ბოლო ცვლილებები

იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
რძე "სანტინო 2,5%"
რძის ნაწარმი,

2015 წლის 24 ივნისს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 24 ივნისს მივედით ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ფუდმარტში" და შევიძინეთ  რძე "სანტინო 2,5%" (გამოშვების ვადა 20.06.15).  პროდუქტი მივიტანეთ ლაბორატორიაში ორგანოლეპტიკური ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მირღებული პასუხის მიხედვით რძის მჟავიანობა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები ნორმაშია.




print version
14:17:34 2015-07-10

კომენტარის დამატება

mari   19:46:44 2015-07-15  უპასუხე   
გამარჯობა, აღნიშნული რძე არ არის ამჟავებული, თუ აადუღებთ, საბოლოო ჯამში მიიღებთ ხაჭოს. მეც შევიძინე და შემდეგ რძის ნაცვლად ხაჭო მივირთვით )))))

natalia   11:06:04 2015-07-11  უპასუხე   
მეც შევიძინე სანტინოს რძე სუპერმარკეტ "ფრესკოში",ვადიანი იყო,მაგრამ რომ გავხსენი ამჟავებული აღმოჩნდა.
sofo   14:18:09 2015-09-18  უპასუხე   
ამ რძეს ვყიდულობ სულ ბავშვისთვის "კარფურში" და არასდროს აღმოჩენილა ამჟავებული. ერთადერთხელ ვიყიდე ფრესკოში 2 ბოთლი და ორივე ჩახაჭოვდა. ვფიქრობ, რომ ფრესკოს არ აქვს კარგი მაცივრები და შენახვის პირობები. სხვა რამეებზეც შემიმჩნევია მსგავსი რამ ფრესკოში....
თამარ, CSRDG   13:32:26 2015-07-13  უპასუხე   
ნატალია ძალიან ბევრი საჩივარია სანტეს რძესთან დაკავშირებით და ყველა ერთი შინაარსის - ვადიანი მაგრამ ამჟავებული ან აჭრილი. ასეთი ფაქტის აღმოჩენა ცოტა რთულია. ვეცდებით რამე ვუშველოთ ამ პრობლემას

ზურაბ მიქაშავიძე   16:45:12 2015-07-10  უპასუხე   
სამწუხაროა, მაგრამ ამ სურათზეც ჩანს, რომ ბოთლში ნამდვილად არ არის ერთგვაროვანი სითხე, როგორც ეს ლაბორატორიის დასკვნაში წერია.
თამარ, CSRDG   13:31:20 2015-07-13  უპასუხე   
ზურა რძე ნამდვილად ერთგვაროვანი იყო, უბრალოდ ცუდი რაკურსით არის სურათი გადაღებული და კარგად არ ჩანს, არ მიმიქცევია ყურადღება როცა სურათს ვტვირთავდი.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge