ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

2016 წლის 16 დეკემბერს მომხმარებელმა დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და მაღაზია "ორ ნაბიჯში" გასაყიდი ბრინჯი "სუპრემო"-ს შემოწმება გვთხოვა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2016 წლის 20 დეკემბერს მივედით მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მაღაზია "ორ ნაბიჯში" და შევიძინეთ ბრინჯი "სუპრემო", გამოშვების თარიღი 01/12/2016 და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ბრინჯს მართლაც აქვს შმორის სუნი და გემო.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ საგენტოში.

2017 წლის 03 თებერვალს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, სადაც გვატყობინებენ, რომ მათ მიერ ბრინჯი "სუპრემო"-ს შემოწმებამ აღმოაჩინა იგივე დარღვევა და ბიზნესოპერატორს დაევალა ბაზრიდან პარტიის გამოთხოვა, მისი შემდგომი განადგურების მიზნით.

_____________________________

ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე ერთერთმა მომხმარებელმა კომენტარი დაამატა, რომლითაც გვატყობინებდა, რომ მაღაზია "კარფურში" იგივე ფირმის პროდუქტს კვლავ აღენიშნებოდა შმორის სუნი.

ეს ინფორმაცია წერილობით ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ აღნიშნული პროდუქტის ხელმეორედ შემოწმება.

სააგენტოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ ბრინჯი სააგენტოს აღარ დახვდა მაღაზიაში, რადგან დისტრიბუტორმა ფირმამ გაყიდვიდან ამოიღო პროდუქტი.




print version
13:06:35 2016-12-29

კომენტარის დამატება

გიორგი   17:34:04 2017-08-03  უპასუხე   
"ჰერმეტული" შეფუთვა არის სპეციალურად დაჩხვლეტილი ჭიკარტით, დააკვირდით მარჯვენა ფოტოს, ამას შვება თითქმის ყველა სუპერმარკეტი, ასეთ შეფუთვებს (ბრინჯი, წიწიბურა, სხვა ბურღულეული...)

მიზეზი არის ის რომ დაჩხვლეტის შედეგად იჩუტება შეფუთვა და უფრო კარგად იდება თაროზე, გადმოვარდნის შანსი ნაკლებია და მეტს ატევენ

ბრინჯის პარტია კიარ უნდა ამოგეღოთ არამედ უნდა ამოგეღოთ დაჩხვლეტილი შეფუთვები და ჯარიმა დაგედოთ მათი განზრახ დაზიანების გამო
გიორგი   17:36:17 2017-08-03  უპასუხე   
ამას დავამატებ:
აქ სუპრიმო არაფერ შუაშია, და არც ის ქვეყანა საიდანაც პროდუქტი ჩამოდის

თვითონ სუპერმარკეტები ჩხვლეტენ, არც მალავენ რომ შევეკითხე მაღაზიის კონსულტანტს თვითონ მითხრა

ნინო   18:15:51 2017-04-06  უპასუხე   
გამარჯობათ თუ შეგიძლიათ მითხრათ ნამდვილად ჩინურია ეს სუპრემოს პროდუქცია? ვერსად ვერცერთ პროდუქტზე ვერ ვნახე პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა . მადლობა წინასწარ

ირაკლი   13:05:06 2017-04-01  უპასუხე   
გამარჯობა, გუშინ კვლავ შევიძინე იგივე ბრინჯი კარფურში და კვლავ აქვს ნესტის(ტომრის ) გემო.

ირაკლი   09:50:54 2017-02-08  უპასუხე   
გამარჯობა,

გუშინ შევიძინე იგივე პროდუქტი კარფურში(ცოტნე დადიანზე სავაჭრო ცენტრი ქარვასლა) და იგივე პრობლემაა.
თამარ, CSRDG   11:50:18 2017-02-13  უპასუხე   
ირაკლი გავიგზავნეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს თქვენი მოწოდებული ინფორმაცია, რეაგირების და შედეგების შესახებ როცა მოოგვწერენ გაცნობებთ
თამარ, CSRDG   15:12:40 2017-02-08  უპასუხე   
ირალკი იქნებ შეფუთვაზე წაიკითხოთ გამოშვების თარიღი რა აქვს მითითებული პროდუქტს და მოგვწეროთ
ირაკლი   12:06:46 2017-02-14  უპასუხე   
გადმოგზავნილი მაქვს ელ.ფოსტაზე.
ირაკლი   20:17:07 2017-03-02  უპასუხე   
გამარჯობა,
მომწერეს სუპრემოდან:

"ირაკლი მოგესალმებით. როგორც დაგპირდით, გადავამოწმეთ პროდუქცია. როგორც აღმოჩნდა, წარმოებაში იყო ხარვეზი, რის გამოც, ბრინჯის გემოვნური თვისებები არ შეესაბამებოდა სუპრემოს იმ სტანდარტს, რომელიც მუდმივად გვაქვს. წუნდებული პროდუქცია მთლიანად მოხსნილია მაღაზიის თაროებიდან. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი და მისამართი, რათა გამოგიგზავნოთ სუპრემოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი
ირაკლი   20:18:39 2017-03-02  უპასუხე   
დიდი მადლობა თქვენ და სუპრემოს რეაგირებისთვის!
kote   09:57:31 2017-02-12  უპასუხე   
იმდენ კითხვებს უსვამთ,მოაბეზრეთ თავი,რომ გაგანებოთ თავი,
თამარ, CSRDG   11:49:44 2017-02-13  უპასუხე   
თავს არავინ გვაბეზრებს, ეს საიტიც მაგიტომაა შექმნილი, რომ მოგვწეროთ თუ რამე გაინტერესებთ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge