ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
მოსახლეობის ინფორმირება მავნე სურსათის შესახებ
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, საკმაზი,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის განცხადება

 მოსახლეობის ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ მავნე სურსათთან დაკავშირებით

მიმდინარე წლის 7 ივლისს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ დადგენილი ნორმის ზღვარს ზემოთ ტყვიის შემცველობა გამოვლინდა 4 ნიმუშში, რომელთა სახელწოდებებიც ჩამოთვლილია: წითელი წიწაკა, მშრალი აჯიკა, სუნელი. ასევე, ნათქვამია, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სააგენტოს მიერ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას ითვალისწინებს. 

ზემოაღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არასაკმარისია იმისათვის, რომ მომხმარებლები დაცული იყვნენ მავნე სუნელების მოხმარებისაგან, ვინაიდან არის მითითებული სუნელების მწარმოებელი ბიზნესოპერატორების სახელწოდებები და სხვა მონაცემები, რაც მავნე პროდუქციის იდენტიფიკაციას გახდის შესაძლებელს. მანამ, სანამ სააგენტო მავნე პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრიდან ამოღებას უზრუნველყოფს, აუცილებელია რომ მომხმარებლებსა და მეწარმეებს ამ პროდუქციის თაობაზე საკმარისი ინფორმაცია მიეწოდოთ, იმისათვის, რათა მოვაჭრეებმა არ დაუშვან მავნე სუნელების გაყიდვა, მომხმარებლებმა თავი შეიკავონ მათი შეძენისაგან, ან შეძენილი პროდუქციის მოხმარებისაგან, ხოლო იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მოიხმარეს აღნიშნული პროდუქცია, მიმართონ ექიმს.

ამგვარად, სააგენტო არ ასრულებს კანონის მოთხოვნას ბაზარზე განთავსებული მავნე სურსათის თაობაზე მოსახლეობის დროული ინფორმირების შესახებ[1].

სააგენტოს განცხადებაში, აგრეთვე, ნათქვამია, რომ „2015 წლის 9 სექტემბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საკონსულოდან მიიღო ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის შეტყობინება საქართველოდან გაგზავნილ სანელებლებში ტყვიის მაღალი შემცველობის აღმოჩენის თაობაზე. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეტყობინების მიღებისთანავე გაატარა შესაბამისი ღონისძიებები. შემოწმდა ექსპორტიორი ბიზნესოპერატორები და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ იქნა 29 ნიმუში, საიდანაც დარღვევა გამოვლინდა ერთ შემთხვევაში. თუმცა, სააგენტოს მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებიდან არ ჩანს, 2015 წელს მის მიერ გამოვლენილი დარღვევის თაობაზე თუ მოხდა ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება, ან რატომ არ გაავრცელა სააგენტომ ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტისაგან მიღებული ინფორმაცია.

სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მიმდინარე რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს არაერთხელ გამოუხატავს თავისი მხარდაჭერა აღნიშნული რეფომებისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კონტროლის გაფართოებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, ვთვლით, რომ სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სათანადოდ არ ხდება, რაზეც მოცემული ფაქტიც მეტყველებს. ეს ჩრდილს აყენებს სააგენტოსადმი მოქალაქეთა ნდობას, რაც უმნიშვნელოვანესია სურსათის უვნებლობის მიმართულებით წარმოებული რეფორმების წარმატებისათვის.

მოვუწოდებთ სააგენტოს:

საქართველოს ბაზარზე განთავსებული სუნელების შემოწმების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელოს. კერძოდ, მიუთითოს, სულ მცირე, იმ მწარმოებლების სახელწოდებები, რომელთა პროდუქციაშიც ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა. აგრეთვე, მიუთითოს მის ხელთ არსებული დამატებითი მონაცემები, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს მავნე სუნელების იდენტიფიცირება მოახდინონ

გადახედოს მის მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების, ასევე, შესაბამის შემთხვევებში, სხვა ქვეყნების კომპეტენტური ორგანოების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკას და იგი შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მოქალაქეთა ინტერესებთან.

  


[1] სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი, მ. 22, ა.ე).




print version
12:06:13 2017-07-11

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge