ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20
პრემიუმის კლასის ბენზინების შემოწმება
პროდუქციის ხარისხი, საწვავი, მონაწილეობა,

შეგახსენებთ: ჩვენს მიერ საწვავის ხარისხის გაზომვა ნაწილობრივ მომხმარებლების შემოწირულობებით ფინანსდება.

შესამოწმებელი საწვავი მომხმარებლის შემდეგი საჩივრის მიხედვით ავირჩიეთ:

2015 წლის 30 აპრილს შესამოწმებლად შევიძინეთ "პრემიუმ" კლასის ბენზინი 5 სხვადასხვა სადისტრიბუციო ქსელიდან:

  1. "ვისოლი" (შევისყიდეთ თბილისში, დადიანის ქუჩაზე)
  2. "ლუკოილი" (შევისყიდეთ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე)
  3. "გალფი" (შევისყიდეთ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე)
  4. "სოკარი" (შევისყიდეთ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე)
  5. "რომპეტროლი"(შევისყიდეთ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე)

ნიმუშები დაინომრა და ჩაბარდა ლაბორატორიას შესამოწმებლად. მიღებული პასუხები შეჯამებულია ცხრილში.

მაჩვენებელი ერთეული

ნორმა

საქართველო

ნორმა

EU

ნორმა

"გოსტი"

ვისოლი ლუკოილი გალფი სოკარი

რომპეტ

როლი

სიმკვრივე 20ºC-ზე გ/სმ³       0.7423 0.7454 0.7478 0.7433 0.7429
სიმკვრივე 15ºC-ზე გ/სმ³     0.725-0.78 0.7465 0.7496 0.7520 0.7475 0.7471
ოქტანობა - კვლევითი   >95 >95 >95 96.6 96.5 96.3 96.5 96.3
ოქტანობა - ძრავული     >85 >85 85.3 85.3 85.2 85.3 85.2
ტყვია გ/ლ <0.005 <0.005 <0.005 0.0008 0.0007 0.0008 0.0006 0.0006
დუღილის დასაწყისი ºC     >30 37 42 39 39 36
10%-ს გამოხდა ºC     <75 51 61 54 54 49
50%-ის გამოხდა ºC     <120 92

101

97 95 96
90%-ის გამოხდა ºC     <180 156 171 167 164 164
დუღილის დასასრული ºC     <215 192 206 205 202 200
მოცულობა, რომელიც გამოიხდება 70ºC-ზე %     22-50 31 19 24 30 32
მოცულობა, რომელიც გამოიხდება 100ºC-ზე %     46-71 56.5 49.5 53 54 53
მოცულობა, რომელიც გამოიხდება 150ºC-ზე %     >75 87 82 84 85 86
ნარჩენი %     <1.5 0.4 0.8 0.7 0.9 0.6
ნარჩენები და დანაკარგები %     <4 2.4 2.8 3.2 2.9 3.1
ნაჯერი ორთქლის წნევა კპა   <70 <60 66 55 56 60.6 62
გოგირდი პპმ <50 <10   8 8 5 4 4
ფაქტიური ფისები მგ/100სმ³     <5 0.9 0.8 1.1 1 1.1
ბენზოლი % <3 <1 <3 0.78 0.86 .88 0.93 0.98
არომატული ნაერთები % <42 <35 <42 30.4 27.2 30.3 27.8 33

ლაბორატორული პასუხების მიხედვით, ხუთივე სინჯი როგორც ქართულ, ასევე ევროპულ მოქმედ მოთხოვნებს შეესაბამება. განსხვავება შემოწმებულ ბენზინების მახასიათებლებს შორის საკმაოდ უმნიშვნელოა და ვერ ხსნის იმ დაკვირვებას, რაც მომხმარებლის წერილშია აღნიშნული. საკითხის უკეთ გასარკვევად საჭიროა საწვავის ეფექტურობის სტენდური გამოცდა, რაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. შევეცდებით მომავალში მოვძებნოთ ლაბორატორია, რომელიც ამ მახასიათებელს შეგვიმოწმებს.

საწვავის შემდეგი შემოწმება განხორციელდება მოქალაქეთა შემოწირულობების დაგროვების მიხედვით.




print version
08:09:05 2015-05-10

კომენტარის დამატება

zviadi   21:53:06 2016-03-28  უპასუხე   
გამარჯობათ იქნებ შეამოწმოთ ლუკოილის ევრო დიზელი რამაც საშინელ დგეში ჩამიგდო მანქანა გაჭედა ფილტრები და -5გრადუსზე გამეყინა დამტოვა გზაში. ევრო დიზელი კი არა სუფთა პარაფინია

ია   23:47:42 2015-12-02  უპასუხე   
ცნობილია, რომ შესაძლებელია გარკვეული ნივთიერებების დამატება ოქტანობის გაზრდის მიზნით... აქ ეს მომენტი არ ჩანს. ერთ–ერთი ნივთიერების დამატების დროს, მაგალითად ზაფხულში ის სწრაფად აქროლადი ხდება და ეს შეეტყობა მანქანას, შესაძლებელია ეთილის სპირტის დამატებით ოქტანობის გაზრდა, რაც იწვევს ბენზინში წყლის გაჩენას და მინიმუმ ბენზინის ხარჯის გაზრდას და სხვა პრობლემებთან ერთად არასწორ წვას, რაც კონკრეტულად ჩემი მანქანისათვის მაგალითად დამღუპველია.... ამას ვინ შეამოწმებს?

ლუკა   01:56:30 2015-10-11  უპასუხე   
მშვენიერია. ვაკვირდებოდი ნორმებს და როგორც ჩანს ყველა ფირმის საწვავი მწყობრშია. აქედან გამომდინარე ავდგეთ და ვასხათ რომელიც გვინდა))? ანუ ცუდი არცერთი არ არის?
თამარ, CSRDG   11:48:18 2015-10-12  უპასუხე   
ლუკა საწვავში შემოწმებული ყველა ნორმა ნორმაშია და თითქმის ერთნაირია ყველა საწვავის შემთხვევაში. თუმცა ამ ბენზინებში განსხვავება მაინც არის და სწორად იმ განსხვავები შემოწმებაა შეუძლებელი. ანუ წვა როგორ ხდება სხვადასხვა საწვავის

ნიკა   17:44:44 2015-05-21  უპასუხე   
კაია მაინც რო შემოწმდა, მაგრამ რაოდენობას თუ ასხავენ რამდენისასაც იხდი ეგ უნდა შემოწმდეს. ბაკის მაგივრად მიერთდეს რამე ჭურჭელი რომ ვერ შეამჩნიონ და შემოწმდეს, საინტერესო იქნება რამდენს გვატყუილებენ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge