ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
ბეჭდური პუბლიკაციები
შეუსაბამო ფასები ბარებსა და რესტორნებში - რჩევა უცხოელ ტურისტებს Overpricing in Bars and Restaurants - Advice to Foreign Tourists
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის კონტროლის შედეგები
„არაჟანი სვანური 25% - ნატურალ+“ - მაღაზია ფრესკოდან
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
ტანსაცმლის შემოწმება აზოსაღებავებზე
შვრიის ფანტელი HAHNE

სულ ნიუსები: 21

2015 წლის 22 აპრილს მომხმარებელმა სურსათის ცხელ ხაზზე დაგვირეკა და გვთხოვა დიდ დიღომში, პეტრიძის 10 ნომერში მდებარე წალკის რძის პროდუქტების შემოწმება. მომხმარებლის განმარტებით იგი ბავშვებისთვის მუდმივად მოიხმარს ამ მაღაზიის პროდუტს და აინტერესებდა რამდენად უსაფრთხო და ნატურალურ პროდუციას ყიდიან. ვინაიდან მაღაზიაში გასაყიდი ყველა პროდუქტის შემოწმებას ვერ შევძლებდით, მომხარებელთან შევთანხმდით, რომ შეგევმოწმებინდა წალკის ნადუღი რძის ცხიმის შემცველობაზე და იმერული ყველი მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე.

2015 წლის 24 აპრილს მივედით მომხარებლის მიერ მითითებულ მისამართზე და მაღაზიაში ი.მ. "თამაზ ვანაძე" შევიძინეთ იმერული ყველი და ნადუღი. პროდუქტები მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა სხვადასხვა ლაბორატორიებში.

ლაბორატორიიდან მიღებული ნადუღის შემოწმების პასუხმა აჩვენა, რომ პროდუქტის საერთო ცხიში  რძის ცხიმის შემცველობა 99,2% აღმოჩნდა. ხოლო იმერული ყველის ანალიზის პასუხის მიხედვით ყველი დაბინძურებულია კოლიფორმებით.

გაიგზავნა წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში, საიდანაც 2015 წლის 25 მაისს მივიღეთ პასუხი რომლითაც ირკვევა, რომ იმერული ყველის შემოწმებას დარღვევა არ აღმოუჩენია.




print version
14:11:23 2015-05-25

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge