ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
რას ნიშნავს "გმო"?
განმარტებები, გმო,

ჩვენს საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენაა დაფუძნებული იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს "გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი".

საქმე იმაშია, რომ ყველა ორგანიზმი, რომლის გენები ამა თუ იმ გზით შეცვლილია - მაგალითად სელექციის ან ჰიბრიდიზაციის გზით, "გენეტიკურად მოდიფიცირებული" არ არის. ტერმინი "გენეტიკური მიდიფიცირება" გამოიყენება ორგანიზმების ცვლილების მხოლოდ იმ ტექნოლოგიის მიმართ, რომელიც გულისხმობს მზა გენეტიკური მასალის (გენების) გადატანას ერთი ორგანიზმიდან სხვა, უცხო ორგანიზმში.

სხვა ტექნოლოგიები ორგანიზმის გენეტიკურ მასალას უფრო "ბუნებრივი" გზით ცვლიან, მაგალითად იყენებენ "შორეული ნათესავების" შეჯვარებას (ჰიბრიდიზაცია), ან სასურველი მოულოდნელი თვისებების (მუტაციების) მქონე ინდივიდების გამორჩევას და შეჯვარება-გამრავლებას (სელექცია), რასაც ხშირად წინ უსწრებს ორგანიზმის ცვალებადობის გაზრდა (მუტაგენეზი) დასხივების ან ქიმიური ზემოქმედების ან იგივე შეჯვარების საშუალებით.

ამათგან განსხვავებით, გენური ინჟინერია სასურველ გენს (მაგალითად ყინვისადმი, გვალვისადმი ან ამა თუ იმ აგრიქიმიკატისადმი გამძლეობის განმაპირობებელ გენს) რომელიმე ორგანიზმში ჰპოულობს, გამოჰყოფს მას და სხვადასხვა ტექნოლოგიის საშუალებით გადააქვს ის სრულებით უცხო ორგანიზმში.

ვინაიდან გენური ინჟინერიის ტექნოლოგია საკმაოდ ახალია და ამ ტექნოლოგიით მიღებულ სურსათს ადამიანი სულ 25-30 წელია მოიხმარს, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ მისი გამოყენების რაიმე უკუჩვენებების თაობაზე (მაგალითად გავლენა ადამიანის გენეტიკური მასალის მდგრადობაზე, რაც მხოლოდ რამდენიმე თაობის შემდეგ გამოვლინდება, ან სხვა). ამიტომ, გმო-პროდუქციის მოხმარება გარკვეულწილად სარისკოა და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობა ითხოვს გმო-პროდუქტებზე წარწერის "გმო" ან "გმ" მითითებას.

ამა თუ იმ ორგანიზმის გმო-წარმომავლობის დადგენა მისი გენეტიკური მასალის ანალიზის საშუალებით არის შესაძლებელი. თუმცა, ამ ორგანიზმიდან მიღებულ ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა მაგალითად ზეთი, სახამებელი, შაქარი, ლეციტინი, - გმო-წარმომავლობის დადგენა როგორც წესი შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს პროდუქტები გენებს აღარ შეიცავს. აგრეთვე შეუძლებელია იმის დადგენა, იკვებებოდა თუ არა გმო-თესლით ცხოველი ან ფრინველი, რომლის ხორცს ან კვერცხს ან რძეს მოვიხმართ.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ თუ შედგენილი პროდუქტის შემცველობაში გმო-წარმომავლობის პროდუქცია/ორგანიზმი 1%-ზე ნაკლებია, პროდუქტზე "გმო" წარწერის მითითება სავალდებულო არ არის. ასე რომ სავარაუდოდ, მცირე ოდენობით, გმო-პროდუქტებს ყველა ჩვენგანი ვიღებთ.




print version
07:00:12 2015-12-16

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge