ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
კარაქ ვალიოს ეტიკეტი
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
ანტიმიკრობული რეზისტენტობა
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები

სულ ნიუსები: 21
ცხრა სახეობის თაფლი ლატვიის ლაბორატორიაში შემოწმდა
თაფლი,

სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ განმარტებითი წერილი ჩვენს მიერ 2016 წლის მარტში ჩატარებული თაფლების ნიმუშების კვლევის შესახებ. წერილში ნათქვამია, რომ  ევროკავშირის დადგენილების (2002/657/EC) მიხედვით, სურსათში სკრინინგ-მეთოდებით მიღებული შედეგები საჭიროებენ დამატებით კვლევას. სააგენტოს განმარტებით, ქლორამფენიკოლის შემცველობაზე პროდუქტის კვლევა ხორციელდება მეთოდით, რომელიც ვერ ახდენს ნივთიერების დეტექტირებას, თუ მისი შემცველობა  0,14მგ/კგ-ზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ნივთიერების  0,14მგ/კგ-ზე ნაკლები შემცველობა პროდუქტში ნორმად ითვლება.

სააგენტოს განმარტებითი წერილის საფუძველზე, თაფლების რეფერენტული ნიმუშები დაინომრა და გაიგზავნა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებულ ლატვიის ლაბორატორიაში.

ლატვიის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ქლორამფენიკოლის ნორმაზე გადაჭარბებული რაოდენობა მხოლოდ შპს "კულა" -ს მიერ წარმოებულ თაფლში აღმოჩნდა (0,50მგ/კგ).

 #   პროდუქტის დასახელება პროდუქტის ფოტო ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა ლატვიის ლაბორატორიის პასუხის მიხედვით, მკგ/კგ ლატვიის ლაბორატორიის პასუხი
1 ცაცხვის თაფლი "დათუნია <0,14 დასკვნა
2

თაფლი "სტორის ხეობიდან"

<0,14 დასკვნა
3

თაფლი  გომი"

<0,14 დასკვნა
4 თაფლი "ფუტკარა" <0,14 დასკვნა
5

ქართული თაფლი "მეთაფლია"

<0,14 დასკვნა
6

მაისის თაფლი "კულა"

0,50 დასკვნა
7

თაფლი ცაცხვის "მეფუტკრე"

<0,14 დასკვნა
8

ცაცხვის თაფლი "ლავიგო"

<0,14 დასკვნა
9 "ფეფე" ალპური ზონის თაფლი <0,14 დასკვნა

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის მარტის თვეში შევამოწმეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული ეს ცხრა დასახელების თაფლი. (შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. შემოწმება რამდენიმე პარამეტრზე ჩატარდა: ნატურალურობა, პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა და ანტიბიოტიკების ნარჩენი რაოდენობა. საქართველოში აკრედიტირებული ლაბორატორიის შედეგების მიხედვით ყველა თაფლი ნატურალური აღმოჩნდა, მათში არ აღმოჩნდა პესტიციდები, თუმცა ცხრა თაფლიდან რვაში აღმოჩნდა ანტიბიოტიკი ქლორამფენიკოლი. ეს შედეგები ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნეთ და იქვე განვმარტეთ, რომ თაფლში ანტიბიოტიკების ზღვრულად დასაშვებ ნორმას ადგენს 2015 წლის 15 დეკემბერს მიღებული ნორმატიული აქტი,  რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისიდან შედის




print version
15:32:11 2016-05-04

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge