ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

სულ ნიუსები: 21
ცხრა დასახელების რძის ნაწარმის შემოწმება
ცხიმები, რძის ნაწარმი,

2015 წლის 1 აგვისტოდან საქართველოში ამოქმედდა "რძის და რძის ნაწარმის ტექნიკური რეგლამენტი", რომლის თანახმადაც იკრძალება  პროდუქტის, რომლის შემადგენლობაშიც მცენარეული ცხიმი შედის, რძის ნაწარმის დასახელებით გაყიდვა. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ არაერთმა მომხმარებელმა მოგვმართა თხოვნით შეგვემოწმებინა ის პროდუქტები, რომელსაც ადრე დამატებული ჰქონდა მცენარეული ცხიმი, ხოლო ეხლა რძის ნაწარმის დასახელებით იყიდება.

ამ მიზნით, 2015 წლის 12 ნოემბერს, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ფრესკოში" შევიძინეთ სხვადასხვა ფირმის ცხრა დასახელების პროდუქტი და ჩავაბარეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის. 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები ასე გამოიყურება:

პროდუქტის დასახელება ფოტო გამოშვების/ვარგისიანობის თარიღი ცხიმოვან ფაზაში რძის ცხიმის მასიური წილი %
ქობულეთური არაჟანი 20% 09.11.2015 - 23.11.2015 97,6%
არაჟანი სვანური 25%, ნატურალ+ 07.11.2015-19.11.2015 82%
არაჟანი სანტე 20% 09.11.2015-23.11.2015 98.7%
მაწონი ქობულეთური 
12.11.2015-26.11.2015 96.8%
მაწონი მილკო-ფუდი 3,2% 07.11.2015-22.11.2015 97.8%
რძე სანტე 3.2% 22.10.2015-22.04.2016 98.7%
ხაჭო მილკოფუდი 9% 10.11.2015-22.11.2015 97.4%
ხაჭო ქობულეთური 9% 09.11.2015-21.11.2015 96.3%
ხაჭო სანტე 4% 09.11.2015-22.11.2015 99.3%

ამ შედეგების მიხედვით "არაჟანი სვანური 25%, ნატურალ+" ნამდვილ რძის ნაწარმს არ წარმოადგენს.

გაიგზავნა წერილი შპს  "ნატურალ+'-ში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

_______________

2015 წლის 23 დეკემბერს დაგვიკავშირდა შპს "ნატურალ+"-ის წარმოამდგენელი და მოგვაწოდა მათ მიერ "არაჟანი 25%"-ის ორ ლაბორატორიაში შემოწმების შედეგები:

დასკვნა 1:

 

დასკვნა 2:

---------------------------------

2015 წლის 28 დეკემბერს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი შპს "ნატურალ+"-ის არაჟანი 25%-ის შემოწმების შესახებ.





print version
14:34:06 2015-12-09

კომენტარის დამატება

тштщ , ნატურალ+   15:17:10 2015-12-21  უპასუხე   
მოგესალმებით,
შპს "ნატურალ+"-ის მიერ ლ.სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში წარდგენილი კარაქის ქიმიური კვლევის შედეგები იხილეთ თანდართულ ფაილებში (ოთხი გვერდი).
დასკვნის მიხედვით, საერთო ცხიმისა და რძის ცხიმის შემცველობა 82,5%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ცხიმი 100%-ით რძის ცხიმითაა წარმოდგენილი.
ამ ინგრედიენტით მზადდება "ნატურალ+"-ის რძის პროდუქტები. თვით პროდუქტის შესახებ დასკვნა ლაბორატორიიდან პასუხის მიღებისთანავე იქნება წარმოდგენილი.


თამარ, CSRDG   09:42:53 2015-12-23  უპასუხე   
მადლობა მოწოდებული ინფორმაციისთვის. დასკვნას როცა მოგვაწვდით სტატიას მივაბავთ თუ წინააღმდეგი არ იქნებით

ნინო   21:13:19 2015-12-13  უპასუხე   
გამარჯობა, გლდანის ა მ/რ-ნში მდებარე სუპერმარტკეტ GL - ში შევიძინე სანტისიმოს იოგურტი ტირამისუ 3 დღის წინ, მაცივარში შევინახე მაშინვე გუშინ გავხსენი და აი ასეთი ობი დამხვდა, ვადა 16 მდე ქონდა
თამარ, CSRDG   10:30:03 2015-12-14  უპასუხე   
ნინო იოგურტს როცა ვადა აქვს და პროდქუტი დაობებულია, შეფუთვის ჰერმეტულობის დარღვევის ბრალია. იოგურტის თავზე გადაკრული ტხელი ფირფიტას შესაძლოა გაიჩნდეს უხილავი ბზარები საიდანაც შეფუთვაში იპარება ჰაერი და იწვევს პროდუქტის დაობებას.
nino   23:11:55 2015-12-14  უპასუხე   
მომხმარებლისთვის რა მნიშვნელობა აქვს სად რა დაირღვა, ფაქტია საკვებად უვარგისი აღმოჩნდა და ცოტაც არ ღირს, რა გარანტიაა რომ შემდეგი ისევ მსგავსი არ აღმოჩნდეს, ვინმე ხომ უნდა არეგულირებდეს ამ საკითხს... შეიძლება მცირეწლოვანს ვერც შეემჩნია და ეჭამა...
თამარ, CSRDG   10:17:48 2015-12-15  უპასუხე   
პრობლემაც ეგაა ნინო რომ ვერავინ დაარეგულირებს ამ საკითხს. იმისათვის რომ გარკვეული ზომები მიღოს სურსათის მაკონტროლებელმა სახწელმწიფო ორგანომ - სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დარღვევა უნდა აღმოაჩინოს, რაც დამეტანხმებით ძალიან რთულია, რადგან მთელი პარტიიდან რამდენიმე ცალი შესაძლოა იყოს დაობებული. ვერც მაღაზიას მოსთხოვთ პასუხს, რადგან თუ შესაბამის პირობებში ინახებოდა პროდუქტი მაღაზია ვერანაირად გააკონტროლებდა პროდუტის შიგნით მიდინარე მოვლენებს. იგივე ითქმის მეწარმეზეც. ასეთი შემთხვევბისთვის ძალიან მარტივი გადაწყვეტის გზა არსებობს - უბრალოდ უნდა მიიტანოთ მაღაზიაში უკან თქვენს მიერ შეძენილი პროდუქტი, თან იქონიოთ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი იგივე სალაროს ვითარი და მაღზია უკან დაიბრუნებს გაფუჭებულ პროდუქტს და შეგიცვლით ახლით ან თანხას დაგიბრუნებთ. თუმცა სამი დღის წინ ნაყიდ იუგურტზე შესაძლოა უარი გითხრან და თქვენც ვერანაირად დაამტკიცებთ რომ გაფუჭებული იყიდეთ
Nino   23:55:26 2015-12-13  უპასუხე   
უფრო სწორად მარკეტი GL მდებარეობს ა და მე-2 მიკრორაიონებს შორის, წეღან სურათი არ აიტვირთა



მარი   11:07:03 2015-12-11  უპასუხე   
გამარჯობათ,

კიდევ საინტერესოა ქართულ ბაზარზე არსებული რძის პროდუქტებიდან რომელია დამზადებული მთლიანად ან უმეტესად საღი რძისგან? შემადგენლობაში ზოგს საერთოდ არ უწერია საღი რძე და დამზადებულია რძის ფხვნილისგან. ამ A და B შემადგენლობამ ხომ საერთოდ დამტანჯა :) A შემადგენლობას საღი რძე უწერია, B-ს რძის ფხვნილი, მაგრამ აქამდე A შემადგენლობისა პროდუქტი არ შემხვედრია. შეძენისას უპირატესობას ამას ვანიჭებ და ესეც ძალიან მაინტერესებს.
თამარ, CSRDG   11:15:17 2015-12-11  უპასუხე   
მარი იმის გარკვევა ანალიზით საღი რძისგან არის პროდუქტი დამზადებული თუ აღდგენილისგან შეუძლებელია სამწუხაროდ
megi   00:09:09 2015-12-12  უპასუხე   
ბავშვის გამო, უკვე კარგად შევისწავლე ყველა პროდუქტის ეტიკეტი და როგორც აღმოვაჩინე ერთადერთი ნატურალური რძისგან დამზადებული პროდუქტი სანტინოს აქვს. არც A წერია და არც B, მხოლოდ ერთი შემადგენლობა აქვს
Zhana Edi   23:34:53 2015-12-24  უპასუხე   
მეც სანტინოს პროდუქტს ვიყენებ )


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge