ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
ტრანსცხიმები მარგარინებსა და სპრედებში
ცხიმები, რძის ნაწარმი, არასასურველი ნივთიერებები სურსათში,

სტატიაში მოხსენიებულ მეწარმეებს ვთხოვთ გაეცნონ ამ ინფორმაციას.

არაერთი მომხმარებელი მოგვმარათავს სპრედებსა თუ მარგარინებში მავნე ტრანსცხიმების შემცველობის შემოწმების თხოვნით. ამ შემოწმებების ჩატარება საქართველოში შეუძლებელია, აუცილებელია სინჯების გაგზავნა უცხოეთში. შესაბამისად, ასეთ შემოწმებებს შედარებით იშვიათად ვახერხებთ. ტრანსცხიმების  ერთი შემოწმება ჩავატარდა 2011 წელს. 2015 წლის პირველ თვეებში ბევრმა მომხმარებელმა გვთხოვა შემოწმება გაგვემეორებინა. გარდა ქართული წარმოების სპრედებისა, მომხმარებლებმა "დაჩას", "მასლიანას" და "ტექსუნის" ცხიმების შემოწმებაც ითხოვეს.

2015 წლის 7 მაისს თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შევიძნეთ 10 დასახელების მარგარინი და სპრედი: ორი დასახელების დაჩა, სპრედი შატილი, სანტეს ორი დასახელების სპრედი, ორი სახეობა "ტიფლისი"-ს სპრედი, ცხიმი "მასლიანა, მილკო-ფუდის სპრედი "საბუტერბროდე" და მცენარეული ერბო "ტექსუნი".

პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ლაბორატორიული ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში შემდეგია:

# პროდუქტის დასახელება ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტის ცხიმში (100 გრამში)
1 "დაჩა ზალატაია"  0,6 გრ
2 "დაჩა"  0,5 გრ
3 "მასლიანა" 0,1 გრ
4 "ტექსუნი"  5,8 გრ
5 "სპრედი კარაქი სანტე ექსტრა 82,5%" 5,6 გრ
6 "სანტე 60%"  10,6 გრ
7 "მილკო ფუდი საბუტერბროდე სპრედი"  23,1 გრ
8 "შატილი სპრედი 82,5%" 20,5 გრ
9 "ტიფლისი 2011, სპრედი გოლდი" 14,4 გრ
10 "ტიფლისი 2011, საოჯახო სპრედი" 17,1 გრ

როგორც ცხრილიდან ჩანს, ზოგიერთ ქართულ სპრედებში ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში საკმაოდ მაღალია (10-23%). ასეთი ცხიმების დიდი ოდენობით მიღება ჯანმრთელობისათვის შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს. კერძოდ, შეფასებულია, რომ საკვებში ტრანს-ცხიმების შემცველობის 2%-ით მატება თითქმის ორჯერ ზრდის გულის კორონარული უკმარისობის განვითარების რისკს.

მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ მიუხედავად მათი მავნეობისა, ტრანსცხიმების შემცველობა პროდუქტებში საქართველოში დღესდღეობით ნორმირებული არ არის. თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით სასურველია ადამიანმა დღეში 2 გრამზე მეტი ტრანსცხიმი არ მიიღოს. ამის გათვალისწინებით, მომხმარებლებს ვურჩევთ:

იმ სპრედების მოხმარება, რომელშიც ტრანსცხიმების შემცველობა ცხიმში 10% და მეტი აღმოჩნდა, შეზღუდეთ დღეში 10-15 გრამამდე (სულზე).

 

 

 

 

 

 




print version
14:14:29 2015-05-29

კომენტარის დამატება

ლიკა   14:23:25 2016-07-15  უპასუხე   
პურ არ ვჭამ, მარგარინებს აღარ ვეკარები, არ ვიღებ არანაირ ტკბილეულს, არც თავად ვაკეთებ, იმიტომ რომ ხარისხიანი შაქრის პოვნაც რთულია. ერთადერთი, ზეითუნის ზეთს მოვიხმარ სალათებში და მზესუმზირის, შესაწვავად. იმასაც საგულდაგულოდ ვამოწმებ, რაც შემიძლია... სოსისი, ძეხვი, ყველაფერი გამოვრიცხე რაციონიდან და ბევრად უფრო ჯანმრთელი ვარ, ვიდრე წინა წლებში..

Tini   17:44:19 2016-02-11  უპასუხე   
რომელი კარაქია უვნებელი, ან საერთოდ არის თუ არა ეკოლოგიურად სუფთა კარაქი გაყიდვაში???

beso   16:13:56 2015-12-09  უპასუხე   
გადავაბრუნე მარკეტებში კარაქის სექცია, საქართველოს მაღაზიებში კარაქი არ იყიდება!!! ყველა მწარმოებელი ცდილობს დამალოს ფაქტი, რომ რძის ნაღების კარაქის ნაცვლად ყიდის სხვადასხვა ცხიმებით გაჯერებულ პროდუქტს სადაც რძის კარაქის შემცველობა არაუმეტეს 20-24% ია, დანარჩენი აბა მიხვდით რა არის?! კვება და მით უმეტეს ბავშვების კვება ამ პროდუქტით არ შეიძლება!! არ შეიძლება!!!
თამარ, CSRDG   10:26:24 2015-12-10  უპასუხე   
ბესო აგვისტოდან აიკრძალა პროდუქტზე რომლის მთლიანი ცხიმის 100% რძის ცხიმი არ არის რძის პროდუქტის, მათ შორის "კარაქი"-ს დაწერა. თუ მწარმოებელი თავისი პროდუქტის შემადგენლობაში ურევს მცენარეულ ცხიმს რის შესახებაც ეტიკეტზე მითიტებულია და ამ პროდუქტს დასახელებად კარაქი აწერია ეს კანონის დარღვევაა და ამის სესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა აცნობოთ ან ჩვენ მოგვწერეთ რომელი მწარმოებლის რომელი პროდუქცია არღვევს ამ კანონს და ჩვენ მივხედავთ
ლიკა   14:25:49 2016-07-15  უპასუხე   
ნამდვილად საინტერესოა, მეც ველი კვლევის შედეგებს!
beso   10:42:29 2015-12-10  უპასუხე   
მადლობა სრულყოფილი განმარტებისათვის

თამუნა   19:41:16 2015-06-10  უპასუხე   
გამარჯობა, მაინტერესებს საჭმელი ზეთების შემოწმება თუ მოხდა. უამრავი დასახელების რაფინირებული ზეთი შემოდის, ძირითადად უკრაინიდან. თუ არის მათ შორის ხარისხში დიდი სხვაობა და კიდევ, რამდენად გამოსადეგარია ქუჩაში სიცხეში ნაყიდი ზეთი?
თამარ, CSRDG   12:45:29 2015-06-12  უპასუხე   
თამუნა რამდენიმე ზეთის შემოწმება ჩატარდა ჩვენს მიერ და შედეგები საიტზე დევს, თუმცა ამ ინფორმაციით ზეთების შედარება რომელიმეს ან რამდენიმეს გამოყოფა უკეთესის მიხედვით რთულია. რაც შეეხება ქუჩაში ნაყიდი ზეთის ვარგისიანობას - უნდა ნახოთ ეტიკეტი. ყველა პროდუქტს მითითებული უნდა ჰქონდეს რა ტემპერატურაზე და პირობებში უნდა ინახებოდეს. ვარგისიანობის ვადაც სწორედ ამ პირობების დაცვით არის მითითებული. თუ პირობები ირღვევა, ვადაც იცვლება. ამიტომ წაიკითხეთ ეტიკეტი და მიხვდებით საზიანოა თუ არა

beso   11:39:34 2015-06-01  უპასუხე   
გამარჯობათ,
ახლა ზაფხულია და ძალიან პოპულარულია სხვადასხვა ნაყინი, არამარტო ზაფხულში. არადა სხვადასხვა ჯანმრთელი კვების მომხრე ორგანიზაციები სასტიკად ილაშქრებენ ნაყინის წინააღმდეგ, ამბობენ რომ ის ძირითადად გაციებული და დამტკბარი ტრანსცხიმებიაო!!!
შასაბამისად საინტერესო იქნება ტრანსცხიმების შემცველობების დადგენა პოპულარი ბრენდების ნაყინებში.
kaxeli   23:14:45 2015-06-01  უპასუხე   
სიტყვა "ტრანს" ნიშნავს გარდაქმნილს გადაკეთებულს,ცხიმების შემთხვევაში ეს არის მარგარინი.იგი მიიღება მცენარეული,ძირითადათ სოიოს ზეთის გახურებით 120 გრ. ზემოთ და ამ სითხეში ატარებენ წყალბადს,მიდის ე.წ. ჰიდროგენიზაციის პროცესი და გაციების შემდეგ ის მყარდება,ეგეც შენი მარგარინი.მაგრამ საქმე ისაა რომ ნაყინში,და ყველგან სადაც რძის ცხიმია საჭირო იყენებენ პალმის ცხიმს,მისი დნობის ტემპერატურა 42 გრდ-ია და ბუნებრივად მყარია,რომლის მავნებლობა ცალკე თემაა კიდევ.გარდა ამისა ნაყინი შეიცავს(ეტიკეტზე აწერია,მიკროსკოპული ასოებით):უცხიმო რძის ფხვნილი,მცენარეული(პალმის) ცხიმი,არომატიზატორი,ოთხი სახეობის E დანამატი,სტაბილიზატორები.ზოგიერთი ამაყათ აცხადებს,რომ ამზადებს ქართულ კარაქზე, კი მაგრამ ქართულ კარაქში რძის ცხიმი სად არის? ის წარმოადგენს შეღებილ და არომატ დამატებულ პალმის ცხიმს. არა მარტო ნაყინი არამედ უამრავი სხვა რამ უნდა მივირთვათ იშვიათად,გემო რომ არ დაგვავიწყდეს იმიტომ!
Tini   19:39:12 2016-02-11  უპასუხე   
მართალია გემო რომ არ დაგვავიწყდეს, ბევრმა არ იცის ამ საშინელი ტრანს ცხიმების შესახებ და სამწუხაროა
თამარ, CSRDG   11:47:57 2015-06-01  უპასუხე   
ბესო, შევეცდებით გავარკვიოთ ლაბორატორია თუ შეამოწმებს ნაყინებში ტრანსცხიმების შემცველობას და შემდეგ გადამზიდავ კომპანისათან თუ გაგვიგზავნიან ნაყინს. თუ პრობლემა არ შეგვექმნა აუცილებლად გავგზავნით
beso   12:04:42 2015-06-01  უპასუხე   
მადლობა,
ნაყინი ფართო მომხმარების საკვებია და იმედია ბევრისთვის იქნება ეს საინტერესო.
წარმატებები.

levani   16:43:57 2015-05-31  უპასუხე   
რაზეა ლაპარაკი როცა საქართველოში ყველაზე მთავარი კანონი-მომხ. უფ.დაცვის შესახებ კანონი გააუქმეს.და ეს ახალი მთავრობაც დუმს.ეს სამარცხვინოა იმ ფონზე როცა თავიანთი ხელფასების ზრდაზე კანონებს მყისიერად იღებენ.უნდა გააქტიურდეც მე-3 სექტორი არასამთავრობოები.სხვა გზა არ არის...

bibo   09:40:15 2015-05-30  უპასუხე   
ერთს კიდევ ვიტყვი: გახსოვთ ალბათ TV-3 ზე გადიოდა გადაცემა "საკონტროლო შესყიდვა", ხოდა როდესაც ამ გადაცემის ავტორებმა გადაწყვიტეს გადაეღოთ კარაქის წარმოების პროცესი,არცერთმა საწარმომ მათ ამის უფლება არ მისცა.წესით მეწარმე დაინტერესებული უნდა იყოს საწარმოო პროცესის რეკლამირებით,თუ ნატურს ამზადებს....ისე ცნობისათვის:1 კილოგრამი 82% კარაქ.ის მისაღებათ საჭიროა 20-25 ლიტრი საღი რძე,1კგრ მაგარი ტიპის ყველისათვის კი 11 ლიტრი,ხოდა დანარჩენი თქვენ იანგარიშეთ რა რაუნდა ღირდეს!ყველგან და ყველაფერში პალმის ცხიმია,რომელიც ფაქტიურად ნაგავია და ნაგვის ფასიც აქვს,მალააზიაში 1ტ 500 დოლარი(წყარო- youtube-palmovoe maslo)ღირს. ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ამ საიტზე გადაცემების ციკლი-sreda obitania, სადც ნახავთ უამრავ საოცრებებს დღევანდელ კვების მრეწველობაზე.

ela   00:34:31 2015-05-30  უპასუხე   
მართალიაა... სამწუხაროოოდ :(( ამიტომაა რომ სიკვდილიანობამ ასეე იმატაა, შხამებს ვჭამთ ქართველები :(( ეეჰ

giorgi   22:30:42 2015-05-29  უპასუხე   
ეს იმიტომ რომ ქართული პროდუქცია რომელთა მონაცემები მოცემულია აქ , არად დაგიდევთ ქართველი მომხმარებლის ჯანმრთელობას , ამზადებს პროდუქციას ვადაგასული ნარჩენისა და ნაგავისაგან და ჩვენი ჯანმრთელობს ხარჯზე იღებს მოგებას .......

bibo   18:56:58 2015-05-29  უპასუხე   
როდესაც 15 წლის განმავლობაში 15-ჯერ გადაიწევს კანონის ამოქმედება სურსათის უვნებლობის შესახებ კონტროლის განხორციელებაზე,ეს იმას ნიშნავს რომ პარლამენტში იცავენ ერთი მუჭა მეწარმეების ინტერესებს და არავის აინტერესებს საკუთარი ხალხის ჯამრთელობა.ამით ჩვენ ვატყუებთ საკუთარ თავს,და საერთოდ ჩვენი შვილების მომავალს.როდესაც პუტინის მთავრობამაც კი აკრძალა საკუთარი ჯარის ნაწილებში მარგანინის საკვებად გამოყენება,რუსეთის ტელევიზიების წამყვან არხებზე ინტენსიურად მიმიდინარეობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება,თუ რახდება დღევანდელ კვების მრეწველობაში,ჩვენთან რა ხდება? რა ხდება და არც არაფერი არ ხდება.წინადადება მაქვს: თანხების დაზოგვის მიზნით კვების მრეწველობის სამისტრო შევაერთოდ ქ ი მ ი უ რ ი მრეწველობის სამინისტროსთან,მაინც ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ!


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge