ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
შემოქმედის მონასტრის თაფლი
ფალსიფიკაცია, სურსათის ხარისხი, ტკბილეული,

2015 წლის 23 ნოემბერს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის  გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 25 დეკემბერს "იოლის" ქსელის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიძინეთ "შემოქმედის მონასტრის თაფლი"  და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით თაფლში შემოწმებული რამდენიმე პარამეტრი იძლეოდა მის ნატურალურობაში დაეჭვების საფუძველს. ამიტომ წერილით მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ აღნიშნული თაფლის შემოწმება.

2016 წლის 16 თებერვალს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ საპასუხო წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ  მეწარმის მიერ  ლაბორატორიაში ჩაბარებული თაფლის ნიმუში აკმაყოფილებს "თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი"-თ გათვალისწინებულ მოთხოვნებს.




print version
14:37:26 2016-01-14

კომენტარის დამატება

rezo   11:40:44 2016-03-27  უპასუხე   
ამდენი ფალსიფიკაცია იყიდება და კაცი არაა გამკითხავი! მონასტერიც თუ აყალბებს-სულ დავქცეულვართ.

ნათია   18:04:54 2016-02-16  უპასუხე   
ნატურალური არის თუ არა? ვერ გავიგე. შეიძლება საკვებად უსაფრთხოა და არ მომკლას,
მაგრამ ნატურალური არის თუ არა ამაზე კონკრეტული პასუხი არაა მითითებული.
თამარ, CSRDG   11:53:50 2016-02-17  უპასუხე   
ნათია როგორც კვების ექსპერტებმა აგვიხსნეს ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით ეს თაფლი ნატურალური არ არის, ვინაიდან ლაბორატორიამ მკაფიო დასკვნა არ მოგვცა ამ საკითხზე მივმართეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, საიდანაც მიღებულმა პასუხმა კიდევ უფრო დაგვაბნია. ის პარამეტრები რომლითაც ჩვენმ აექსპერტმა თაფლის ნატურალურობაში ეჭვი შეიტანა საოცრად განსხვავებულია მეწარმის მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგებისგან.
neli   14:43:21 2016-02-21  უპასუხე   
რასთანა გვაქვს საქმე-უვიცობის ზეიმია! საწყალი ხალხი რაში იხდის ფულს.მეორე ეტიკეტირება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს-აწერია ინდ მეწ. ნ. გ. და არავიტარი მისამართი- გამკითხავი არავინაა!სად კრთდება ,რა პირობებში, რა პროდუქციისაგან?


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge