ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
სამი სახეობის კარაქის შემოწმება გლდანის მარკეტებიდან
კარაქი, რძის ნაწარმი, ეტიკეტი,

2017 წლის 26 იანვარს მომხმარებელმა კომენტარი დაგვიტოვა ვებ გვერდზე:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2017 წლის 02 თებერვალს, გლდანის ბაზართან მდებარე მაღაზია შპს  "სუზალაში"  და  გლდანის II მკ.რ, მოსულიშვილის ქ. მ/ტ მდებარე მაღაზია შპს "GL მარკეტში" შევიძინეთ მომხმარებლის მიერ მითითებული პროდუქტები, მივანიჭეთ პირობითი ნომრები: #1 კარაქი "ვალიო", #2- კარაქი "დობრო" და #3 - კარაქი "უკრაინული" და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით : #1 კარაქი "ვალიო"-ში ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის შემცველობა 99,1% აღმოჩნდა ხოლო  #2- კარაქი "დობრო" და #3 - კარაქი "უკრაინული" -ში რძის ცხიმის შემცველობა 0%, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პროდუქტის დასახელებაში მაღაზიას "კარაქი" აქვს მითითებული.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

-------------------------

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი.

------------------------

აღმოჩენილი დარღვევების გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 19 სექტემბერს მაღაზია სუზალაში კვლავ მოვნახეთ ზემოაღნიშნული „კარაქები“. „დობრო“ ეტიკეტირებული იყო როგორც „სპრედი“, ხოლო „უკრაინული“ მაღაზიაში არ აღმოჩნდა.




print version
16:34:29 2017-02-28

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge