. საილუსტრაციოდ საკითხს ჩვენს მიერ შედგენილ მაგალითზე განვიხილავთ.

ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა კომპანიის კონსულტანტები კარდაკარ დადიან და მომხმარებელს კომპანიის პროდუქციას სთავაზობენ. შეთავაზება ხდება სავაჭრო ობიექტის გარეთ, მომხმარებელს არა აქვს განზრახული ამ პროდუქციის შეძენა, წინასწარ არა აქვს ამაზე ნაფიქრი. მომხმარებელი გაიღებს ხარჯს, ისე, რომ მომსახურებისა, თუ პროდუქციის დეტალებთან და შეძენის შედეგებთან დაკავშირებით, შესაძლოა, ამომწურავი ინფორმაცია ვერ მიეწოდოს. მომხმარებელი ასევე მოკლებულია შედარების შესაძლებლობას საქონლის ბაზარზე არსებულ ხარისხთან, ფასთან თუ წარმოების მეთოდებთან დაკავშირებით, რითიც გარკვეულწილად ეზღუდება არჩევანის გაკეთების უფლება.

თუკი მომხმარებელმა ზემოხსენებულ პირობებში შეიძინა პროდუქცია, თუ მომსახურება, მას უფლება აქვს ერთი კვირის მანძილზე წერილობით თქვას უარი შენაძენზე და მოითხოვოს მის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნება. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როცა მომსახურება უკვე გაწეულია, ან პროდუქტი (ვთქვათ სურსათი) უკვე მოხმარებულია. დასაბრუნებელი საქონელი არ უნდა იყოს დაზიანებული, არ უნდა ჰქონდეს დაკარგული საბაზრო სახე, ანუ ისე უნდა გამოიყურებოდეს, როგორც უხმარი და შესაძლებელი იყოს მისი ხელახლა გაყიდვა. თუკი ამ დისტრიბუტორთან გაფორმდა მხოლოდ ხელშეკრულება და თანხა მაშინვე არ არის გადახდილი (თანხის გადახდა და პროდუქციის მიღება რამდენიმე დღეში მოხდება), ასეთ დროს ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებაზე უარის თქმა 1 კვირის განმავლობაში, კომპანიისადმი წერილობითი ფორმით მიმართვით.

მაგალითში მოცემული წესები არ გავრცელდება შემთხვევაზე, როდესაც მოვაჭრე ჩვენსავე სახლის ეზოში ახდენს პროდუქტის რეალიზაციას და ჩვენი ინიციატივით შევიძენთ მისგან პროდუქტს. ასეთი შემთხვევა ჩვეულებრივი გარიგების კატეგორიაში გავა და მომხმარებელს  ერთკვირიანი უარყოფის უფლება არა აქვს.

 

 

 

 

 

 

 

 




print version
19:19:44 2018-03-08

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge