ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევისათვის
ტყვიის ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე
შვრიის ფანტელი HAHNE
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში
მომხმარებლის უფლებების დაცვა გაეროს მიერ
სასურსათო რისკების ანალიზი
ევროკავშირის კანონმდებლობა სურსათზე
ვაჭრობის აკრძალული მეთოდები
სურსათის ეტიკეტირება ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21
"აგარის შაქრის" ეტიკეტი
ეტიკეტი, ტკბილეული,

2015 წლის 30 იანვარს მომხარებელმა დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ მაღაზიებში იყიდება "აგარის შაქარი" რომელსაც ეტიკეტზე აქვს წარწერა "ეკოლოგიურად სუფთა". მომხმარებელს აინტერესებდა, თუ რამდენად შეესაბამება ეს წარწერა სინამდვილეს.

2014 წლის 04 თებერვალს შევიძინეთ "აგარის შაქარი", რომლის შეფუთვაზეც მართლაც არის წარწერა "ეკოლოგიურად სუფთა". მომხმარებლებს შევახსენებთ, რომ 2014 წლის 1 აგვისტოდან სასურსათო პროდუქტზე ასეთი წარწერის გაკეთება დაიშვება მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტის - ბიოწარმოების სერტიფიკატის საფუძველზე.

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება წარწერა "ეკოლოგიურად სუფთა" კანონმდებლობის მოთხოვნებს და წერილობით ვთხოვეთ შპს "აგარის შაქრის კომპანიას" ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რომელი სასერტიფიკაციო ორგანოს მიერ იყო გაცემული შესაბამისი ბიოწარმოების სერტიფიკატი. ინფორმაცია ეტიკეტირების წესის სავარაუდო დარღვევის თაობაზე აგრეთვე მივაწოდეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსაც.

2015 წლის 02 მარტს შპს "აგარის შაქრის კომპანიიდან" მივიღეთ წერილობითი პასუხი, რომელშიც კანონმებლობის დარღვევით განხორციელებული წარწერა გამართლებულია იმით, რომ შაქრის ეს შეფუთვა ძველია (თუმცა ზემოთ ფოტოზე პროდუქტის წარმოების თარიღად აშკარად იკითხება 27.12.2014). კომპანიის წერილში მითითებულია, რომ 2015 წლის თებერვლიდან კომპანია პროდუქტის ამ შეფუთვას აღარ იყენებს.




print version
12:27:19 2015-03-02

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge