ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

2015 წლის 2 ივნისს მომხმარებელმა სამტრედიაში წარმოებული ნაყინი "მყინვარის" შემოწმება გვთხოვა.

სამწუხაროდ, ვინაიდან მაღაზია ზუსტად არ მიგვითითეს, ჩვენ ნაყინის შესყიდვა დროულად ვერ შევძელით. 2015 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს ნაყინი გორში შეისყიდა და შეამოწმა ჩვენმა პარტნიორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბილიკმა", რომელიც გორის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის ფუნქციას ასრულებს, და ნაყინი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული აღმოჩნდა. მომხმარებელმა გვისაყვედურა იმის გამო, რომ ჩვენ ეს ნაყინი დროულად არ შევამოწმეთ და უფრო დეტალურად აგვიხსნა, სად უნდა შეგვეძინა იგი:

 

2015 წლის 13 აგვისტოს თემქის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტლის 41 კორპუსის მიმდებარე მაღაზია "ელენე"-ში შევიძინეთ ნაყინი "მყინვარი". პროდუქტი მაღაზიის შეფუთვიანად მოვათავსეთ ყინულებიან მაცივარკონტეინერში და სწრაფად გადავიტანეთ ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარეთ მიკრობიოლოგიური გამოკვლევისთვის.

გადაღებულია ორი ზედმეტი ნიმუში. საანალიზო ნიმუშები შენახულია სტერილურად (გადაღებულია საგანგებოდ (ფოტოსთვის) შეძენილი დამატებითი ნიმუშები)

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნიდან ირკვევა, რომ ნაყინი მიკრობიოლოგიურად დაბინძურებულია. კერძოდ მასში აღმოჩნდა ლისტერია მონოციტოგენეზი, რომელიც დასუსტებული იმუნიტეტის ადამიანებში საკმაოდ რთულ დაავადებას - ლისტერიოზს იწვევს. ლისტერიოზით დაავადების რისკის ჯგუფია ორსულები, მოხუცები და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანები. ამ ჯგუფის წარმომადგენლებს დაბეჯითებით მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ აღნიშნული პროდუქტის მოხმარებისგან!

მომზადდა შეტყობინებები მაღაზიაში, მეწარმესთან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში გასაგზავნად.

----------------------

2015 წლის 31 ივლისს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდა წერილი მათ მიერ შპს "მყინვარი"-ს რამდენიმე სახეობის ნაყინის შემოწმების თაობაზე. სააგენტოს ინფორმაციით 2015 წლის 24 აგვისტოს შპს "მყინვარს" საწარმოო პროცესი შეუჩერდა.




print version
14:20:23 2015-08-20

კომენტარის დამატება

keti.ru   21:28:10 2015-08-20  უპასუხე   
რომელი ლაბორატორია აკეტებს ანალიზებს ლისტერიაზე?
ლია, CSRDG   04:52:30 2015-08-21  უპასუხე   
ამ შემთხვევაში ჰიგიენის ინსტიტუტში გაკეთდა ანალიზი. სხვებიც აკეთებენ. აკრედიტებული ლაბორატორიების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია აკრედიტაციის ცენტრის საიტზე .


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge