momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
სილქნეტის ახალი ტარიფები
რჩევები,

ბევრი მომხმარებელი დაგვიკავშირდა თხოვნით, შეგვეფასებინა, რამდენად კანონიერია სილქნეტის მიერ მომსახურების ტარიფების გაზრდა. უკანონობა ჩვენ ამ ეტაპზე ვერ აღმოვაჩინეთ, თუმცა იმისათვის, რომ არ დაზარალდეთ, გირჩევთ 4 მარტამდე გამოჰყოთ დრო, გადახედოთ სილქნეტის შეცვლილ ტარიფებს და შეაფასოთ, მისაღებია თუ არა თქვენთვის ისინი. თუ ახალი ტარიფები თქვენთვის მისაღები არ არის, თქვენ უნდა დროულად შეცვალოთ ან გააუქმოთ ხელშეკრულება სილქნეტთან! სხვა შემთხვევაში 4 მარტიდან ავტომატურად ახალი ტარიფებით მოგიწევთ გადახდა! მომსახურების პაკეტების შესაცვლელად ან ხელშეკრულების გასაწყვეტად ისარგებლეთ კომპანიის ცხელი ხაზით 2100100 ან ვებ-გვერდით  www.silknet.com. განმარტებებისთვის იხ. ეს გვერდი.

მოკლედ აღვწერთ რა ხდება: 2015 წლის იანვრის ბოლო კვირას სატელეკომუნიკაციო კომპანია "სილქნეტის" აბონენტებს მიუვიდათ ასეთი შინაარსის სმს-გზავნილი:

"04.03.15-დან იცვლება სილქნეტის ოპტიკური/DSL ინტერნეტ სიჩქარეები და იზრდება ოპტიკური/DSL ინტერნეტის და TV პაკეტების ტარიფები. დეტალურად: www.silknet.com/2100100".

შესაბამისი ინფორმაცია საკმაოდ ადვილად მოსაძებნია სილქნეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესვლისას:

ბმულზე დაწკაპვით იხსნება დეტალური ინფორმაცის გვერდი, სადაც მითითებულია ინტერნეტისა და ტელევიზიის სხვადასხვა პაკეტების ძველი (მიმდინარე) და ახალი ფასები:

ვებ-გვარდზე განთავსებული ინფორმაციიდან გასაგები ხდება, რომ კომპანია გადაწყვიტა შეამციროს მის მიერ შეთავაზებული მომსახურების მრავალფეროვნება. კერძოდ, ოპტიკური ინტერნეტის 5 სხვადასხვა სიჩქარის ნაცვლად იგი 4 მარტიდან მომხმარებელს სთავაზობს მხოლოდ 4 სიჩქარეს, ხოლო DSL-ინტერნეტის 6 სიჩქარის ნაცვლად - მხოლოდ 3-ს. ეს ცვლილება ხორციელდება შედარებით დაბალსიჩქარიანი ინტერნეტ-შეთავაზებების ნაწილის გაუქმების ხარჯზე. შედეგად მომხმარებელს აღარ ექნება შესაძლებლობა შეიძინოს ოპტიკური ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 20 ლარად ან DSL-ინტერნეტის მინიმალური პაკეტი 18 ლარად სანაცვლოდ, ინტერნეტის მინიმალური პაკეტის ფასი ოპტიკური ინტერნეტისთვის ხდება 26 ლარი, ხოლო DSL-ინტერნეტისთვის - 24ლარი.

ცვლილებები ეხება ტელევიზიასაც: აქ უცვლელი რჩება მხოლოდ Standard და Silk სპორტ პაკეტების ფასი - 9 და 10 ლარი შესაბამისად. ყველა სხვა პაკეტი ძვირდება 5 ლარით, პაკეტი Deluxe - 10 ლარით. გამონაკლისია პაკეტი Region, რომელიც 1 ლარით იაფდება.

თუ თქვენთვის მიუღებელია სილქნეტის შეცვლილი ტარიფები, თქვენ უნდა დროულად გააუქმოთ ხელშეკრულება კომპანიასთან. იხილეთ თქვენს რაიონში ხელმისაწვდომი სხვა ინტერნეტ- პროვაიდერების სია ტელეკომუნიკაციების კომისიის ვებ-გვერდზე.




print version
17:18:31 2015-02-16

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge