ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა

სულ ნიუსები: 21
კარაქები "სანტინო 72.5%" და "სანტინო 82%"
ცხიმები, კარაქი, რძის ნაწარმი,

2015 წლის მაისი-ივნისში, ლიტვის ერთერთ ლაბორატორიაში, ტრანს-ცხიმების შემცველობაზე შემოწმედა ბაზარზე არსებული თითქმის ყველა ქართული და უცხოური წარმოების მარგარინები, სპრედები, მცენარეული ცხიმები და კარაქები. შემოწმების შედეგები გამოქვეყნდა (იხ: ბმული 1 და ბმული 2). შემოწმებულ პროდუქტებსი მოხვდა "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"-ს მიერ წარმოებული "სანტინო ნაღების კარაქი 72,5%", რომელშიც ტრანს-ცხიმების შემცველობა (პროდუქტის ცხიმის 100 გრამში) ანალიზმა 7.8 გრ აჩვენა.

ამ შედეგს არ დაეთანხმა სანტე და კომპანიამ მოითხოვა შემოწმებულიყო არა ტრანსცხიმების ჯამური რაოდენობა პროდუქტში, არამედ მხოლოდ ხელოვნურად, მცენარეული ცხიმებისგან მიღებული ტრანს-ცხიმების შემცველობა (ნატურალური რძე ბუნებრივად შეიცავს გარკვეული რაოდენობით ტრანს-ცხიმებს). მოლაპარაკებით დაგაწყდა ჩატარებულიყო ხელახალი კვლევა მეწარმის მიერ შერჩეულ საფრანგეთის ერთერთ ლაბორატორიაში. ამ მიზნით შევიძინეთ ორი დასახელების კარაქი "სანტინო 72,5%, წარმოებული 13.08.15 და "სანტინო 82%", წარმოებული 31.07.15.

 

2015 წლის 20 ოქტომბერს "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები"-ს წარმოამდგენლისგან, ელ-ფოსტაზე მივიღეთ შემდეგი წერილი:

წერილს თან ახლდა მეწარმის მიერ საფრანგეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში განხორციელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხები: "სანტინო 72,5%" და "სანტინო 82%", რომელთა მიხედვით ტრანს-ცხიმების შემცველობა პროდუქტებში 1%-ს არ აღემატება.

სანტინოს კარაქების ხელახლა შემოწმებას იმავე ლაბორატორიაში ჩვენც ვგეგმავთ. ამისთვის ამჟამად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ საფრანგეთის საბაჟოსთან, რომელმაც დამატებითი დოკუმენტაცია მოგვთხოვა კარაქების ქვეყნის ტერიტორიაზე შეტანისთვის. როგორც კი მივიღებთ იმპორტის ნებართვას, პროდუქტები გაიგზავნება ლაბორატორიაში ანალიზისათვის, რომელთა შედეგებს აქვე გამოვაქვეყნებთ.




print version
14:30:24 2015-10-23

კომენტარის დამატება

beso   16:23:27 2015-12-09  უპასუხე   
ჯერ ჯერობით პირადად მე გომოუვალ შემთხვევებში სხვებს ისევ სანტინოს კარაქს ვარჩევ, მაგრამ დიდად არც მათი მჯერა, რადგან, თუ მათი პროდუქტი 100 % რძისგან მზადდება (თუნდაც 95% იყოს) ისინი ფასში ვერანაირად ვერ გაუწევენ კონკურენციას სხვა მწარმოებლებს და წაგებაზე კი არა მგონია მუშაობდნენ )) ამასთან საინტერესოა მისცემენ თუ არა ვინმეს გადაიღოს წარმოების პროცესი, თუ არ იტყუებიან ეს ხომ მათთვის ყველაზე დიდი რეკლამა იქნება.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge