ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21

2015 წლის 09 ივლისს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე საჩივარი დაგვიტოვა:

ამავე დროს ბიუ-ბიუს ქათმის ბარკლებთან დაკავშირებით სხვა საჩივარიც მოგვივიდა:

მომხმარებელმა ვიდეოც გამოგზავნა:

აღწერილი საჩივრების შესამოწმებლად 2015 წლის 13 ივლისს დიღმის მასივის მე-5 კვარტალში მდებარე შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი"-ს "ბიუ-ბიუ-ს ჯიხურში შევიძინეთ ქათმის ბარკლები, რომელიც მაღაზიის შეფუთვიანად მოვათავსეთ სტერილურ პოლიეთილენის პარკში და ჩავაბარეთ ლაბორატორიას. კერძოდ, "ცუდი სუნის" შესამოწმებლად, რაც სავარაუდოდ პროდუქტის გაფუჭებულობაზე უნდა მიანიშნებდეს, ლაბორატორიას ხორცის მიკრობიოლოგიური ანალიზი შევუკვეთეთ. რაც შეეხება ჟელესმაგვარ წარმონაქმნს ბარკლების კანქვეშ, ჩავთვალეთ რომ იგი შესაძლოა პროდუქტში წყლის ან/და წყლის შემაკავებელი ნივთიერებების დამატებით წარმოქმნილიყო და ამ მოსაზრების შესამოწმებლად ლაბორატორიას ხორცის ტენიანობის გაზომვა დავავალეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში შემოწმებული მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ანუ ხორცი გაფუჭებული არ არის. რაც შეეხება ტენიანობის მაჩვენებელს, იგი სრულიად შეესაბამება ქათმის ხორცში წყლის შემცველობის საშუალო მაჩვენებელს. "ჟელესმაგვარ ნივთიერებასთან" დაკავშირებით მომხმარებლის წუხილის შესაძლო მიზეზის გამოკვლევა გაგრძელდება




print version
14:38:46 2015-07-21

კომენტარის დამატება

meri   15:23:07 2016-02-07  უპასუხე   
ნავთლუღის ბაზარი მდებარე ნავთლუღის ქ 3-5 დირექტორის სახელი შოთა(როგორც გავარკვიე)მთლიანად ყარს.მწნილები ინახება ტუალეტთან ზედვე.ბაზარში იყიდება საეჭვო ხორცი.არის სახაჭაპურე სადაც სრულ სიბინძურეში ამზადებენ და აცხობენ.იყიდება შეუმოწმებელი ქათამი თევზი და საერთოდ ნუთუ ამ ბაზარარს არავინ ამოწმებს.გთხოვთ გადაიღოთ ფირზე და აჩვენოთ ტელევიზიით.წინასწარ დიდი მადლობა!!
თამარ, CSRDG   15:35:51 2016-02-10  უპასუხე   
მერი სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვამოწმებთ ჰიგიენის და სანიტარიულ მდგომარეობას სასურსათო ობიექტებში. ტელევიზიაშიც თვითონ ტელევიზიების გადაღებული მასალები გადის. ამ საჩივრით იქნებ მიმართოთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ნომერზე 247 01 01

ნანა   19:20:21 2015-12-08  უპასუხე   
მაინტერესებს არის თუ არა ბიუბიუს ქათამი ჰორმონებით გაზრდილი და რამდენად უსაფრთხოა სისტემატიური მოხმარებისთვის.
თამარ, CSRDG   11:19:36 2015-12-09  უპასუხე   
ნანა ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, რადგან ლაბორატორიები ვერ ამოწმებენ შეიცავს თუ არა ქათმის პროდუქტები ჰორმონებს

zaza   14:06:02 2015-08-27  უპასუხე   
ძალიან გთხოვთ ეს ბიუ-ბიუ ს ნაწარმი ქართულია თუ შემოტანილი.ვერავინ ვერ გვიპასუხა ამ ქათმის შესახეB!
თამარ, CSRDG   14:36:50 2015-08-27  უპასუხე   
ზაზა სამწუხაროდ ვერც ჩვენ გიპასუხებთ. ეს ინფორმაცია ექნება მეწარმეს
ზაზა   13:47:04 2015-08-28  უპასუხე   
მერე გაარკვიეთ მეწარმესთან-თქვენ უფრო მოიპოვებთ .
ლია, CSRDG   14:54:15 2015-08-31  უპასუხე   
სანამ კანონმდებლობა არ შეიცვლება, მეწარმე არ არის ვალდებული ამ კითხვაზე გვიპასუხოს.
zaza   19:29:49 2015-09-02  უპასუხე   
ასეთი პასუხი მართლაც არაკომპეტენტურია!ასეთ უვიცობას არ მოველოდი!!
თამარ, CSRDG   15:20:33 2015-09-03  უპასუხე   
ზაზა შესაძლოა ჩვენი პასუხი არ იყოს თქვენთვის მისაღები და გვთვლიდეთ არაკომპეტენტურებად, თუმცა ეს მაინც არ გაძლევთ უფლებას ზრდილობის ფარგლებს გასცდეთ.

mdaa   10:57:15 2015-08-26  უპასუხე   
არადა ყველაზე მეტად ბიუ ბიუს ვენდობოდი და ყოველთვის ამას ვყიდულობდი მაგრამ მართალი გითხრათ არაფერი საეჭვო არ შემინიშნავს

ლიზი   10:05:54 2015-08-26  უპასუხე   
ბიუ-ბიუ -ში ნაყიდი კუჭები რომ მოვხარშე--უზარმაზარი კუჭი წერტილისოდენა გადაიქცა!!!!ძალიან გთხოვთ კუჭებიც გამოიკვლიეთ
თამარ, CSRDG   13:50:20 2015-08-27  უპასუხე   
ლიზი იმას თუ რატომ პატარავდება კუჭი ლაბორატორია ვერ შეგვიმოწმებს. მიკრობიოლოგიური პარამეტრების შემოწმება თქვენს კითხვასთან კავშირში არ არის


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge