ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის ჰიგიენა, სურსათის ხარისხი,

მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გავავრცელეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წლის ზაფხულში განხორციელებული კონტროლის შედეგები, რომლებიც ჩვენს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ ქვეყნდებოდა სააგენტოს ვებსაიტზე. მონაცემები სრული არ იყო და ამიტომ კიდევ დაგვჭირდა ინფორმაციის გამოთხოვა. ამჯერად სააგენტომ თბილისში ინსპექტირებული საწარმოების სია გამოგვიგზავნა, სადაც არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, ან საერთოდ არ დაფიქსირდა შეუსაბამობები. ვინაიდან ეს სია სააგენტოს ვებსაიტზე არ გამოქვეყნებულა, ჩვენ ვაქვეყნებთ, იხილეთ ბმული

შეგიძლიათ ნახოთ იმ საწარმოების (იგულისხმება მაღაზიები, კვების ობიექტები და სურსათის მწარმოებლები) შემოწმების შედეგები, რომელთა პროდუქციის მომხმარებლებიც ხართ. ნიშანდობლივია, რომ, ისევე, როგორც რეგიონებში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად, თბილისშიც, უმრავლეს შემთხვევებში, შეუსაბამობებია გამოვლენილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ბიზნესსექტორს ჯერ კიდევ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს რომ შეესაბამებოდეს. 




print version
16:57:34 2017-11-02

კომენტარის დამატება

anonym   12:17:27 2017-11-04  უპასუხე   
ამ ელ.ფოსტაზე მოგწერეთ მაგრამ ალბათ არ გინახიათ office@csrdg.ge

26.10.2017-ში ქავთარაძეზე მდებარე ჰიპერმარკეტ გუდვილში შევიძინე ჰიმალაის მარილი (ვარდისფერი) რომელის ფასიც არის 8.65ლ 340 გრამიან შეფუთვაში. ვაპირებდით მაკარონის მოხარშვას და ქვაბში ადუღებულ წყალში ჩავყარეთ 1 სუფრის კოვზი ჰიმალაის მარილი, რომელიც ბოლომდე არ გაიხსნა წყალში, ხანგრლივი მორევის შედეგად. 1 სუფრის კოვზიდან დაახლოებით 2-3 მწიკვი მარილი არ გაიხსნა და დარჩა ძირზე ვარდისფერი ქვიშასავით. გთხოვთ შეამოწმოთ ხომ არ შეიცავს შუშის ნამსხვრევებს, ან ქვიშას ან აგურის ფხვნილს ან რაიმე ისეთ ნივთიერებას რაც სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. შეამოწმეთ მისი შემადგენლობა. ასევე წვნიან კერძს რომ მოვაყერეთ, მისი მირთმევისას პირში იგრძნობა ქვიშასავით და არასასიამოვნო შეგრძნებაა. წინასწარ გიხდით მადლობას.
თამარ, CSRDG   12:41:24 2017-11-06  უპასუხე   
არ გამოგვრჩენია ეს წერილი უბრალოდ ლაბორატატორიამ გვითხრა უარი შემოწმებაზე
anonym   18:20:37 2017-11-08  უპასუხე   
რა მიზეზით თქვეს უარი? მარტო მე ხომ არ ვყიდულობ ამ პროდუქტს, სხვებიც ხომ ყიდულობენ ამ მარილს და ვინ იცის რას შეიცავს? მართლა სასარგებლო მინერალებს შეიცავს როგორც აწერია თუ სახიფათოა?
თამარ, CSRDG   10:09:52 2017-11-09  უპასუხე   
ანალიზის ჩატარება არ შეუძლიათ, ანმეთოდი არ აქვთ ან აკრედიტაციის სფეროში არ აქვთ ეს ანალიზი, ან ორივე ერთად


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge