ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიდგომა მავნე სურსათის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სახელმწიფო კონტროლის შედეგები
სურსათის დაბინძურების წყაროების გამოვლენა
სესხის წინსწრებით დაფარვა
სესხები ფიზიკური პირებისათვის
ფასთა განსხვავება პროდუქტზე და სალაროში
სურსათის ჰიგიენა ევროკავშირში
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები

სულ ნიუსები: 21

საკვებდანამატები არის სურსათში დამატებული ისეთი ნივთიერებები, რომელთაც, როგორც წესი, კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ, მაგრამ სამაგიეროდ სურსათს სხვა მიმზიდველ თვისებებს ანიჭებენ: ფერს, გემოს, სუნს, კონსისტენციას, მდგრადობას ბაქტერიებისადმი ან სხვა ზემოქმედებისადმი და ა.შ. . საკვებდანამატებად არ მიიჩნევა ნივთიერებები, რომლებსაც სურსათს უმატებენ სპეციალურად კვებითი ღირებულების ასამაღლებლად (მაგალითად ვიტამინები, მიკროელემენტები), ან რომელიც შემთხვევით მოხვდა სურსათში (დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებები).

ევროკავშირში და საქართველოში დაშვებული საკვებდანამატები E ნიშნით და რიგითი ნომრით აღინიშნება. როგორც წესი, მათი გამოყენება ნორმირებულია (ანუ დადგენილია საკვებ პროდუქტში ამა თუ იმ საკვებდანამატის ზღვრული დაშვებული რაოდენობა), ხოლო ზოგიერთის გამოყენება კი იკრძალება. ვინაიდან ზოგიერთი საკვებდანამატი ჯანმრთელობისთვის მავნეა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მწარმოებლები ერიდებიან გამოყენებული საკვებდანამატის E-ნომრის მითითებას და სანაცვლოდ ეტიკეტზე მის ქიმიურ დასახელებას უთითებენ.

საქართველოში საკვებდანამატები რეგულირდება „საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებითა და ნორმებით“, სადაც მოცემულია ის ნივთიერებები, რომლებიც საქართველოშია დაშვებული. ევროკავშირში დაშვებული საკვებდანამატებისათვის შექმნილია სპეციალური საძიებო სისტემა. მასში დანამატების ძიება შესაძლებელია როგორც საკვებდანამატის, ასევე სურსათის სახეობის მიხედვით. ანალოგიური საერთაშორისო საძიებო სისტემა აქვს საერთაშორისო ორგანიზაცია კოდექს-ალიმენტარიუსს (კოდექსალიმენტარიუსში დანამატის ძებნისას მიუთითეთ მხოლოდ ნომერი, E-ასოს გარეშე).




print version
12:16:17 2017-10-09

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge