momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
6 სახეობის შაურმის შემოწმება
მზა კერძები,

2015 წლის 12 ნოემბერს, მომხმარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

2015 წლის 26 ნოემბერს, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ექვს სხვადასხვა საშაურმეში შევიძინეთ შაურმები, რომლებიც თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და მიენიჭა პირობითი ნომრები: #1 - "გლდანის შაურმა"  (შპს "როიალფუდი"); #2- "ბინგო" (შპს "ბანი"); #3- შპს "ლინა"; #4- "ჩვენებურები" (შპს "ლი-გი"); #5- "მაკშაურმა" (შპს "Fast Food"); #6- "კინგშაურმა" (ი.მ. "სოფიო ლეკიშვილი"). ექვსივე პროდუქტი სპეციალური მაცივარ კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით შაურმები ნომრებით: #1 გლდანის შაურმა, #4 ჩვენებურები და #5"მაკშაურმა" -ში დარღვევა არ გამოვლინდა. ხოლო შაურმებში #2 "ბინგო", #3 'შპს ლინა" და #6 "კინგშაურმა" - გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დაბინძურება, კერძოდ ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები - კოლიფორმები.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ საააგეტოში.

სააგენტოდან 29 დეკემბერს მიღებული პასუხის მიხედვით, საშაურმე "ბინგო"-ში და შპს "ლინა"-ში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობები, ხოლო საშაურმე "კინგშაურმა" აღარ ფუნქციონირებს აღშნულ მისამართზე.




print version
14:36:24 2015-12-07

კომენტარის დამატება

სიმართლე   19:13:22 2016-02-20  უპასუხე   
ყველა საშაურმე,სადაც შაურმა ტოსტერში ცხელდება არის წესების დარღვევით დამზადებული და მომწამლავი. გაითვალისწინეთ,რომ ლავაშ ი უნდა ცხვებოდეს ადგილზე და გადახვევის შემდეგ უნდა ხვდებოდეს არა ტოსტერში,არამედ მომხმარებლის ხელში.გნებავთ მიგითითოთ ასეთ საშაურმეზე? გგონიათ ვინმე რამეს ამოწმებს? მათ არ იციან რა უნდა შეამოწმონ. ტოსტერში გაცხელება იწვევს კიბოს,რადგან ფუჭდება ბოსტნეული და ივსება მავნე ჩხირებით!

lasha   18:37:22 2016-02-16  უპასუხე   
ძალიან პოპულარულია ვაკე-საბურთალოს რაიონში და ხშირად მივირთმევთ "დონ ჩიჩოს" შაურმას ვაჟა-ფშაველას 59 მოდულის მოპირდაპირე მხარეს. გთხოვთ შეამოწმოთ. გმადლობთ.

giorgi   00:03:30 2016-02-02  უპასუხე   
ბარემ ისიც შეგემოწმებინათ ღორის ხორცად რო ასაღებენ ღორის და ქათმის ნაზავს. არ იქნებოდა ურიგო.
თამარ, CSRDG   14:01:39 2016-02-02  უპასუხე   
გიორგი სამწუხაროდ ლაბორატორია ვერ ადგენს პროდუქტში რისი ხორცია გამოყენებული

levanil   13:43:54 2016-01-26  უპასუხე   
დიახ ისევ მე ლევანი მერამდენედ გისვამთ კითხვას-4-5 ლარიან ხილის აწონვის დროს ბაზარში რომ გვატყუებენ წონაში ვის მივმართოთ! 2 კგ-ში რომ 1 ლარს მოგპარავენ ეს არ არის მომხმარებლის უფ.დარღვევაა???მიპასუხეთ თქვენ არასამთავრობოები რას აკთებთ ამ მიმართულებით!და როდის უნდა აღადგინონ უმთავრესი კანონი მომხ.უფ. დაცვის შესახებ.გთხოვთ მიპასუხოდ კონკრეტულად!
თამარ, CSRDG   16:34:05 2016-01-26  უპასუხე   
გპასუხობთ: შეკითხვა 1 -წონის მოტყუების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ პატრულს ან სასამართლოს. თუმცა ასეთ შემთხვევაში უნდა დაამტკიცოთ რომ გამყიდველი გატყუებთ. გასაგებია რომ მისი სასწორი ტქვენისგან განსხვავებულ წონას აჩვენებს,მაგრამ ვინაიდან დღეს საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც გამყიდველს ავალდებულებს მისი სასწორი იყოს დაკალიბრებული გამყიდველს უბრალოდ შეუძლია თქვას რომ მისი სასწორი ასე წონის. შეკითხვა 2- ჩვენ არასამთავრობო ორგანიაზციები არ ვართ მაკონტროლებელი ორგანოები, ეს ფუნქცია სახელმწიფო სტრუქტურების საქმეა. ჩვენ, არასამტავრობოებმა სახელწიფო სტრუქტურებტან ერტად შევიმუშავეთ კანონი მომხარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში და ელოდება საკომიტეტო განხილვებს. თუ კიდევ რაიმე გაინტერესებთ მოგვწერეთ

nugzari   09:11:43 2016-01-22  უპასუხე   
გლდანის შაურმა შეამოწმეთ პირველ რიგში, ბოლო ხანებში საჭინლად გააფუჭეს
თამარ, CSRDG   12:24:33 2016-01-25  უპასუხე   
ბ-ნ ნუგზარ შემოწმებულ შაურმებში ერტერთი გლდანის შაურმაა, რომელშიც დაბინძურება არ აღმოჩნდა

nugzari   09:10:47 2016-01-22  უპასუხე   
გლდანის შაურმის ფილიალებია შესამოწმებელი სასწრაფოდ, არის საფუძვლიანი ეჭვი მასში გამოყენებული პროდუქტების არავარგისიანობაზე.....

სოფო   00:41:00 2016-01-19  უპასუხე   
შაურმა კლაბიც შეამოწმეთ გთხოოოვთ
ნინო   15:30:32 2016-03-03  უპასუხე   
რა საჭიროა ნებისმიერი შაურმის შემოწმება, როდესაც ხორცი მთელი დღის მანძილზე ღია სივრცეში ანუ დარბაზში,სადაც უამრავი მომზმარებელი ტრიალებს, გაზის ალზე იწვის.
თამარ, CSRDG   11:39:10 2016-01-20  უპასუხე   
სად არის ეს საშაურმე?

თამარ, CSRDG   17:15:25 2016-01-14  უპასუხე   
მაკშაურმაც შემოწმდა
levani   14:00:35 2016-01-25  უპასუხე   
აკი შემოწმება ჩვენ არ გვე-ხებაო??ზოგს ამოწმებთ ზოგს არააა???
თამარ, CSRDG   14:10:57 2016-01-25  უპასუხე   
ლევან ვერ მივხვდი ჩვენ გითხარით რომ შემოწმება ჩვენ არ გვეხებათქო?
levani   13:36:09 2016-01-26  უპასუხე   
დიახ თქვენ ხშირად გვამისამართებთ ს უ საგენტოში-რომ თქვენ არ გეხებათ და მიმართეთ ამა და ამ ტელეფონზეო! ახლა თქვენ მომწერთ პასუხს-როდის იყო ასეთი ფაქტიო და მოკლედ ...რაა საიდანაც გინდათ იქედან ჭრით და კერავთ.
თამარ, CSRDG   16:36:38 2016-01-26  უპასუხე   
არის შემთხვევები როცა შემოწმება ჩვენ არ შეგვიძლია და ასეტ შემთხვევაში ვამისამართებთ მომხმარებელს სააგენტოში. როცა ჩვენს მიერ შემოწმების განხორციელება შესაძლებელია არასდროს არ აგვიცილებია თავიდან ეს ფუნქცია. თუ მომწერთ კონკრეტულად რა შემთხვევაში გადაგამისამართეთ სააგენტოში განგიმარტავთ რატომ არ შეგვეძლო შემოწმების განხორციელება ჩვენ და რატომ გადაგამისამართეთ სააგეტოში
levani   16:57:51 2016-01-29  უპასუხე   
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობოების ხმაურის იმედი გვაქვს! ასეა ევროპაში და რუსეთში.მოსკოვში არასამთავრობო მომხ .უფლება დამცველები რომ შედიან მარკეტებში -მეპატრონეები იმალებიან იმდენად ეშინიათ.თან ააქვთ კამერები და ყველაფერს აფიქსირებენ და გადასცემენ ზედამხედველობას ან ск-ს.აქაც ასე უნდა იყოს.მადლობა!

დდდ   01:38:57 2016-01-13  უპასუხე   
მაკ შაურმა რატომ არ გადაამოწმეთ?


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge