ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი მომხმარებლის უფლებებზე 

საკონკურსო ნომინაციები და ჯილდოები:

  • სატელევიზიო ნამუშევარი: 1 პრიზი, 2500 ევრო;
  • რადიონამუშევარი: 2 პრიზი, 700 ევრო თითოეული;
  • საგაზეთო ნამუშევარი (საგაზეთო ან ჟურნალის სტატია, კომიქსი): 3 პრიზი, 300 ევრო თითოეული;
  • ინტერნეტნამუშევარი: 3 პრიზი, 150 ევრო თითოეული.

კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევრები  შეფასდა სამკაციანი ჟიურის მიერ. 

კონკურსით დადგენილ ვადებში შემოვიდა 41 მედიანამუშევარი: 16 სატელევიზიო, 4 რადიო, 4 ბეჭდური და 15 ინტერნეტ  ნამუშევარი. აქედან 1 ბეჭდური ნამუშევარი არ იქნა განხილული ჟიურის მიერ, რადგან კონკურსში მითითებულ ვადაზე ადრე იყო გამოქვეყნებული. 

ჟიურის შეფასებით, კონკურსში წარმოდგენილი ბეჭდური მედიის ნამუშევრები გამარჯვებას არ იმსახურებდა. გადაწყდა, რომ ბეჭდური მედიისთვის განკუთვნილი საპრიზო თანხა, მეორე პრიზის სახით, გადაეცათ სატელევიზიო ნომინაციაში წარმოდგენილი მასალისათვის.

გამარჯვებულების სია:

  • სატელევიზიო ნამუშევარი

- ლია ტოკლიკიშვილი, მაია გოგოლაძე, „ძარცვა საქართველოს სახელით“ -  საზოგადოებრივი მაუწყებელი, „გამომძიებელი რეპორტიორი“ 

- ნათია ჩეხერია, „შეღებილი პური“ - სტუდია მონიტორი 

  • რადიონამუშევარი 

- თეა თოფურია, „აეროპორტში გაძარცვული ჩემოდნები“ - რადიო თავისუფლება 

- კოკა კვირკველია, ტოქშოუ მომხმარებლის უფლებების შესახებ - რადიო პალიტრა, შუადღის სტუდია 

 ·         ინტერნეტნამუშევარი

- შუშანა შირინიანი, Безопасность мяса, почему регламент не действует (ხორცის უვნებლობა, რატომ არ მოქმედებს რეგლამენტი) - ვებგვერდი jnews.ge 

- ნინო კაპანაძე, „კაი ქალის ყველის“ იმედად ხარაგაულში - ვებგვერდი chemikharagauli.com 

- მანონ ბოკუჩავა, „მგზავრი, როგორც უსულო ტვირთი“ - ვებგვერდი Liberali.ge 

_____________________________________________________

საკონკურსო ნამუშევრების მიღება დასრულებულია. განსახილველად შემოვიდა 41 მედია-ნამუშევარი. კონკურსის შედეგები გამოცხადდება ამ გვერდზე, 2017 წლის აპრილის ბოლოს. გარდა ამისა, ყველა მონაწილე მიიღებს შეტყობინებას კონკურსის შედეგების შესახებ.


2015-2017 წლებში "მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

ამ პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 დეკემბრიდან გამოცხადდა ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსი მომხმარებელთა უფლებებზე.

კერძოდ, საკონკურსო მასალაში გაშუქებული უნდა იყოს საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ან ინტერესების შელახვის კონკრეტული შემთხვევა. განხილული იყოს ამ დარღვევის შესაძლო მიზეზები, შედეგები, აღმოფხვრის გზები/საშუალებები. სასურველია გაშუქდეს საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინები ასეთი დარღვევებისადმი და მათი აღმოფხვრის სხვადასხვა საშუალებებისადმი. სასურველია აგრეთვე გაშუქდეს, შეუწყობს თუ არა ხელს მდგომარეობის გაუმჯობესებას ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება.

მომხმარებელთა უფლებების თუ ინტერესების შელახვის შესაძლო სახეებია (ჩამონათვალი არ არის ამომწურავი):

  • გასაყიდად გამოტანილი პროდუქცია/მომსახურება არ არის მომხმარებლისთვის უვნებელი/უსაფრთხო; 
  • ადგილი აქვს (შეიძლება ჰქონდეს) ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას (კარტელური შეთანხმება, საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, სახელმწიფოს მხრიდან ერთი ეკონომიკური აგენტის დახმარება სხვა პირთა საზიანოდ და სხვა ).
  • ადგილი აქვს (შეიძლება ჰქონდეს) არაკეთილსინდისიერ კონკურენციას ბაზარზე (არასწორი წარმოდგენის შექმნა მომხმარებლისთვის გასაყიდი საქონლის შესახებ; სხვისი საქონლის ფორმის, შეფუთვის ან გარეგნული იერსახის მითვისება და სხვა )
  • ამა თუ იმ მიზეზის გამო მომხმარებელს ეზღუდება პროდუქტის/მომსახურების ან მიმწოდებლის თავისუფალი არჩევანი.
  • მომხმარებელს არ აქვს სარწმუნო, საკმარისი ინფორმაცია და აგრეთვე შესაძლებლობა სწორი არჩევანის გასაკეთებლად (მაგ. გამოყენებულია აგრესიული მარკეტინგი);
  • რეალიზაციაშია ფალსიფიცირებული პროდუქცია / კონტრაფაქტურა;
  • მომხმარებელს მიჰყიდეს ნაკლის მქონე პროდუქცია/მომსახურება და უარი უთხრეს ნაკლის უფასოდ გამოსწორებაზე ან საქონლის/თანხის დაბრუნებაზე ან გაცვლაზე.
  • და  სხვა.

კონკურსის ვადაა 2017 წლის 30 მარტის ჩათვლით. მიიღება მხოლოდ კონკურსის პერიოდში გამოქვეყნებული მედია-ნამუშევრები. უფრო ადრე ან უფრო გვიან გამოქვეყნებული ნამუშევრები არ განიხილება. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს ან მედია-ორგანიზაციას, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული. დაიშვება ჯგუფური ნამუშევრებიც. ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 აპრილის 18:00 საათი.

გამარჯვებული საკონკურსო მასალის ავტორებისთვის დაწესებულია დიფერენცირებული ჯილდოები:

  • სატელევიზიო გადაცემა: 1 პრიზი, 2500 ევრო;
  • რადიო-გადაცემა: 2 პრიზი, 700 ევრო თითოეული;
  • ბეჭდური მედია-ნამუშევარი (საგაზეთო ან ჟურნალის სტატია, კომიქსი): 3 პრიზი, 300 ევრო თითოეული;
  • ინტერნეტ მედია-ნამუშევარი: 3 პრიზი, 150 ევრო თითოეული.

მედია-ნამუშევარი კონკურსზე განსახილველად შეუძლია წარადგინოს როგორც მის ავტორს, ასევე ნებისმიერ სხვა პირს (ავტორის თანხმობით). 
ნამუშევრის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, ელ-ფოსტის საშუალებით, ისე საფოსტო ან საკურიერო გზავნილის სახით:

  • ელექტრონული ფორმით განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ ელ-მისამართზე მისი გამოგზავნით: office@csrdg.ge . გზავნილის თემად მითითებული უნდა იყოს: „საკონკურსო მასალა“. გთხოვთ დაელოდოთ დადასტურებას იმის თაობაზე, რომ განაცხადი მიღებულია.
  • ნაბეჭდი სახით განაცხადის წარსადგენად იგი უნდა გამოგზავნოთ ან მოიტანოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, ტელ: (+995 32) 2399019/18, საკონტაქტო პირი: ნინო ქიტუაშვილი, მობილური ტელეფონი: 577760572. წარმოდგენილი პროექტი მოთავსებული უნდა იყოს დაბეჭდილ კონვერტში, მითითებით: „საკონკურსო მასალა“.

საკონკურსო ნამუშევარი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ან ბეჭდური სახით. მას თან უნდა ახლდეს შემდეგი ინფორმაცია:

  • ნამუშევრის ავტორ(ებ)ი და მისი(მათი) საკონტაქტო მონაცემები;
  • ნამუშევრის გამოქვეყნების დრო და მედია-საშუალება(ები), რომელშიც გამოქვეყნდა.
  • მედია-საშუალების პასუხისმგებელი პირის წერილობითი თანხმობა მედია-ნამუშევრის კონკურსში წარსადგენად;
  • ნომინაცია, რომელზეც წარმოდგენილია ნამუშევარი.

უცხოურ ან საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენებზე წარმოდგენილ მასალას თან უნდა ახლდეს ქართული თარგმანი.

დეტალურად კონკურსის პირობები და შეფასების კრიტერიუმები იხ. ამ განცხადებაში:

კითხვები კონკურსთან დაკავშირებით შეგიძლიათ დასვათ ამ სტატიაზე კომენტარის საშუალებით, ან მოგვმართოთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე. ყველა მიღებული შეკითხვა და მათზე გაცემული პასუხი გამოქვეყნდება ამავე სტატიაში, ქვემოთ. 




print version
13:01:48 2016-11-30

კომენტარის დამატება

თეა ჯანგავაძე   15:15:46 2017-03-21  უპასუხე   
გამარჯობათ,

მაინტერესებს რადიო გადაცემაში კონკრეტულად რა იგულისხმება?შეიძლება საკონკურსოდ რადიო სიუჟეტიც ჩაითვალოს, თუ აუცილებელია წალკე გადაცემის გაკეთება?
ლია, CSRDG   15:58:05 2017-03-22  უპასუხე   
"რადიო-გადაცემაში" იგულისხმება რადიოს საშუალებით გავრცელებული ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია.

ივლიტა გოგუა   17:37:00 2017-02-28  უპასუხე   
მოგესალმებით, შეკითხვა გვაქვს კონკურსთან დაკავშირებით. თუ შეიძლება ორმა ჟურნალისტმა ერთი სტატია და ერთი რადიო-გადაცემა ერთობლივად მოვამზადოთ?
ლია, CSRDG   17:00:41 2017-03-01  უპასუხე   
დიახ შეიძლება. თუმცა ერთსა და იმავე გადაცემას ორი ჟურნალისტი ცალ-ცალკე ვერ წარმოადგენს კონკურსზე - ორივემ ერთად უნდა წარმოადგინოს (ანუ ერთი გადაცემა ერთხელ შეფასდება). თუ ნამუშევარმა კონკურსში გაიმარჯვა, ერთი ჯილდო გადაეცემა ორივე წარმომდგენ ჟურნალისტს ერთად (როგორ გაიყოფენ, მათი საქმეა).


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge