ბოლო ცვლილებები

საინფორმაციო შეხვედრა რუსთავსა და მარნეულში
იმერული სახაჭაპურე
საინფორმაციო შეხვედრა "სურსათის სახელმწიფო კონტროლი"
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21

2015 წლის 22 მაისს, მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი გამოგვიგზავნა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით 2015 წლის 27 მაისს, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "გუდვილში" შევიძინეთ შპს "ჰერბიას"  სალათის ფოთოლი, დაფაოსებული და მივიტანეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტში შემოწმებული ნიტრატებისა და პესტიციდების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია.

მომხმარებლებს განვუმარტავთ, რომ წარწერა "უსასუქო" არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ორგანული, ანუ ბიო-წარმოების შედეგად არის მიღებული. ბიოწარმოების დასამტკიცებლად მეწარმემ უნდა დაიქირავოს შესაბამისი სასერტიფიკაციო ორგანო, რომლის დასახელება პროდუქციაზე უნდა მიუთითოს. ამ შემთხვევაში ასეთი მითითება პროდუქტზე არ არის. ეტიკეტზე განთავსებულია მხოლოდ მითითება იმის თაობაზე, რომ მეწარმე იცავს Global Gap სტანდარტებს (ეს ნიშნავს პროდუქციის მოყვანას კარგი sasoflo-სამეურნეო პრაქტიკის დაცვით). ამის დასადასტურებლად მეწარმის ვებ-გვერდზე განთავსებულია 2010 წელს, სასერტიფიკაციო ორგანი Buerau Veritas მიერ, გაცემული ერთწლიანი სერტიფიკატი "ჰერბიას" მიერ 2,1 ჰა სავარგულზე ერთ-ერთი ასეთი სტანდარტის (EUREPGAP General regulations Integrated Farm Assurance Crops version 3.0-2 Sep 07 Option 1) დაცვის თაობაზე. გლობალ-გაპის მონაცემთა ბაზაში შესაბამისი რეგისტრირებული პირის (GGN 4050373209445) ძიებით ირკვევა, რომ პირი ნამდვილად რეგისტრირებულია, თუმცა მის მიერ ამჟამად დაცული Global Gap სტანდარტის მოძიება შეუძლებელია.

გაგზავნა წერილი მეწარმესთან დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნით.




print version
14:15:09 2015-06-09

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge