ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

სულ ნიუსები: 21

სოციალურ ქსელში თუ ვებსაიტებზე ხშირად ვხვდებით ისეთ გვერდებს, რომლებიც მომხმარებელს ამა თუ იმ სასურველი ნივთის ონლაინ შეძენას სთავაზობენ.

ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, მომხმარებელი საიტზე ნახულობს ნივთს, იხდის ფულს და რამდენიმე კვირაში მას იღებს.

თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ  ნივთს  ქარხნული წუნი აღმოაჩნდა? 

ვინ იღებს ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას და არის თუ არა მომხმარებელი დაცული?

ზემოხსენებული ონლაინ მომსახურების გამწევთ, მოიხსენიებენ როგორც „ონლაინ მაღაზიებს“, თუმცა, ბევრი მათგანი რეალურად მხოლოდ ნივთის გამოწერა-ჩამოტანას ახდენს.

სოციალურ ქსელში აღნიშნულ ონლაინ  მომსახურებას უმეტესად ფიზიკური პირები ეწევიან, რომლებიც საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ ნივთის ხარისხთან დაკავშირებით, გასცემენ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებებს და „ნდობაზე“ მიგითითებენ. ვებსაიტების მქონე „გამომწერი კომპანიებიც“ ნივთის შეცვლის, ან დაბრუნების პასუხისმგებლობას, ძირითადად, მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებენ, თუ ნივთი ტრანსპორტირებისას დაზიანდა, მაგრამ ამაზე მომხმარებელთან შეთანხმებისას ყურადღებას არ ამახვილებენ.  როგორც წესი, არ ხდება მომხმარებლის ინფორმირება იმ რისკებზე,  რომლებსაც ის გაუთვითცნობიერებლად საკუთარ თავზე იღებს.

სამწუხარო რეალობაა, რომ ხშირად მომხმარებელი დაზარალებულის როლში გვევლინება. ის იხდის ფულს, სანაცვლოდ იღებს ნაკლიან პროდუქტს,  თუმცა არა აქვს  შესაძლებლობა  საკუთარი უფლებები დაიცვას.  

დღესდღეობით, სახელმწიფოს ზემოხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით  მეწარმეებზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რის გამოც მომხმარებელი დაუცველია და უწევს რისკების საკუთარ თავზე აღება.

შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს ყოველთვის, როდესაც მსგავს ურთიერთობებში ჩაბმას გადავწყვეტთ. კარგად უნდა დავაკვირდეთ ვისთან ვდებთ შეთანხმებას და რა უფლება-მოვალეობას ვიღებთ მხარეები საკუთარ თავზე. 




print version
15:21:16 2018-02-27

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge