ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21
სემინარები მასწავლებლებისთვის
მონაწილეობა, კანონმდებლობა, რჩევები,

გონიერი მომხმარებელი ადრეულ ასაკში ყალიბდება და ამ საქმეში გადამწყვეტი როლი სკოლას აკისრია. ჩვენ ვამზადებთ დამხმარე სახელმძღვანელოს სამოქალაქო განათლების სასკოლო კურსისთვის, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება ის ინფორმაცია მიიღონ, რაც თანამედროვე მსოფლიოში მომხმარებელს სჭირდება (სახელმძღვანელოს საცდელი ვერსია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე).

ამავე დროს ვიწყებთ ტრენინგების სერიას სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის. ტრენინგები ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ოქტომბერ-დეკემბრის განმავლობაში, შაბათ-კვირაობით. გათვალისწინებულია თითოეულ ტრენინგზე 10-12 მონაწილის დარეგისტრირება. ტრანსპორტირებას და კვებას უზრუნველყოფს ორგანიზატორი.

დაინტერესებულ მასწავლებლებს გთხოვთ გამოგვეხმაუროთ. ტრენინგზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ დაუკავშირდეთ ნინო ქიტუაშვილს, მობ: 577760572.

პირველი ტრენინგი ჩატარდება თელავში, 24-25 ოქტომბერს, ახმეტის, გურჯაანის, თელავის და ყვარელის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებისთვის.

----------------------------------------

ინფორმაცია პროექტის შესახებ: 2015-2016 წლებში "მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
 




print version
14:40:05 2015-10-16

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge