ბოლო ცვლილებები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზი
სულგუნი ი.მ. ნოდარ ლაზარეშვილისგან
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ვადაგასული სურსათი „სპარში“/სულგუნ „შუამთის“ ეტიკეტი
ბიუ-ბიუს ფილე
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
ფორმალდეჰიდი პარფიუმერია-კოსმეტიკაში
იმერული სახაჭაპურე
სემინარი ჟურნალისტებისათვის

სულ ნიუსები: 21
სალათების შემოწმება
მზა კერძები,

2016 წლის 28 სექტემბერს, მომხმარებელმა დაფარული შეტყობინება გამოგვიგზავნა ფეისბუქის გვერდზე და გვთხოვა კარფურში გასაყიდი მზა საკვების "ბრინჯი ბოსტნეულით" შემოწმება გვთხოვა, რომელშიც მან ბუზი აღმოაჩინა.

ვინაიდან ეს საჩივარი არ არის პირველი, რომელსაც მომხმარებელი გვიგზავნის სხვადახვა მაღაზიებში ნაყიდ მზა საკვებში მწერების ან სხვა დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევებზე, გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა სამი სუპერმარკეტის "კარფური" "გუდვილი" და "სმარტი"-ს მზა კერძები. მართალია ლაბორატორიული შემოწმებით შეუძლებელია მზა საკვებში მწერების აღმოჩენა, მაგრამ მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემოწმებით შესაძლებელია იმის გაგება თუ რა პირობებში მზადდება და ინახება მზა საკვები.

სამ სუპერმარკეტში შევიძინეთ სამი სხვადასხვა დასახელების კერძი: მაღაზია "კარფურში" შევიძინეთ სალათი "უშბა სოკოთი", "გუდვილში" - "ბოსტნეულის სალათი" და "სმარტში" შევიძინეთ სალათი "ცეზარი". სამივე პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად ჩაბარდა ლაბორატორიას მიკრობიოლოგიური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებით სამივე პროდუქტში: სალათი "შუბა სოკოთი", "ბოსტნეულის სალათი" და "ცეზარი"-ში  შემოწმებული პარამეტრები ნორმაში აღმოჩნდა.




print version
15:25:08 2016-10-13

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge