ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21

2016 წელს მომხმარებლებმა  თაფლის ნატურალურობის შემოწმება გვთხოვა

2016 წლის 16 თებერვალს და 19 თებერვალს, თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შევიძინეთ ცხრა დასახელების თაფლი:

  1. თაფლი "ცაცხვის" - შპს "მეფუტკრე", გამოშვების თარიღი 07-12-2015;  
  2. "ქართული თაფლი" - შპს  "მეთაფლია", გამოშვების თარიღი 25-12-2015;
  3. ნატურალური ალპური ზონის თაფლი "ფეფე",  ი.მ. "გიორგი ტატიშვილი", გამოშვების თარიღი 27-09-2015;
  4. ცაცხვის თაფლი "დათუნია", შპს "მაჭახელა", გამოშვების თარიღი15-12-2015;
  5. " მაისის თაფლი", შპს "გსქ კულა", გამოშვების თარიღი 10-12-2015;
  6. "თაფლი ნატურალური" რკ "გომი", გამოშვების თარიღი 20-07-2015;
  7. "ცაცხვის თაფლი",  შპს "ლავიგო",   გამოშვების თარიღი არ არის მითითებული;
  8. "თაფლი სტორის ხეობიდან", ი.მ. "მამუკა ტერტერაშვილი", გამოშვების თარიღი მითითებული არ არის;
  9. "მაისის თაფლი", შპს "ფუტკარა", გამოშვების თარიღი 11-12-2015.

ყველა პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიაში ნატურალურობის, აგრეთვე პროდუქტში ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების ნარჩენების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით (იხ. დასკვნები ქვემოთ ცხრილში) პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები ნორმაშია. ასევე ნორმის ფარგლებშია პროდუქტში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს - თითქმის ყველა პროდუქტში აღმოჩნდა ტეტრაციკლინის და ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა:

 #   პროდუქტის დასახელება პროდუქტის ფოტო ტეტრაციკლინის ნარჩენი რაოდენობა, მკგ/კგ ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა, მკგ/კგ ნათაძის ინსტიტუტის ლაბორატორიის პასუხი ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა ლატვიის ლაბორატორიის პასუხის მიხედვით, მკგ/კგ ლატვიის ლაბორატორიის პასუხი
1 თაფლი ცაცხვის "მეფუტკრე" 97 0,9 დასკვნა <0,14 დასკვნა
2  ქართული თაფლი "მეთაფლია" 33,8 0,6 დასკვნა <0,14 დასკვნა
3 "ფეფე" ალპური ზონის თაფლი 10 0,2 დასკვნა <0,14 დასკვნა
4 ცაცხვის თაფლი "დათუნია" 19,4 0,3 დასკვნა <0,14 დასკვნა
5 მაისის თაფლი "კულა" 12 1 დასკვნა <0,14 დასკვნა
6 თაფლი "გომი" 1 0,03 დასკვნა 0,50 დასკვნა
7 ცაცხვის თაფლი "ლავიგო" 0,5 - დასკვნა <0,14 დასკვნა
8 თაფლი სტორის ხეობიდან 0,4 0,3 დასკვნა <0,14 დასკვნა
9 თაფლი "ფუტკარა" 4 0,07 დასკვნა <0,14 დასკვნა

მომხმარებელს აქვე განვუმარტავთ, რომ თაფლში ანტიბიოტიკების ზღვრულად დასაშვებ ნორმას ადგენს 2015 წლის 15 დეკემბერს მიღებული ნორმატიული აქტი,  რომელიც ძალაში 2016 წლის ივლისიდან შედის. ამ აქტის მიხედვით, ჩვენს მიერ შემოწმებულ თაფლებში ტეტრაციკლინის რაოდენობა ნორმის ფაგლებშია. რაც შეეხება ქლორამფენიკოლს, მისი ნარჩენის არსებობა სასურსათო პროდუქტში ნებისმიერი  რაოდენობით იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო საქართველოში ეს აკრძალვა ძალაში შევა 2016 წლის ივლისიდან. 

ინფორმაცია შემოწმების შესახებ გაეგზავნა შესაბამის მეწარმეებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

-------------------------------

2016 წლის 21 მარტს დაგვიკავშირდა შპს "მაჭახელას" წარმოამდგენელი, რომელმაც გვაცნობა, რომ ჩვენგან მიღებული წერილის შემდეგ შეცვალეს თაფლის მომწოდებლები. 

_______________________

2016 წლის 05 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი:

_______________________________

სააგენტოდან მიღებული პასუხის შემდეგ, 2016 წლის 12 აპრილს, შემოწმებული ცხრა დასახელების თაფლის რეფერენტული  ნიმუშები გავგზავნეთ ლატვიის ლაბორატორიაში განმეორებითი ანალიზისათვის.

ლატვიის ლაბორატორიიდან  მიღებული პასუხების (იხ. ზემოთ ცხრილში)  მიხედვით ქლორამფენიკოლოს გადაჭარბებული რაოდენობა (0,50მგ/კგ) მხოლოდ #5 (ლატვიაში გაგზავნის #6) - თაფლი "კულა"-ს თაფლში აღმოჩნდა. დანარჩენ ყველა თაფლში ამ ანტიბიოტიკის  რაოდენობა ევროკავშირის მიერ დადგენილ ნორმას (0,14მგ/კგ) არ აჭარბებს.

 




print version
15:32:35 2016-03-15

კომენტარის დამატება

კომპანია ფეფე   15:56:13 2016-04-27  უპასუხე   
გამარჯობათ თქვენმა პირველმა სტატიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ჩვენი პროდუქციის გაყიდვებზე! მოვითხოვთ ახალი სტატიის გამოქვეყნებას ლატვიის ლაბორატორიის შედეგების მიხედვით.


თამარ, CSRDG   14:59:51 2016-05-04  უპასუხე   
გამოვაქვეყნეთ ახალი სტატია

გიორგი   10:55:37 2016-04-11  უპასუხე   
საჯარო ბოდიწი უნდა მოიხადოთ დეზინფორმაციისთვის


თამარ, CSRDG   15:25:17 2016-04-11  უპასუხე   
გიორგი, ვინაიდან ჩვენ თვითონ არ გვაქვს ლაბორატორია, ანალიზებისათვის მივმართავთ საქარრთველოში აკრედიტირებულ ლაბორატორიებს. ეს ანალიზიც ასეთ ლაბორატორიაში ჩატარდა და სტატიაც აკრედიტირებული ლაბორატორიის პასუხზე დაყრდნობით მომზადდა. ასევე გამოქვეყნდა სურსათის ეროვნული სააგენტოდან მიღებული წერილიც. ორივე მონაცემის გათვალისწინებით ვაგზავნით იმავე თაფლების რეფერენტულ ნიმუშებს საზღვარგარეთ ლაბორატორიაში. ამ შედეგებსაც რასაკვირველია გამოვაქვეყნებთ.
გიორგი   22:00:15 2016-04-24  უპასუხე   
როდის იქნება უცხოეთის ლაბორატორიის პასუხი?
თამარ, CSRDG   09:56:10 2016-04-25  უპასუხე   
ერთ თაფლზე დარჩათ ანალიზი გასაკეთებელი და სავარაუდოდ დრეს ან ხვალ უნდა გამოგზავნონ

eteri   23:32:21 2016-04-08  უპასუხე   
მაინტერესებს ეს დანამატები საიდან ჩნდება, ჩვენი ოჯახი 70 წელია მეფუტკრეობას მისდევს, და არასდროს არ შეუშლია ხელი ფუტკრებისთვის -დაემზადებინათ თაფლი. არც არასდროს მოგვსლია აზრად ,რომ ნამდვილობა დაგვედგინა, ეს ისედაც ცხადია. იქნებ დაეხმაროთ მეფუტკრეებს, სკაში ბოროტად ცხვირის ჩაყოფის მაგიერ, რომ ქართული თაფლი საზღვარგარეთ გავიდეს და ღირსეულად დაფასდეს მეფუტკრის შრომა

თამარ, CSRDG   10:20:31 2016-04-11  უპასუხე   
ეთერი ბოროტი ჩანაფიქრი ნამდვილად არც ამ შემთხვევაში გვქონია და არც არასდროს ჩვენი საქმიანობის მანძილზე. არც მეწარმეებთან ბრძოლაა ჩვენი მიზანი. ჩვენ სახელმწიფოს ვაკონტროლებთ, ვაჩვენებთ სად არის პრობლემა რომ იმ მიმართულებით იმუშავოს და არ თქვას რომ ყველაფერი კარგადაა. დანამეტებში ანტიბიოტიკებს თუ გულისხმობთ, ფუტკრის სამკურნალოდ იყენებს მეფუტკრე. აქამდე ეს პრეპარატები დაშვებული იყო მაგრამ დეკემბერში მთავრობამ მიიღო კანონი რომელიც ძალაში ივლისის თვიდან შევა და იმ კანონით აიკრძალება გარკვეული ანტიბიოტიკების მოხმარება მეფუტკრეობაში. რა ტქმა უნდა არის პრეპარატები რომლებიც დაშვებული გარკვეული რაოდენობით. ეს კანონი და ასევე თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც უკვე ძალაში, ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე www.matsne.gov.ge. ეს არის ტექნიკური რეგლამენტის ბმული, ხოლო ეს იმ ნორმატიული აქტის ბმული რომელიც ანტიბიოტიკებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების შესახებაა, რომელიც ძალაში ივლისიდან შევა

GELA-GELKA   16:15:16 2016-03-25  უპასუხე   
ამ ცხრილში ყველაფერი ნათლად ჩანს, თაფლი ღვთიური პროდუქტია და სიყვარულით კეთება ჭირდება, სიბოროტეს,ბოღმას და ღვერძლს ვერ იტანს! ყველა მწარმოებლის ვალია საუკეთესოს მიღებისათვის იღვაწოს , ქართულ მეფუტკრეობას დიდი მისია და მომავალი აქვს, ფუტკარი მარტო თაფლი არ არის , სიკეთით და ერთმანეთის პატივისცემით გეკეთებინოთ ეს სამადლო საქმე , წარმატებებს გისურვებთ !

ბოროტი რობოტი   09:00:40 2016-03-25  უპასუხე   
რამდენი კილოგრამი თაფლი უნდა შეჭამო, რომ თუნდაც ერთი აბი ტეტრაციკლინის ექვივალენტური დოზა მიიღო? ეს კვლევები აჩვენებს, რომ თითქმის ყველა თაფლი ნატურალურია, ეჭვს იწვევს მხოლოდ "ლავიგო" - საკუთარი ბებია მოატყუონ, რომ სკის დეზინფექციისა და ანტიბაქტერიული პრეპარატების გარეშე შეუძლიათ მეფუტკრეობა

დათო   21:24:32 2016-03-23  უპასუხე   
როგორც მივხვდი, ყველა ნიმუში ნატურალურია, მაგრამ არასასურველ ანტიბიოტიკებს ყველაზე ნაკლებად ცაცხვის თაფლი "ლავიგო" შეიცავს.

Marta Uplisashvili   17:32:38 2016-03-23  უპასუხე   
ყველაზე ნატურალური ”მეფუტკრეა” და ამასთან ერთად ყველაზე გემრიელი

თამარ დარჩია   17:07:49 2016-03-23  უპასუხე   
მომხმარებელმა ითხოვა ნატურალურობის დადგენა - პასუხად რა მიიღო? ამ ჩამონათვალიდან რომელია ნატურალური? ანტიბიოტიკების რაოდენობის განსაზღვრა არ ნიშნავს ნატურალურობის დადგენას. და ის, რომ ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები ნორმაშია - ეგეც ვერაფერი გასაგები ინფორმაციაა. თვალით რაც ჩანს - ამ დროს ნატურალური თაფლი უნდა იყოს ჩაშაქრებული და არა თხელი და გამჭვირვალე.

ლევანი   12:59:52 2016-03-23  უპასუხე   
მაინტერესრბს მაგ მონაცემების მიხედვით ჩამოთვლილთაგან რომელია უკეთესი.
Marta Uplisashvili   17:30:11 2016-03-23  უპასუხე   
თაფლი ”მეფუტკრეა” ყველაზე კარგი

kakhaberi   23:08:31 2016-03-22  უპასუხე   
რომ აქვეყნებთ ასეთ მონაცემებს კეთილი ინებეთ და მიუთითეთ ცხრილში რამდენი არის დასაშვები ან არ დასაშვები, ისიც მიუთითეთ ნატურალური არის პროდუქტი თუ არა...
თამარ, CSRDG   11:01:11 2016-03-23  უპასუხე   
კახაბერ სტატიაში მითითებული, რომ ყველა პროდუქტი ნატურალურია, რომ ტეტრაციკლინის შემცველობა ყველგან ნორმის ფარგლებშია და რაც შეეხება ანტიბიოტიკ ქლორამფენიკოლს მას ნორმა არ აქვს, ახალი ნორმატიული აქტით, რომელიც ივლისიდან შევა ძალაში ეს პრეპარატი საერთოდ აკრძალულია
ფეფე   20:39:55 2016-03-23  უპასუხე   
ქლორამფენიკოლი არის იგივე ლეომიციტინი

თაფლთან რა კავშირი აქვს
თამარ, CSRDG   09:43:12 2016-03-24  უპასუხე   
ფუტკარს მკურნალობენ ამ ანტიბიოტიკით

natia   21:19:31 2016-03-22  უპასუხე   
მაინც ვერ გავიგე რომელია ნატურალური? გარკვევით არ შეიძლება მიუთითოთ? ახსენით თუ შეიძლება
Marta Uplisashvili   17:31:18 2016-03-23  უპასუხე   
ყველაზე ნატურალური ”მეფუტკრეა” და ამასთან ერთად ყველაზე გემრიელი
თამარ, CSRDG   10:59:02 2016-03-23  უპასუხე   
ლაბორატორიული ანალიზის თანახმად ყველა თაფლი ნატურალურია

ვახტანგი   14:15:57 2016-03-22  უპასუხე   
ქლორამფენიკოლი და ანტიბიოტიკები საიდან ხვდებიან თაფლში? შეგიძლიათ აგვიხსნათ? ეს ელემენტები იქიდან გამომდინარეა რომ ნატურალური თაფლი არ არის? თუ ფუტკარი იყო ავად? თუ შეილება აგვიხსენით. მადლობა
ლია, CSRDG   14:58:03 2016-03-22  უპასუხე   
ანტიბიოტიკების შემცველობა ნატურალურობასთან კავშირში არაა. ანტიბიოტიკები თაფლში შეიძლება მიხვდეს მაგალითად ფუტკრის მკურნალობის შედეგად.
ბოროტი რობოტი   00:05:00 2016-03-26  უპასუხე   
შეიძლება კავშირში იყოს, რამდენადაც ხელოვნურ თაფლში ანტიბიოტიკებს არავინ ჩაურევდა, ხოლო ფუტკარს კი აუცილებლად აძლევენ - წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახი შეიძლება დაიღუპოს ინფექციისგან. ანუ - შეგვიძლია იმედი გვქონდეს, რომ თაფლი, რომელშიც ანტიბიოტიკები აღმოჩნდა - ნატურალურია

ალექსი   13:27:34 2016-03-22  უპასუხე   
კულა არ ვიცავ, მაგრამ გრაფაში არასწორად გიწერიათ 1. დასკვნაში წერია 0,001.
ლია, CSRDG   14:55:38 2016-03-22  უპასუხე   
დასკვნებში მონაცემები არის მილიგრამებში, ცხრილში - მიკროგრამებში.

მომხმარებელი   12:43:50 2016-03-22  უპასუხე   
კარგი იქნება თუ სკრინინგის მეთოდებს არ გამოიყენებთ კვლევისას. რომ წერთ რომ აღმოჩნდა, გადაამოწმეთ რეფერენს მეთოდით? თან ასეთ სიზუსტეებს ELISA მეთოდი ნაკლებად დაწერს :) ნუ ატყუებთ მომხმარებელს, ან განმარტეთ რა მეთოდებით აკეთებთ. "მ.მ. არის მეთოდური მითითება და არა რეფერენტული მეთოდი". თან სამარცხვინოა მ.მ. ELISA მეთოდზე რომ უწერიათ. ნამდვილად სანდო კვლევა არ ჩაგიტარებიათ.
ლია, CSRDG   14:56:16 2016-03-22  უპასუხე   
ლაბორატორია აკრედიტებულია და პასუხს აგებს თავის შედეგებზე


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge