ბოლო ცვლილებები

გაყინული ხინკალი მაღაზია „კამადან“
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის კონტროლის შედეგები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს განხორციელებული კონტროლის შედეგები
თამბაქოს მოხმარების წესები გამკაცრდა
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
ჯარიმები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

სულ ნიუსები: 21
"პალმა წვენი - მწვანე ვაშლი"
ეტიკეტი, უალკოჰოლო სასმელები,

2015 წლის 20 თებერვალს დაგვიკავშირდა ერთ-ერთი მეწარმე და გამოთქვა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ  საქართველოში გაყიდვაში არსებულ წვენების, ნექტარების და წვენის შემცველი სასმელების ქართულ ეტიკეტები როგორც წესი არასწორია და მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. მაგალითისთვის მან მიგვითითა წვენი "პალმა", რომლის ქართული და უცხოური ეტიკეტები სრულებით განსხვავებულ ინფორმაციას შეიცავს.

2015 წლის 20 თებერვალს მაღაზიაში "გუდვილი საბურთალოზე" შევიძინეთ  "პალმა წვენი - მწვანე ვაშლი". ეტიკეტის უცხოენოვანი წარწერების დათვალიერებისას გაირკვა, რომ პროდუქტი არ წარმოადგენს წვენს, არამედ იგი წვენისდშემცველი სასმელია, რომელშიც აღდგენილი წვენი სულ 15%-ს შეადგენს. ეს ინფორმაცია ქართულენოვან ეტიკეტში გადმოცემული საერთოდ არ არის. ქართულ ეტიკეტზე აგრეთვე არ არის მითითებული ინგრედიენტები, რომლისგანაც დამზადებულია პროდუქტი: კონცენტრირებული ვაშლის წვენი, წყალი, შაქარი, ლიმონის მჟავა, ვაშლის არომატიზატორი.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში ეტიკეტირების მოთხოვნების დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის მოთხოვნით.

_________________

2015 წლის 26 თებერვალს ტელეფონით დაგვიკავშირდა იმპორტიორი ფირმა შპს "ინტრეიდის" წარმომადგენელი და შეგვატყობინა, რომ ფირმამ უკვე შეუკვეთა ახალი ქართული ეტიკეტი და უახლოეს მომავალში მომხმარებელს ამ პროდუქტის ყიდვა განახლებული ეტიკეტით შეეძლება.




print version
12:26:09 2015-02-23

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge