ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სარეალიზაციოდ განთავსებული საქონელი მომხმარებლისთვის უსაფრთხო უნდა იყოსმწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.', 'პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი', მუხლი 9, პუნქტი 1.");'>. იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად სრულდება კანონის ეს მოთხოვნა, 2016 წლის 31 ოქტომბერს ჩვენ თბილისის რამდენიმე მაღაზიაში შევიძინეთ 10 სხვადასხვა ტიპის თოჯინა და გავგზავნეთ გერმანიაში, სათამაშოების უსაფრთხოების შემმოწმებელ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომელსაც უსაფრთხოების რამოდენიმე ქიმიური მახასიათებლის შემოწმება ვთხოვეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ათი შემოწმებული სათამაშოდან ცხრაში აღმოჩნდა დიდი ოდენობით მავნე ნივთიერება დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), რომელიც ბავშვთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

მაღაზია და შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი

სათამაშოს ფოტო სათამაშოს დასახელება DEHP შემცველობა პროდუქტში, მგ/გ
მიმართება ევროპულ ნორმასთან (1მგ/გ)
"თოი ლენდი", თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27, ჩეკი და ზედნადები Magic Girl

49,8 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"თოი ლენდი", თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 27, ჩეკი და ზედნადები My lovely Merry, Likability Pony

85,6 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"ცეროდენა", თბილისი, ყაზბეგის გამზ. 20, ჩეკი და ზედნადები My Little Princess, Pop Girl, Fshion show

54,5 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"გუდვილი", თბილისი, ქავთარაძის ქ. 1, ჩეკი და ზედნადები Sairy Series

52,8 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"გუდვილი", თბილისი, ქავთარაძის ქ. 1, ჩეკი და ზედნადები

Dones, Barbie, The Mermaid Princess

მწარმოებლის (Mattel) ინფორმაციით, პროდუქტი შესაძლოა გაყალბებული იყოს. 

26 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"ბანა თოის", თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 13, ჩეკი და ზედნადები Fashion Beautiful

40 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"ოცნების სამყარო", თბილისი, ყაზბეგის გამზ. 36 (მაღაზია "ჭიტა"), ჩეკი და ზედნადები Fashion, My First

52,3 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"ოცნების სამყარო", თბილისი, ყაზბეგის გამზ. 36 (მაღაზია "ჭიტა"), ჩეკი და ზედნადები Frozem

106,9 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"ჰობი მასტერი", თბილისი, გამსახურდიას გამზ. 33, ჩეკი და ზედნადები Feibi, Fashion Girl

31,1 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს
"ანვოლ", თბილისი, ქავთარაძის ქ. 1, ჩეკი და ზედნადები Evi love Ballet

0,014 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას შეესაბამება

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ DEHP ნივთიერება პლატსმასის დამარბილებელია. იგი საკმაოდ ხშირად გამოიყენება ტექნიკური დანიშნულების რბილ პლასტმასებში, საიზოლაციო მასალებში. სათამაშოებში მისი გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია (დაშვებული შემცველობაა არა უმეტეს 1მგ/გ). საქართველოში ეს შეზღუდვა დაწესებული არ არის.

მომხმარებლებს ვურჩევთ მაქსიმალურად მოარიდონ ბავშვები იმ სათამაშოებს, რომელშიც მავნე ნივთიერება აღმოჩნდა.

ინფორმაცია სათამაშოებში აღმოჩენილი მავნე ნივთიერების შესახებ მიეწოდა როგორც შესაბამის მაღაზიებს, წერილი 'ცეროდენას', წერილი 'გუდვილს', წერილი 'ბანა თოის', წერილი 'ოცნების სამყაროს', წერილი 'ჰობი მასტერს'.");'>, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტს. ჩვენ აგრეთვე მივმართეთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და სახალხო დამცველს თხოვნით, მიიღონ ზომები მავნე ნივთიერებების შემცველი სათამაშოების საქართველოს ბაზარზე მოხვედრის აღსაკვეთად.

ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ბაზარზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებას და შედეგებს აქ გამოვაქვეყნებთ.

________________________________

2016 წლის 28 ნოემბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან მივიღეთ წერილი.

საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან მივიღეთ წერილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან 2016 წლის 1 დეკემბერს მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი განცხადება განსახილველად გადაეცა ბავშვის უფლებების ცენტრს, ხოლო 2017 წლის 15 მარტს კი სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, რათა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არასრულწლოვანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით, კერძოდ კი დაჩქარდეს "სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ" ევროპული დირექტივის მიღება საქართველოს მიერ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიღებული პასუხი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მივიღეთ წერილი.

ჩვენ აგრეთვე მივმართეთ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თხოვნით, რომ განეხილა საკითხი ამ სფეროში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის თაობაზე, თუმცა კონკურენციის სააგენტომ ჩვენს მიერ დაყენებული საკითხის გამოკვლევაზე უარი თქვა. საგულისხმოა, რომ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ამ საკითხის განუხილველად დატოვება არ ნიშნავს, რომ შესაძლო სამართალდარღვევა არ არსებობს. სააგენტო მხედველობაში მიიღებს განცხადებაში აღნიშნულ ფაქტებს და გონივრული ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ნებისმიერ მომენტში შეუძლია დაიწყოს საკითხის დამატებითი მოკვლევა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან მიღებული პასუხი.

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან მიღებული პასუხი.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქმალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პასუხი.

__________________________________

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ არაერთი კომენტარი მოგვწერა მომხმარებელმა, რომლებიც გვთხოვდნენ თოჯინების შემოწმებას სხვა სათამაშოების მაღაზიებიდანაც. ამიტომ, 2016 წლის 30 ნოემბერს და 1 დეკემბერს მაღაზებში "პეპელა"  და  "სუპერი" შევიძინეთ კიდევ ორი თოჯინა (შევეცადეთ შეგვერჩია ყველაზე იაფფასიანი პროდუქცია). ორივე პროდუქტი შესამოწმებლად გავგზავნეთ გერმანიის ლაბორატორიაში.

მაღაზია და შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი

სათამაშოს ფოტო სათამაშოს დასახელება DEHP შემცველობა პროდუქტში, მგ/გ
მიმართება ევროპულ ნორმასთან (1მგ/გ)

შპს პეპელა

თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

ჩეკი და ზედნადები

Defa Lucy, Pets Loving

0,058 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას შეესაბამება

შპს სუპერი

თბილისი, ხიზაბავრის 1

ჩეკი და ზედნადები

My little Baby Born

0,004 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას შეესაბამება

მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე თოჯინაში ფტალატების შემცველობა ევროპული ნორმის ფარგლებშია.

_____________________________

2017 წლის იანვარში თბილისის კიდევ ხუთ მაღაზიაში შევიძინეთ თოჯინები და გავგზავნეთ ისევ გერმანიის ლაბორატორიაში ანალიზისათვის. შერჩევის კრიტერიუმი იგივე იყო - ყველაზე დაბალი ფასის მქონე თოჯინა (ამ მაღაზიაში).

შემოწმების შედეგების მიხედვით, ექვსი შემოწმებული თოჯინიდან ხუთში აღმოჩნდა მავნე ნივთიერებების - ფტალატების - მაღალი შემცველობა. მათ შორის, ორ თოჯინაში აღმოჩნდა დი-2-ეთილჰექსილფტალატი (DEHP), ორ თოჯინაში - დი-იზონონილფტალატი (DINP), ერთ თოჯინაში კი გადაჭარბებული იყო სამი ფტალატის შემცველობა:  დი-2-ეთილჰექსილფტალატის (DEHP),  დი-იზონონილფტალატის (DINP) და დი-ბუტილფტალატის (DBP).

მომხმარებელს აქვე განვუმარტავთ, რომ ნივთიერება დი-იზონონილფტალატი (DINP) საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სათამაშოს ბავშვი პირში ჩაიდებს.

მაღაზია და შესყიდვის დამადასტურებელი საბუთი სათამაშოს ფოტო სათამაშოს დასახელება მავნე ნივთიერების შემცველობა პროდუქტში მგ/გ მიმართება ევროპულ ნორმასთან მგ/გ

შპს "ანკო", ჭავჭავაძის გამზ. 21ა

ჩეკი და ზედნადები

Malibu Angela

DEHP: 50 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს

შპს "სუპერი", კოსტავას 23

ჩეკი და ზედნადები

Betty Spagetty

DEHP: 0,022 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას შეესაბამება

შპს "სუპერი", კოსტავას 23

ჩეკი და ზედნადები

Barbie

მწარმოებლის (Mattel) ინფორმაციით, პროდუქტი შესაძლოა გაყალბებული იყოს.  

DEHP: 0,02 მგ/გ

DINP: 13,4 მგ/გ
DINP შემცველობა ევროპულ ნორმას აჭარბებს

შპს "ანვოლი", თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-16 კმ

ჩეკი და ზედნადები

Urban Fashion, Steffi

DEHP: 0,03 მგ/გ

DINP: 9,9 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

DINP შემცველობა ევროპულ ნორმას აჭარბებს

შპს "ცისარტყელა", ჭავჭავაძის გამზ. 34

ჩეკი და ზედნადები

Anlily Pet Shop

DEHP: 50 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმას აჭარბებს

შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია",  დიღმის სასწავლო საცდელი მეურნ. ტერიტორია, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი" (მაღაზია "კარფური")

 ჩეკი და ზედნადები

Te Amo, A Ring for You

DEHP: 68,085 მგ/გ

DINP: 28,859 მგ/გ

DBP: 30,394 მგ/გ

ლაბორატორიული დასკვნა

ევროპულ ნორმებს აჭარბებს

© მომხმარებელი-ge ვებ-გვერდის მითითების შემთხვევაში მასალის გამოყენება თავისუფალია




print version
15:03:17 2016-11-15

კომენტარის დამატება

ზურა   15:11:26 2017-03-22  უპასუხე   
მე მაინტერესებს კოდის მიხედვით როგორ უნდა შევამოწმო სათამაშოს უსაფრთხოება?
დაკრული აქვს შტრიხ კოდი რომლის ტავზეც წერია ეს: satamasho code 3245
თამარ, CSRDG   17:18:06 2017-03-22  უპასუხე   
სავარაუდოდ ეს კოდი მაღაზიის მიცემული კოდია
თამარ, CSRDG   17:09:06 2017-03-22  უპასუხე   
ზურა კოდის მიხედვით შეიძლება თუ არა სათამაშოს უსაფრთხოების შემწომება ვერ გეტყვით

ano   20:26:38 2017-02-20  უპასუხე   
ამოწმეთ და ამოწმეთ,მაინც ისევ ისე იყიდება ყველაფერი.ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის....

Mariam Tsereteli   17:46:21 2017-02-20  უპასუხე   
მატელის ოფიციალური წარმომადგენლობის- შპს "სმარტ ქიდს"-ის სახელით გაცნობებთ, რომ გახლავართ ბარბის ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, აღნიშნული პროდუქტის მიწოდება სუპერის ქსელისადმი ხდება ჩვენს მიერ და მოცემული ინფორმაცია დაუყოვნებლივ გაიგზავნა მატელის ევროპის სათაო ოფისში დეტალური განხილვა/შემოწმებისათვის. ჩვენ აქვე აუცლებლად შეგატყობინებთ სრულ და ამომწურავ, დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ.
საუკეთესო სურვილებით
მარიამ წერეთელი
თამარ, CSRDG   15:02:14 2017-02-22  უპასუხე   
მადლობა მარიამ გამოხმაურებისათვის. ველოდებით შედეგებს რომლებსაც გამოვაქვეყნეთ სტატიაში

Manana Jakeli Lamm   13:11:41 2016-12-28  უპასუხე   
Evi love, bolo tojinas germanul magaziebshic xshirad shexvdebit, amitom es chinuri pirma evropuli standartebit amzadebs tojinebs, sxagvarad evropis bazarze pexs ver moikidebs. Pirma "Mattel" - ic chinetshi amzadebs satamashoebs, magram evropuli standartit.aseve pirma "Hasbro".

West Tamo Tramakidze   17:32:05 2016-12-12  უპასუხე   
რას გვირჩევთ მშობლებს, როგორ შევამოწმოთ დამოუკიდებლად? რამე წარწერა აქვს რო საშიშია ან რამე ეგეთი?
თამარ, CSRDG   11:15:09 2016-12-13  უპასუხე   
სამწუხაროდ ვერანაირ რჩევას ვერ მოგცემთ თამო, რადგან ყველა სათამაშოს, რომელიც შევამოწმეთ და დარღვევა აღმოაჩნდა ეტიკეტზე ჰქონდა ინფორმაცია რომ უსაფრთხოა. შემოწმებას არავინ აკეთებს საქართველოში და აქედან გამომდინარე რომელია უსაფრთხო სათამაშო და რომელი არა ინფორმაცია არ გვაქვს

გიორგი   13:46:28 2016-11-22  უპასუხე   
ხის სათამაშოები რამდენად უსაფრთო არის?
თამარ, CSRDG   14:33:14 2016-11-22  უპასუხე   
გიორგი ხის სათამაშოები არ შეგვიმოწმებია და ამიტომ მათ უსაფრთხოებაზე ვერაფერს გეტყვით


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge