ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20

2014 წლის დეკემბერში, მომხარებლის საჩივრის საფუძველზე, აფლატოქსინების შემცველობაზე შემოწმდა რამდენიმე დასახელების იმპორტული მიწის თხილი. ლაბორატორიულ ანალიზს დარღვევა არ გამოუვლენია და ამის შესახებ ინფორმაცია მომხარებლებს მივაწოდეთ. თუმცა, ვინაიდან ევროკავშირში და საქართველოში აფლატოქსინის შემცველობის ნორმა განსხვავებულია, გადავწყვიტეთ ამ პროდუქტის ევროპაში გაგზავნა და იქ შემოწმება ევროპული ნორმის შესაბამისად.

2015 წლის 04 თებერვალს, მაღაზია კარფურში შევიძინეთ 4 დასახელების მიწის თხილი, მივანიჭეთ მათ პირობითი ნომრები და გავგზავნეთ ლიტვის ლაბორატორიაში:

#1 - ჩინური წარმოების მიწის თხილი "ჯერი", 07/01/15-09/02/17, 700გრ.

#2 - ჩინური წარმოების მიწის თხილი "ამიგო", 10/08/14 - 09/08/16, 227გრ (მეტალის ქილაში);

#3 - ჩინური წარმოების მარილიანი მოხალული არაქისი "სოლედო", 09/10/14-08/10/16, 175გრ (მეტალის ქილაში);

#4 - ჩინური წარმოების  მარილიანი მიწის თხილი "გემო", 18/06/14-17/12/15, 150გრ (მეტალის ქილაში);

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით #1 მიწის თხილში ("ჯერი") აღმოჩნდა აფლატქოსინი B1-ის ისეთი გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც ქართული ნორმის მიხედვითაც კი დაუშვებელია.

იმის შესამოწმებლად, ეს საშიში ნივთიერება პროდუქტის მხოლოდ ერთ შეფუთვაში იყო თუ სხვებშიც, კიდევ ერთი რეფერენტული ნიმუში შემოწმდა, ამჯერად უკვე ქართულ ლაბორატორიაში. ამ შეფუთვაში ლაბორატორამ აფლატოქსინის საერთოდ ვერ აღმოაჩინა.

ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროდუქტის შესწავლას და შედეგებს კვლავ გამოვაქვეყნებთ.




print version
12:30:46 2015-03-10

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge