ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
არაჟანი "მილკო" და "სანტე"
რძის ნაწარმი, პროდუქციის ხარისხი,

2015 წლის 10 ივნისს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 18 ივნისს, თბილისის ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ არაჟნები : "მილკო 30%" და "სანტე 15%". ორივე არაჟანი ჩაბარდა ლაბორატორიას მათში სახამებლის შემცველობის დასადგენად. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ სანტეს არაჟანს შემადგენლობაში არ ჰქონდა მითიტებული სახამებლის ან რაიმე შემასქელებლის შემცველობა, ხოლო "მილკო"-ს არაჟანს შემადგენლობაში უწერია რომ შეიცავს მოდიფიცირებულ სახამებელს.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით არაჟანი "სანტე 15%" სახამებელს არ შეიცავს, ხოლო არაჟანი "მილკო 30%" შეიცავს 0.9% სახამებელს, რაც მითითებულია პროდუქტის შეფუთვაზე. ეს უკანასკნელი პროდუქტი აგრეთვე შეიცავს მცენარეულ ცხიმს. ამდენად იგი ნამდვილ არაჟანს არ წარმოადგენს.

მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ 2015 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება რძისა და რძის ნაწარმოს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც რძის ნაწარმის დასახელებით სხვა პროდუქტის გაყიდვას კრძალავს.




print version
14:16:32 2015-06-29

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge