ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
ინფორმაცია შესაძლო თაღლითების შესახებ
რჩევები, წესები,

მეწარმეთა საყურადღებოდ!

ჩვენ შევიტყვეთ, რომ საქართველოს რამოდენიმე ქალაქში მოქმედებს თაღლითების ჯგუფი, რომლებიც თავს მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაციათა წარმომადგენლებად ასაღებენ და მეწარმეებს (მაღაზიებს, რესტორნებს, საწარმოებს) ამა თუ იმ მიზეზით თანხებს სძალავენ.

ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი! 

დაბეჯითებით გთხოვთ,

აცნობეთ გამომძალველების შესახებ პოლიციას!

მოგვწერეთ მათ შესახებ ქვემოთ, კომენტარებში:

______________________________

ამ სტატიას გამოეხმაურა ამირან შენგელია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის" პრეზიდენტი. 

ჩვენი თხოვნით, ბ-მა ამირანმა მოგვაწოდა ხელშეკრულების შაბლონი და ასევე შემოსავლების სამსახურიდან მიღებული წერილები:

ჩვენს ორგანიზაციას არა აქვს იმის საშუალება და უფლებამოსილება, რომ ასეთ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება აწარმოოს. წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონდარღვევა არ იკვეთება. მაგრამ, ჩვენი აზრით, მეწარმეთა გაწევრიანება მომხმარებლის უფლებების დამცველ ორგანიზაციაში წინააღმდეგობაში მოდის, ასეთი ორგანიზაციის დანიშნულებასთან და ეჭვის ქვეშ აყენებს ასეთი ორგანიზაციის დამოუკიდებლობას ბიზნესის ინტერესებისაგან. გარდა ამისა, თუკი ორგანიზაცია, რომლის შემოსავალიც მთლიანად ან დიდწილად მეწარმეებისაგან მიღებული ფინანსებისაგან შედგება, ბიზნესისაგან დამოუკიდებლად ვერ ჩაითვლება და ეს მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Consumers International-ის მიერ გაცხადებულ პრინციპებსაც ეწინააღმდეგება. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ წევრობის კანდიდატებისთვის წაყენებული მოთხოვნები.

ამასთან, კვლავ მოვუწოდებთ მეწარმეებს, რომ გამოძალვის მცდელობის შემთხვევაში პოლიციას მიმართონ. 




print version
12:40:29 2017-03-01

კომენტარის დამატება

ამირან შენგელია   15:11:11 2017-03-15  უპასუხე   
ასოციაცია ეტიკი თავის რიგებში აწევრიანებს ყველა მსურველს."ბიზნეს ოპერატორები ჩვენგან იღებენ მათთვის საჭირო ინფორმაციას,ხელშეკრულებით.წევრობა ფასიანია და თუ არ სურს ჩვენთან ურთიერთობა, არავითარი წინააღმდეგობა არ არის არის ხელშეკრულების გასაუქმებლად.

]
ლია, CSRDG   07:53:30 2017-03-16  უპასუხე   
გთხოვთ გამოაქვეყნოთ ხელშეკრულება, რომელზეც საუბრობთ და თქვენს ორგანიზაციაში "გაწევრიანებული" მეწარმეების სია.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge