momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
ასოცირების შეთანხმების წინაპირობები
ევროკავშირში,

ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების მოსამზადებლად, 2008 წელს, ევროკომისიამ საქართველოში გამოგზავნა საგანგებო მისია, რომელსაც უნდა შეეფასებინა საქართველოს მზადყოფნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებისათვის მოლაპარაკებათა დასაწყებად და მიეწოდებინა მთავრობისათვის რეკომენდაციები ამ მზადყოფნის გასაუმჯობესებლად. ამ მისიის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას 2009 წლის მარტში წარედგინა. ეს რეკომენდაციები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ევროპული ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამჟამადაც ხელმისაწვდომია ამ რეკომენდაციების პასუხად საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული ე.წ. „DCFTA მზადყოფნის მატრიცა“, სადაც მითითებულია როგორც თავად რეკომენდაციები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მათ გასათვალისწინებლად.

ევროკავშირის მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ოთხ საკითხს: სურსათის უვნებლობა, სამრეწველო პროდუქციის უსაფრთხოება, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და კონკურენციის დაცვა. ამ სფეროებში რეფორმების გეგმის შემუშავება და ამ რეფორმების დაწყების დემონსტრირება ფაქტიურად მოლაპარაკებათა წინაპირობად განიხილებოდა. შესაბამისად, უკვე 2009 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დაიწყო მუშაობა შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მომზადებაზე.

2010 წლის ბოლოსთვის მთავრობამ დაამტკიცა ოთხი დოკუმენტი:

იმავე წლიდან დაიწყო ამ დოკუმენტების შესრულება და ამ ფონზე წარიმართა მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების თაობაზე.




print version
14:24:02 2015-09-06

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge