ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21

2015-15 წლებში არაერთი თხოვნა მივიღეთ მომხმარებლებისგან ძეხვეულში სოიოს შემცველობის შემოწმების თაობაზე. კანონმდებლობით, ვინაიდან სოიოს ცილა ალერგიის გამომწვევი ნივთიერებაა, მისი მითითება ეტიკეტზე სავალდებულოა პროდუქტში ძალზე მცირე ოდენობით დამატების შემთხვევაშიც კი. თუმცა მომხმარებლებს ეჭვი ჰქონდათ, რომ რიგი მეწარმეები ამ მოთხოვნას არღვევენ.

2015 წლის ივლისის ბოლოს ჩვენ შემოწმებისთვის რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი შევიძინეთ. კერძოდ: შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო;  შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი,  შპს "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი4  შპს "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი. რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული (იხ. ქვემოთ ცხრილი). დანარჩენებს ჩავუტარეთ სკრინინგი (საცდელი შემოწმება) აკრედიტაციის არ-მქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა.

ამ წინასწარი შედეგის გადასამოწმებლად 2015 წლის 08 აგვისტოს შევიძინეთ იგივე ძეხვეულის სინჯები ლიტვაში, აკრედიტებულ ლაბრატორიაში გასაგზავნად. კერძოდ:  ნიკორას საფირმო მაღაზიაში შევიძინეთ შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; მაღაზია "გუდვილში" - შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო, სოსისი რძიანი და სოსისი სასკოლო;  მაღაზია ზღაპარში - შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი.

პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით #1,#2,#3,#4 და #5 აღმოჩნდა სოიოს შემცველობა.

ცხრილში შეჯამებულია ინფორმაცია ჩვენს მიერ შემოწმებულ ძეხვეულში სოიოს შემცველობისა და ამ ინფორმაციის ეტიკეტზე მითითების თაობაზე.

პროდუქტის დასახელება ფოტო მითითება ეტიკეტზე სოიოს შემცველობაზე ლაბორატორიული შემოწმების შედეგი
"კორიდას" სოსისი "რძიანი" მაღაზია "ზღაპრის" დახლზე განთავსებული იყო ინფორმაცია პროდუქტის ინგრედიენტების თაობაზე, სადაც მითითებული იყო "სოიოს ცილა" ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"კორიდას" მოხარშული ძეხვი "საექიმო" პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":  ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"მითანას" სოსისი "რძიანი" პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":  ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"მითანას" მოხარშული ძეხვი "ავტრიული მჭლე" პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":  ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"მარშეს" სოსისი "სასკოლო" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #1
"მარშეს" სოსისი "რძიანი" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #2
"მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #3
"ლიდერფუდის" სოსისი მოხარშულ-შებოლილი "რძიანი" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #4
"ლიდერფუდის" მოხარშული ძეხვი "საექიმო" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  აღმოჩნდა სოიოს ცილა. იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი # 5
"ნიკორას" მოხარშული ძეხვი "საექიმო" სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #6.
"ნიკორას" სოსისი "რძიანი სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:  სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. იხ. ლაბორატორიული დასკვნა, სინჯი #7

გაიგზავნა წერილები მეწარმეებთან ("მარშეს", "ლიდერფუდს") და სურსათის ეროვნულ სააგენტოში, ეტიკეტირების წესის დარღვევის თაობაზე.

მომხმარებლებს ვაცნობებთ, რომ ამ ძეხვეულში აგრეთვე შემოწმდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა. შედეგები იხ. ამ სტატიაში.

---------------------------------

2015 წლის 01 სექტემბერს, ოფისის ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ შპს "მარშეს" წარმომადგენლის ოფიციალური წერილი:

-----------------------------------

2015 წლის 09 სექტემბერს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი.




print version
14:25:25 2015-08-26

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge