ბოლო ცვლილებები

ჯარიმები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა
მომხმარებლის უფლებების დღე - პროდუქტის უსაფრთხოება
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
შეძენილ პროდუქტსა და მომსახურებაზე უარის თქმა
კოსმეტიკური საშუალებების ვადები

სულ ნიუსები: 21
მიწის თხილი "ჯერი"-ს ხელახალი შემოწმება
არასასურველი ნივთიერებები სურსათში, ხილ-ბოსტნეული,

2015 წლის თებერვალში ჩვენ შევამოწმეთ ქართულ ბაზარზე არსებული ჩინური წარმოების მიწის თხილები. ერთ-ერთ შემოწმებულ პროდუქტში (მიწის თხილ "ჯერი"-ში) ლიტვის საგამოცდო ლაბორატორიამ აფლატოქსინის გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინა, რაც ქართულმა ლაბორატორიამ არ დაადასტურა. ამის გამო გადავწყვიტეთ მიწის თხილი "ჯერი" ხელახლა შეგვეძინა და ხელახლა შეგვემოწმებინა აფლატოქსინის შემცველობაზე როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლაბორატორიებში.

ამ მიზნით, 2015 წლის 09 მარტს, მაღაზია "კარფურში" შევიძინეთ მიწის თხილი "ჯერის" (07.01.2015-09.02.2017) 9 შეფუთვა, ყველა შეფუთვა დაინომრა და სამი მათგანი ( #1, #2, და #3) გავგზავნეთ ლიტვაში, ხოლო სამი შეფუთვა (#4,#5,#6) ჩავაბარეთ სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ინსტიტუტის საგამოცდო ლაბორატორიაში. ორივე ლაბორატორიას ვთხოვეთ, ჩაბარებული ნიმუშები ცალ-ცალკე შეემოწმებინათ, რაღა გაგვერკვია, განსხვავდება თუ არა ეს პარამეტრი ერთი და იმავე პარტიის სხვადასხვა ნიმუშებში.

ამჯერად ექვსივე სინჯის შემოწმებისას საქართველოში მოქმედი ნორმა (5 მკგ/კგ) დაცული იყო. იხ: ლიტვის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხები,სანიტარიისა და ჰიგიენის ს/კ ლაბორატორიის პასუხები: #4#5#6.  რაც შეეხება ევროპულ ნორმას (2მკგ/კგ), 5 ნიმუშში იგი დაცული იყო, მხოლოდ ერთ ნიმუშში იყო დარღვეული.

როგორც ამ შედეგებიდან ჩანს, პროდუქტის ერთსა და იმავე პარტიის სხვადასხვა შეფუთვაში აფლატოქსინის შემცველობა განსხვავებულია. თუ გავითვალისწინებთ, რომ აფლატოქსინი ობის შხამია, უნდა ვივარაუდოთ, რომ ობის განვითარება უკვე შეფუთული პროდუქტის არასათანადო პირობებში შენახვა-ტრანსპორტირებისას ხდება. მომხმარებელს ვურჩევთ ეს პროდუქტი მოხმარებამდე საგულდაგულოდ მოხალოს - სხვადასხვა მონაცემებით მოხალვა ამცირებს პროდუქტში აფლატოქსინის რაოდენობას. ჩვენ აგრეთვე თხოვნით მივმართავთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რათა პროდუქტის ტრანსპორტირების და შენახვის პირობები შეამოწმონ.




print version
16:17:30 2015-03-30

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge