ბოლო ცვლილებები

სემინარი ჟურნალისტებისათვის
სურსათის უვნებლობის კონტროლისათვის საჭირო კადრები
უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება
წარმატების ამბავი - მომხმარებლისათვის დაბრუნებული თანხა
მოგზაურობის ხარვეზები
პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების შემოწმება
ბეჭდური პუბლიკაციები
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
სურსათის შემოწმება არასაკვებ საღებავებზე
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის მეორე კვარტლის კონტროლის შედეგები

სულ ნიუსები: 21
არაჟანი "მილკო"
რძის ნაწარმი,

 მომხმარებელმა ფეისბუქის გვერდზე არაჟანი "მილკო"-ს შემოწმება გვთხოვა:

2015 წლის 20 თებერვალს, შევიძინეთ შპს "მილკო ფუდი"-ს წარმოებული სამი დასახელების "არაჟანი":

ორი სხვადასხვა შეფუთვა (პლასტმასის ვედროში და პოლიეთილენის ქილაში) "მილკო არაჟანი 15%" 

 

და "მილკო არაჟანი ბიფიდო"

პირველ და მეორე შეფუთვებს მითითებული აქვს, რომ პროდუქტი შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რაც საქართველოს კანონმდებლობით ჯერ-ჯერობით აკრძალული არ არის. , თუმცა ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტები ნამდვილი არაჟანი არ არის. მესამე შეფუთვაზე მცენარეული ცხიმი მითითებული არ არის და აღნიშნულია, რომ პროდუქტი ნატურალური რძის ნაღებისაგან და ნაღების კარაქისგან არის დამზადებული. ამიტომ შესამოწმებლად ლაბორატორიაში მხოლოდ მესამე პროდუქტი მივიტანეთ.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, "მილკო არაჟანი ბიფიდო"-ში საერთო ცხიმის რაოდენობა 20%, ხოლო ამ ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა 95,5%, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქტი მართლაც რძის პროდუქტებისგან არის დამზადებული.

---------- 2015 წლის  27 მარტს, შპს "ნორმა"-მ წერილობით გვაცნობა, რომ მათ მიერ მოწოდებულ ანალიზის პასუხში გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოცდის მეთოდებს ეხება და ეს შეცდომა მიღებულ შედეგებზე არ აისახება. ლაბორატორიიდან მიღებული წერილი,  ანალიზის გაუქმებული პასუხი.




print version
12:26:51 2015-03-02

კომენტარის დამატება

Niki   13:45:35 2015-04-05  უპასუხე   
ხაჭო ც რო შეამოწმონ რაა


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge