ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
"ტამეკი ფორთოხლის წვენი"
ეტიკეტი, უალკოჰოლო სასმელები,

2015 წლის 11 აპრილს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე დაფარული კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 16 აპრილს, სანდრო ეულის ქ, #2-ში მდებარე მაღაზიაში "ფრესკო შოპინგ ცენტრი" შევიძინეთ "ტამეკი ხილის წვენი ფორთოხალი", რომლის ეტიკეტზე უცხოენოვანი წარწერაა "ORANGE NECTAR",  რაც ქართულად ფორთოხლის ნექტარს ნიშნავს.  პროდუქტზე დაკრულ ქართულ ეტიკეტზე კი არასწორი ინფორმაციაა მითითებული:  "ტამეკი ხილის წვენი ფორთოხალი".

არასწორად შედგენილ ქართულ ეტიკეტს ქართველი მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს პროდუქტის ბუნებასთან დაკავშირებით. 

გაიგზავნა წერილები მაღაზაში და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

----------------------------

2015 წლის 22 აპრილს ტელეფონით დაგვიკავშირდა შპს "ფრესკო ტრეიდ ჰაუსის" წარმომადგენელი და გვაცნობა, რომ მათ წერილობით მიმართეს "ტამეკი ფორთოხლის ნექტარის" სადისტრიბუციო კომპანიას და მოსთხოვეს აღნიშნული წვენის მათი მაღაზიათა ქსელიდან გატანა და პროდუქტზე უცხოური ეტიკეტის იდენტური ქართული ეტიკეტის განთავსება. წინააღმდეგ შემთხვევაში "ფრესკო" უარს აცხადებს ამ პროდუქტის ქსელში განთავსებაზე. 




print version
16:20:41 2015-04-17

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge