momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
ძეხვეულის შემოწმება გმო შემცველობაზე
გმო, ძეხვეული,

გასული წლების განმავლობაში მომხმარებელთა თხოვნისა თუ საჩივრების საფუძველზე ძეხვეულის არაერთი შემოწმება ჩავატარეთ სხვადასხვა პარამეტრებზე, თუმცა ეს პროდუქტები ისევ რჩება მომხარებელთა დიდი ინტერესის საგანი. ამიტომ გადავწყვიტეთ მათი შემოწმება გმო შემცველობაზე. როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით მეწარმე ვალდებულია თავის პროდუქიაზე (ან ინგრედიენტის დასახელებასთან) მიუთითოს "გმ" თუ ამ პროდუქტში (ან ინგრედიენტში) გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა 0,9%-ზე მეტია.

2015 წლის 30 ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შევიძინეთ საქართველოში მოქმედი საწარმოების წარმოებული რამოდენიმე სახეობის ე.წ. მოხარშული ძეხვები და სოსისი.  კერძოდ, 30 ივნისს ლაბორატორიაში ჩავაბარეთ : შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო;  შპს "ლიდერ ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, ასევე შპს "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი. ხოლო 2015 წლის  02 ივლისს ლაბორატორიას ჩაბარდა:  შპს "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი. 

  

ლაბორატორიიდან მიღებებული პასუხის მიხედვით გმ ორგანიზმების შემცველობა არცერთ პროდუქტში არ გამოვლინდა.




print version
14:25:27 2015-08-26

კომენტარის დამატება

გოგი   15:29:13 2015-09-14  უპასუხე   
ვმუშაობ, ძეხვების წარმოებაში, რა მატყუარები ხართ და როგორ ატყუებთ ხალხას, ყველა საძეხვე გმ სოიას იყენებს, და ყველა საძეხვე ინდურ აქოთებულ ძროხის ხორცს, მე არ ვჭამ ამ ძეხვებს და სოსისებს და არც სხვებს ვურჩევ!!!!!!!!!!!!!!

mahmud   12:53:53 2015-09-04  უპასუხე   
თუ ამ ძეხვებში ყველაფერი საუკეთესოა მაშინ მე ხოკეის შაიბა ვარ
თამარ, CSRDG   13:59:30 2015-09-04  უპასუხე   
ამ ძეხვეულში მხოლოდ გმო შემცველობა შემოწმდა და არ აღმოჩნდა.

lado milorava   19:33:17 2015-09-02  უპასუხე   
ეს ძეხვები თუ ძეხვია მე მაშინ გენერალ სიმუსი ვარ!

dimitri   19:04:37 2015-09-02  უპასუხე   
მოგესალმებით, ძალიან საინტერესო კვლევებია, თუ შეიძლება რომ როგორც სხვა შემთხვევაში დადოთ გამოცდის ოქმები?
ლია, CSRDG   09:59:39 2015-09-03  უპასუხე   
დევს გამოცდის ოქმი. დააჭირეთ ბოლო წინადადებაში სიტყვას "პასუხის" და გაიხსნება ოქმის დასკანერებული ვერსია
dimitri   12:41:45 2015-09-03  უპასუხე   
ეს ლაბორატორია აკრედიტირებულია? და ესაა გამოცდის ოქმი???
თამარ, CSRDG   15:18:28 2015-09-03  უპასუხე   
კი დიმიტრი, ეს ლაბორატორია აკრედიტირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია დევს აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საიტზეც.
dimitri   16:18:12 2015-09-03  უპასუხე   
უკაცრავად და ოქმს ნომერი აკრედიტაციის არ უნდა ქონდეს???

magda   22:27:02 2015-08-31  უპასუხე   
შინჰოპერის მოხარშულ ძეხვზე რას გვეტყვით ?
ლია, CSRDG   10:00:01 2015-09-03  უპასუხე   
ჩავინიშნეთ. შემოწმდება

ნათია   19:10:38 2015-08-31  უპასუხე   
ეს კარგია. და კარგი იქნება შეამოწმოთ ამ პროდუქტებში რამდენადაა დაცული სტანდარტი და რა ხორცით მზადდება.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge