ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
„იმერული“ მაღაზია „ორი ნაბიჯიდან“
რძის ნაწარმი, ყველი,

2017 წლის 26 მარტს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა და გვთხოვა, მაღაზია „ორ ნაბიჯ“-ში გასაყიდი იმერული ყველის შემოწმება. მომხმარებლის განმარტებით პროდუქტს არა აქვს ყველის გემო.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 4 აპრილს, "ორი ნაბიჯი“-ს ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ პროდუქტი „იმერული“, რომელიც გამყიდველმა ყველის დასახელებით შემოგვთავაზა, თუმცა მაღაზიის მიერ პროდუქტზე დაკრულ ეტიკეტზე და ასევე შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშიც პროდუქტის დასახელებად მითითებულია „იმერული“.

მიუხედავად იმისა, რომ ეტიკეტის მიხედვით მოცემული სურსათი რძის პროდუქტს არ წარმოადგენს, გადავწყვიტეთ, მაინც შეგვემოწმებინა ეს პროდუქტი, იმისთვის რომ მომხმარებლისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია რა პროდუქტს ყიდულობს დასახელება „იმერული“-ს სახით.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტ „იმერულ“-ში საერთო ცხიმი 24,2% აღმოჩნდა, ხოლო საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა -- 0%. ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული პროდუქტი ყველი არ არის.




print version
10:50:47 2017-04-18

კომენტარის დამატება

lali   17:44:13 2017-10-31  უპასუხე   
მე მაინტერესებს შემოწმების შედეგები, ანუ ვინმემ რამე მოიოქმედა, როცა პროდუქტი უვარგისი აღმოჩნდა? ყველი რომ ყველი არ არის მაგას რარას დავეძებ, რამდენად საშიშია ეს პროდუქტები, ისევ იყიდება ?
თამარ, CSRDG   09:52:32 2017-11-02  უპასუხე   
ლალი არავის არაფერი მოუმოქმეებია, რადგან ეს ფაქტი არ არის კანონის დარღვევა. კანონით შეუძლიათ ასეთი პროდუქტის გაყიდვა, მთავარია მას დასახელება "ყველი" არ დაუწერონ. ამიტომ ეს პროდუქტი სავარაუდოდ ისევ იყიდება

shorena   22:42:28 2017-04-21  უპასუხე   
Es aris soios yveli da aranairi saerto ara aqv rdzia nawarmtan - tserovanshi mzaddeba da arc amxelen, ras yidian... Ishleba tan, tu cota didxans dagrchat

oto   20:33:21 2017-04-21  უპასუხე   
დიდი მადლობა რომ არსებობთ და მუშაობთ
მადლობთ.

ნათია   16:57:03 2017-04-18  უპასუხე   
ბაზარში რომ ყველი იყიდება ისიც რომ შეამოწმოთ არ იქნება ურიგო. ამბობენ რაღაც ფხვნილისგან მზადდებაო.
თამარ, CSRDG   10:45:53 2017-04-19  უპასუხე   
ნათია ფხვნილისგან არის დამზადებული ყველი თუ რძისგან ამის დადგენას ლაბორატორია ვერ ახერხებს, მხოლოდ რძის ცხიმის შემოწმება შეგვიძლია სამწუხაროდ

ირაკლი   16:41:58 2017-04-18  უპასუხე   
თქვენ რომ შეამოწმოთ ყველა ქართული წარმოების პროდუქტის შემადგენლობა გული წაგივათ. გინდა ყველეულობა აიღეთ და გინდა ხორცეულობისგან დამზადებული პროდუქტი. ხორცის წარმომავლობაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge