ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
კოსმეტიკური საშუალებების ვადები
ევროკავშირში, ეტიკეტი, კანონმდებლობა, რჩევები,

საქართველოსა და ევროკავშირში კოსმეტიკური საშუალებების მიმართ არ არსებობს პირდაპირი, მკაფიო  მოთხოვნა, რომ მოხმარების ვადები უშუალოდ ეტიკეტზე იყოს დატანილი. ეს პროდუქტის სპეციფიკური თვისებებითაა გამოწვეული. კოსმეტიკურ პროდუქციას გამოყენების ხანგრძლივი  ვადები აქვს. ამავე დროს, მას გააჩნია „მინიმალური“ და „მაქსიმალური“ ვადები, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება გაუხსნელი და გახსნილი პროდუქტისათვის. მინიმალური ვადა გულისხმობს პერიოდს, რომლის განმავლობაშიც პროდუქტი თავის ყველა თვისებას სრულად ინარჩუნებს და საუკეთესოა გამოყენებისთვის. ამ ვადის გასვლის შემდეგ, პროდუქტი თანდათან კარგავს თავის თვისებებს, თუმცა, მაქსიმალური ვადის გასვლამდე უვარგისი არ ხდება.

ამგვარად, მომხმარებლისთვის რთული აღსაქმელი იქნებოდა კოსმეტიკურ პროდუქციაზე ვადების მითითება. ბაზრის პირობებმა მოითხოვა ვადის დატანასთან დაკავშირებით კანონმდებელი ლმობიერი ყოფილიყო. ალტერნატივის სახით, შეფუთვაზე დატანილი პროდუქტის სერიული ნომრის მითითების შემდეგ, მომხმარებელს სხვადასხვა საიტებზე შეუძლია მარტივად დაადგინოს  მისი ვარგისიანობის ვადა. ასეთებია, მაგალითად, http://checkcosmetic.net/ ან http://www.checkfresh.com.  მეტი ინფორმაციისთვის კი მომხმარებელს შეუძლია თავად მწარმოებელს მიმართოს. 

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს კოსმეტიკური საშუალებების უსაფრთხოების კონტროლს. მათ მიმართ მთელი  რიგი მოთხოვნებია დაწესებული. ბაზარზე გასაყიდად გატანამდე, საჭიროა პროდუქტის ოფიციალური რეგისტრაცია, რაც  ევროკავშირის ქყვეყნების შესაბამის სტრუქტურებს კონტროლის განხორციელებაში ეხმარება.

 

საქართველოს ბაზარზე განთავსებულ კოსმეტიკურ საშუალებებზე კი, სამწუხაროდ, სახელმწიფო კონტროლი არ ხორციელდება.




print version
11:31:57 2018-03-07

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge