2016 წლის 16 ნოემბერს მომხმარებელმა დაფარული კომენატრი გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა სამი ფირმის თინუსის კონსერვების შემოწმება მძიმე მეტალების შემცველობაზე.
საჩივრის შემწომების მიზნით, 2016 წლის 29 ნოემბერს, თბილისის ორ მაღზიაში შევიძინეთ სამი ფირმის თინუსის კონსერვი:
"Henry,s Kitchen", თინუსის ფილე ზეთში - მწარმოებელი Thai Union Manufacturing Co Ltd ტაილანდი;

" Аквамарин",თინუსი ნაჭრებით ზეთში - მწარმოებელი შპს "დონგშან დონგიი ფუდს ქო", ჩინეთი;
 
"DARDANEL" დაკონსერვებული თინუსი მზესუმზირის ზეთში - მწარმოებელი "დარდანელ ონენტაშ გიდა სანაი ა.შ", თურქეთი.

სამივე პროდუქტი ჩავაბარეთ ლაბორატორიაში, მათში მძიმე მეტალების შემცველობის განსასაზღვრად.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამივე პროდუქტში შემოწმებული მძიმე მეტალების შემცველობა ნორმის ფარგლებშია.
|