ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

2015 წლის საგრანტო კონკურსზე განსახილველად შემოვიდა 21 საპროექტო განაცხადი. დაფინანსდა ოთხი პროექტი:

  1. ასოციაცია „ათინათის“ პროექტი: “ინფორმირებული მომხმარებელი - გზა ევროპისკენ“. პროექტის ფარგლებში მომზადებული გადაცემები შეგიძლიათ მოისმინოთ აქ: 
  2. საზოგადოება „ბილიკის“ პროექტი: “ვიცოდეთ მეტი მომხმარებელთა უფლებებზე“. პროექტის ფარგლებში მომზადებული ბუკლეტები:  , მოსწავლეების მიერ მომზადებული ერთ-ერთი ფილმი:  , მოსწავლეთა კონკურსში გამარჯვებული ნახატი:
  3. დემოკრატიული გაძლიერების ცენტრის პროექტი: "გაიგე მეტი შენი უფლებების შესახებ!" ორგანიზაციის ჩატარებული შეხვედრების ფოტოები ხელმისაწვდომია ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე: 
  4. პედაგოგთა კავშირის „განათლება და სამყარო“ პროექტი „ქართველი მომხმარებელი - მეტად ინფორმირებული, მეტად დაცული". პროექტის ფარგლებში მომზადებული ლიფლეტი:  , მოსწავლეთა ფლეშმობი ქუთაისში:

---------------------------------------------

2015-2016 წლებში "მომხმარებელი.ჯი"-ს გუნდი ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა ქართველ მომხარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება“ (Raising Awareness of local actors on Association Agreement Implications for Georgian Consumers). პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება ქართველ მომხმარებელზე. პროექტით გათვალისწინებულია ტრენინგები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, რეგიონული მედია საშუალებებისთვის და სკოლის პედაგოგებისთვის; კონკურსები მედიისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის; მცირე გრანტები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

2015 წლის 11 აგვისტოს ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადდა მცირე გრანტების კონკურსი. თითოეული გასაცემი გრანტის თანხა არ აღემატება 2500 ევროს. კონკურსის შედეგად სულ გაიცემა 4 გრანტი.

კონკურსის მოთხოვნები და სააპლიკაციო ფორმა:

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას. საპროექტო წინადადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2015 წლის 11 სექტემბერი, 18:00 საათი. კითხვები შეგიძლიათ გამოგზავნოთ მისამართზე: liatodua@csrdg.ge .

-----------------------------------------

კონკურსთან დაკავშირებით მიღებული კითხვები და მათზე გაცემული პასუხები:

კითხვა:თქვენ ერთ-ერთი ტრენინგების დროს აღნიშნეთ რომ გამოცემული გაქვთ დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც პედაგოგებს დაეხმარებათ. ხელმისაწვდომი იქნება ეს წიგნები ჩვენი ბენეფიციარებისთვის?

პასუხი: სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელო მზადდება, ჯერ არ გამოცემულა. მისი საპილოტე ვარიანტი დევს ჩვენს ვებ-გვერდზე (იხ. პუბლიკაციები ) . სახელმძღვანელო ამჟამად იხვეწება და ითარგმნება (რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანურ ენებზე) და საბოლოო ვერსია აგრეთვე ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად. რაც შეეხება „მყარ ვერსიებს“, ჩვენ შევძლებთ გრანტის თითოეულ მიმღებს დაახლოებით 120 ცალი დამხმარე სახელმძღვანელო მივაწოდოთ (თუ სჭირდება). თუ თქვენი პროექტისთვის მეტია საჭირო, მათი ბეჭდვის თანხები თქვენს ბიუჯეტში უნდა გაითვალისწინოთ.

კითხვა: გასცემთ თუ არა გრანტს ორგანიზაციაზე, რომელიც ახალი დაფუძნებულია და ეს იქნება მისთვის პიველი პროექტი, როგორც ორგანიზაციის?

პასუხი:  ორგანიზაციის დაფუძნების თარიღს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას, რათა დავინახოთ რომ ორგანიზაციას შეუძლია წარმოდგენილი პროექტის განხორციელება. ამის დასაბუთებისთვის ახალდაფუძნებულ ორგანიზაციას ვურჩევთ აღწეროს მისი ან თანამშრომლების გამოცდილება ორგანიზაციის დაფუძნებამდე.

კითხვა: ენიჭება, თუ არა უპირატესობა თექვენი ორგანიზაციის ქსელის წევრ ორგანიზაციებს?

პასუხი: ქსელის წევრებს უპირატესობა არ ენიჭება;

კითხვა: აუცილებელია თუ არა თანადაფინანსება იყოს გათვალისწინებული პროექტში?

პასუხი: თანადაფინანსება აუცილებელი არ არის, თუმცა ის შედის შეფასების კრიტერიუმებში და პროექტს დამატებით ქულას აძლევს.

კითხვა: არის თუ არა აღნიშნული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიღებული თანხა განთავისუფლებული დღგ-სგან ? (რათა ვიცოდეთ ბიუჯეტი დღგ-ს ჩათვლით დავთვალოთ თუ არა)

პასუხი: ევროკავშირის ყველა პროექტი განთავისუფლებულია დღგ-სგან. ეს თანხებიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გაიცემა, შესაბამისად მათზეც გაკეთდება დღგ-სგან განთავისუფლება.

კითხვა: თანადაფინანსების სახით შესაძლოა თუ არა ჩადებული იყოს არაფინანსური კონტრიბუცია?

პასუხი: დიახ, შესაძლებელია თანადაფინანსებად მიუთითოთ არაფინანსური კონტრიბუცია, ოღონდ გთხოვთ ეს გააკეთოთ ისე, რომ გასაგები იყოს, თუ როგორ დაითვალეთ ამ კონტრიბუციის ღირებულება/ოდენობა. სასურველია ეს ინფორმაცია ბიუჯეტს დაემატოს შენიშვნად, ან პროექტის ტექსტში იყოს ახსნილი.

კითხვა: ორი ორგანიზაცია ვგეგმავთ ერთობლივი პროექტის შემოტანას. როგორც მოთხოვნებიდან ჩანს, გარკვეული პრიორიტეტიც ენიჭება ამას. გვაინტერესებს ბიუჯეტი ორივე ორგანიზაციისთვის 2500 ევრო იქნება ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის თუ 5000 ევრო?

პასუხი: ევროკავშირის პროექტებში მკაცრადაა დადგენილი, რა ზომის ქვეგრანტის გაცემის უფლება აქვს გრანტის მიმღებს. ჩვენს შემთხვევაში ჩვენს პროექტში მითითებულია, რომ 2500 ევროზე მეტის გაცემა (გრანტის სახით) ერთ ორგანიზაციაზე არ შეგვიძლია. შესაბამისად, კონკურსზე ერთ პროექტს თუ შემოიტანთ, მისი მაქსიმალუირი ზომა 2500 ევროზე მეტი ვერ იქნება. თუ ორ პროექტს შემოიტანთ (და ორივეში მითითებული იქნება, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობას გეგმავთ) - მაშინ ჯამური თანხა 5000 ევრო შეიძლება იყოს, თუმცა პროექტებს კომისია მაინც ცალ-ცალკე განიხილავს, თუმცა დამატებითი ქულა სხვა მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გამო ორივე პროექტს მიენიჭება.

კითხვა: შეიძლება თქვენ გაგითვალისწინოთ პროექტში ტრენერად?

პასუხი: მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სხვა გზა არ არის. კონკურსის მიზანია ახალი ხალხის და იდეების გამოვლენა და ჩართვა საქმიანობაში. უპირატესობა მიენიჭება სწორედ ასეთ პროექტებს: სადაც ახალი ხალხია მოძებნილი და კრეატიული იდეებია შემოთავაზებული. თუ მაინც გადაწყვეტთ ჩვენს მოწვევას ტრენერად, ბიუჯეტში ამ ტრენერის ჰონორარს ნუ ჩადებთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა პროექტი 6 თვეზე მოკლე იყოს?

პასუხი: არა, არ შეიძლება. პროექტის თანხა გადმოირიცხება და პროექტი განხორციელდება სულ მცირე ორ თანმიმდევრულ ეტაპად, რომელსაც მონიტორი ასევე თანმიმდევრულად შეამოწმებს. უფრო მოკლე პროექტისთვის ამ პროცედურის დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.




print version
12:16:44 2015-08-25

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge