ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
ნაყინი "გურჯაანი საამო"
ტკბილეული, სურსათის ჰიგიენა,

2015 წლის 09 მაისს მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 13 მაისს, თბილისის ისნის რაიონში მდებარე მაღაზია "ფურშეტში" შევიძინეთ შპს "აისი"-ს მიერ წარმოებული ჭიქის ნაყინი "გურჯაანი საამო" (გამოშვების თარიღი 01.04.2015), რომელიც მოთავსდა სპეციალურ მაცივარ კონტეინერში, რითიც  ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის. 

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით პროდუქტი აკმაყოფილებს რძეზე დამზადებული ნაყინისთვის დადგენილ ნორმებს.

ნაყინების შესყიდვისას ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იმ ფაქტს, რომ ნაყინები საკმაოდ რბილი იყო, რის შესახებაც ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ვთხოვეთ მაღაზიის მაცივრებში ტემპერატურის შემოწმება. მიღებული პასუხის მიხედვით სააგენტომ მაღაზია "ფურშეტის" ნაყინის მაცივრები მართლაც შეამოწმა და დაადგინა, რომ ტემპერატურა მაცივრებში -15°C და -18°C შორის იყო. ნაყინზე მითითებული შენახვის ტემპერატურა კი -22°C-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, სააგენტომ ეს მდგომარეობა დარღვევად არ ჩათვალა. თუმცა მაღაზიაში რეალიზაციაში აღმოჩნდა ვადაგასული სურსათი, რის გამოც მაღაზია 500 ლარით დაჯარიმდა.




print version
14:10:30 2015-06-05

კომენტარის დამატება

ჩხიკვი ზაქარია   19:19:16 2015-06-10  უპასუხე   
ამ ნაყინს აწერია თუ არა არ მახსოვს ციფრი E488 ამ ციფრით რაიმეს მირთმევა სასტიკად აკრძალულია!!!

Безопасность добавки под большим сомнением. Воздержитесь от покупки.
ლია, CSRDG   11:59:55 2015-06-17  უპასუხე   
ფეისბუქის გვერდზე მოგვწერეს ემულგატორი ნომერი შეცდომით არის მითითებული, ე-433 უნდა იყოსო:




გადავამოწმებთ რომ გაასწორონ
lika   17:40:15 2015-06-13  უპასუხე   
ზაქარია დავაკვირდი და აწერია E488 და რას ნიშნავს იქნებ განმარტოთ თუ შეგიძლიათ?
თამარ, CSRDG   11:50:21 2015-06-11  უპასუხე   
დიდი მადლობა ამ შენიშვნისთვის. ასეთი საკვებდანამატი არც საქართველოში და არც საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული ნამდვილად არ არის. მივწერეთ წერილი სააგენტოს.
ladi   14:14:14 2015-06-12  უპასუხე   
ქალბატონო თამარ ამ ნაყინის მიკრობიოლოგიური მდგომარეობაა საინტრესო და არა რასაც თქვენ ამოწმებთ ეგ მხოლოდ მომხმარებლის დაბრმავებაა
თამარ, CSRDG   19:18:27 2015-06-15  უპასუხე   
მიკრობიოლოგიური პარამეტრები შემოწმდა ამ ნაყინში ლადი, სტატიაც ამაზეა.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge