ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

2015 წლის 7 მაისს მომხმარებელი დაგვიკავშირდა სურსათის ცხელ ხაზზე და გვთხოვა ვაკეში მდებარე "სმარტის" მაღაზიაში გასაყიდი, შპს "დაბის" მიერ დამზადებული კაკაოს ფხვნილის შემოწმება. ქალბატონის განმარტებით ამ ფხვნილით სახლში დამზადებულმა ნამცხვარმა "ტრუფელი" ის და მისი შვილი მოწამლა. მომხმარებელმა ფხვნილი 80 გრამიან შეფუთვაში შეიძინა და  შეფუთვაზე დამზადების თარიღად 2015 წლის მარტია მითითებული და ვარგისიანობის ვადა პროდუქტს გასული არ ჰქონდა.

2015 წლის 8 მაისს მივედით მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზიაში და შევიძინეთ 2015 წლის 18 მარტს, შპს "დაბი"-ის მიერ  დამზადებული "კაკაოს ფხვნილი" რომელიც ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ფხვნილში აღმოჩნდა ობის სოკოების გადაჭარბებული რაოდენობა .

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ საგენტოში, მაღაზიაში და მეწარმესთან.

___________________________

2015 წლის 05 ივნისს, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ მაღაზია "სმარტში" ვერ ნახეს შპს "დაბი"-ს მიერ წარმოებული კაკაოს ფხვნილი, რადგან მაღაზიას ამოღებული ჰქონდა გაყიდვიდან. თუმცა თვითონ შპს"დაბი"-მ შეამოწმა საეჭვო პარტიის ნიმუში ლაბორატორიაში და დარღვევა არ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემოწმდა შპს "დაბი"-ს საწარმოდან აღებული კაკაოს ფხვნილის ნიმუში. ლაბორატორიას დარღვევა  არც აქ აღმოუჩენია.

___________________________

2015 წლის 12 ივნისს ჩვენთან ოფისში მოვიდა შპს "დაბის" წარმომადგენელი და გვთხოვა მათ მიერ კაკაოსთვის ჩატარებული ლაბორატორიული შემოწმების შედეგების გამოქვეყნება. უცვლელად ვდებთ ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული შპს "დაბის" წერილს და მათ მიერ მოწოდებულ ლაბორატორიული კვლევის შედეგებს:




print version
18:03:55 2015-05-21

კომენტარის დამატება

მაკრინე   13:48:15 2015-06-30  უპასუხე   
გამარჯობა,

იცით რა მაინტერესებს -გადავხედე სხვადასხვა პროდუქტების სტატიებს და ერთი ლაბორატორიიდან მიღებული პასუხი და სურსათის ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიის პასუხი ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს და რომელს უნდა დაუჯეროთ ?ან ვერ გავიგე სტატიაში რა გაქვს მითითებული...
თამარ, CSRDG   14:30:00 2015-06-30  უპასუხე   
მაკრინე, ჩვენ ვამოწმებთ ჩვენს მიერ შეძენილ პროდუქტს. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინფორმაციას ვაწვდით სურსათის ეროვნულ სააგენტოს და შემდეგ ისინი ირებენ იმავე მაღაზიიდან იმავე დასახელების ნიმუშს. რიგ შემტხვევებში ჩვენს მიერ ცატარებულ ანალიზს მინ. 5დღე სწირდება, ხანდახან 2 კვირამდეც გაწელილა პროცესი. ამ პერიოდსი ის პროდუქტი რომელიც ჩვენ შევიძინეთ სეიძლება აღარ იყოს გაყიდვაში და სააგენტომ სხვა პარტიის ნიმუში აიღოს. ეს განსხვავებაც ამას შეიძლება დავაბრალოთ. იგივე დარღვევის შესახებ მეწარმესაც ვაწვდით ინფორმაციას და შესაძლოა მეწარმეც ირებს გარკვეულ ზომებს.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge