ბოლო ცვლილებები

ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება

სულ ნიუსები: 21

2015 წლის 02 აპრილს, რადიო-გადაცემაში "შტრიხ კოდი" მომხმარებელმა ისანში მდებარე მაღაზია "ფურშეტში" ნოზაძის ქათმის შემოწმება გვთხოვა. მომხმარებლის განმარტებით მან ქათამი ნედლ მდგომარეობაში, უთავოდ და უფეხოდ შეფუთული იყიდა და პროდუქტი შეფუთვის გახსნისას დაიშალა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 16 აპრილს მივედით ქ. წამებულის გამზ. 98-ში მდებარე მაღაზიაში შპს "ფურშეტ ჯორჯია" და შევიძინეთ  მაღაზიის დაფასოებული "ქათამი ნოზაძე" (შეფუთვის თარიღი 16 აპრ. 2015, ვარგისია 18 აპრ.2015). პროდუქტი შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკში და სპეციალური მაცივარ-კონტეინერით მივიტანეთ  ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით ქათამში აღმოჩნდა ნაწლავის ჯგუფის ბაქტერიები (E-coli) და ოქროსფერი სტაფილოკოკი (Staph.aureus).

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და მაღაზიაში.

მომხმარებელს ვურჩევთ, ხმარებამდე კარგად გარეცხონ ქათამი და მიირთვან მხოლოდ საგულდაგულო თერმული დამუშავების შემდეგ. იმედი გვაქვს, რომ სურსათის სააგენტო გადაამოწმებს პროდუქტის სხვა პარტიებს, რათა მავნე პროდუქტის ბაზარზე მოხვედრა გამოირიცხოს.

-----------------------------------------

2015 წლის 28 აპრილს შპს "ფურშეტ ჯორჯიას" წარმომადგენელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

იმავე დღეს, 28 აპრილს ი.მ "ელგუჯა ნოზაძის" წარმომადგენელმაც დაგვიტოვა კომენტარი:




print version
16:21:28 2015-04-27

კომენტარის დამატება

mamuka   18:11:41 2015-04-28  უპასუხე   
მოგესალმებით
გვინდა ი.მ. "ელგუჯა ნოზაძე"-ის სახელით ვუპასუხოთ ელექტრონულ პორტალ: http://www.momxmarebeli.ge/?menu=304&rec=5981 გამოქვეყნებულ ფოტო და ტექსტურ ინფორმაციას და გაცნობოთ, რომ ჩვენს მიერ ფურშეტის ქსელში, ისე როგორც ნებისმიერ სხვა ქსელში, ფრინველის ხორცის მიწოდება ხდება შეუფუთავ მდგომარეობაში, სპეციალური საკვების დიდი კონტეინერებით, ფრინველი ახალი (4-6 საათის) დაკლულია, გასუფთავებულია და სათანადოთ 40C -ზე გახლავთ გაცივებული. ჩვენს საწარმოში, გერმანული კომპანია TUV.SUD-ის მიერ დანერგილია ISO 22000 სტანდართი, რაც ერთმანეთში აერთიანებს მენეჯმენტის უახლეს სისტემასა და სურსათის უვნებლობის HACCP სისტემას. ამასთანავე ყველა საფრინველე და შემდგომ ფრინველის ხორცი მოწმდება ოფიციალურ ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ფრინველის ხორცის ქსელში მიწოდება. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ მიწოდებული ფრინველის ხორცი ვერიქნებოდა გაფუჭებული, დაზიანებული, შელახული ან/და დაშლილი.
30 წელია ვაწარმოებთ ფრინველის ხორცს და ჯერ არ გვინახავს როგორ იშლება ხორცი ვინაიდან შეუძლებელია ასეთი რამ მოხდეს.
ჩვენ პასუხს ვაგებთ თითოეულ ობიექტზე ხარისხიანი და უვნებელი პროდუქციის მიწოდებაზე, მიწოდების შემდეგ კი სავაჭრო ობიექტი აგებს პასუხს მის შესაბამის პირობებში შანახვასა და მომხმარებლამდე უვნებელი პროდუქციის მიწოდებაზე. გარწმუნებთ, არც ერთი სავაჭრო ობიექტი არ მიიღებს დაზიანებულ პროდუქციას, მიღებისას ხდება პროდუქტის ვიზუალური შემოწმებაც და შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გადაცემაც. თუ ეს ყველაფერი არადამაკმაყოფილებელია, პროდუქცია ვერ მიაღწევს მომხამრებლამდე.

როგორც ხედავთ პროდუქტების ფასები ძალიან გაიზარდა, ჩვენ კი ჩვენი პროდუქის ფასი კვლავ შევინარჩუნეთ, რამაც გამოიწვია წარმოებისთვის ფინანსური ზარალის მიყენება და საჭიროდ ჩავთვალეთ დროებით შეჩერება.
შესაბამისად, რაც შეეხება ფურშეტის კომენტარს მან კი არ შეწყვიტა ჩვენთან თანამშრომლობა, ჩვენ შევაჩერეთ პროდუქციის მიწოდება გამომდინატრე ლარის გაუფასურებიდან და ამ პროცესით მოყენებული ზარალიდან, მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ხნით ვიდრე წარმოება დაასტაბილურებს მის მდგომარეობას ახალი გარემოებების გათვალისწინებით.
აქვე მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ვებგვერდის საშუალებით ჩვენს მუდმივ და ერთგულ მომხმარებელს აცნობოთ, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში დავბრუნდებით ბაზარზე ჩვენი ურყევი ხარისხის პროდუქციით, რასაც დამატებით გაცნობებთ.

თამარ, CSRDG   12:28:15 2015-04-29  უპასუხე   
მადლობა ბ-ნ მამუკა განმარტებისთვის. თქვენს კომენტარს სურათად დავურთავთ ჩვენს სტატიას.

Ekaterine Siprashvili   14:42:31 2015-04-28  უპასუხე   
მოგესალმებით,

,,ფურშეტ ჯორჯიამ’’ შეაჩერა 21 აპრილიდან ი/მ ელგუჯა ნოზაძის პროდუქციის მიღება ყველა ფილიალში.
ჩვენ სიამოვნებით ვთანამშრომლობთ ყველა საკონტროლო დაწესებულებასთან და გავითვალისწინებთ ყველა თქვენს რეკომენდაციას პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებით.

პატივისცემით,
,,ფურშეტ ჯორჯიას’’ ადმინისტრაცია
თამარ, CSRDG   16:04:10 2015-04-28  უპასუხე   
მადლობა ინფორმაციისათვის


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge