momxmarebeli.ge

ბოლო ცვლილებები

ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის აპრილ-ივნისის კონტროლის შედეგები
ხილის წვენები და მსგავსი სასმელები
რას ნიშნავს „გმო“?
მომხმარებლის ძირითადი უფლებები
სურსათთან დაკავშირებული რისკის შეფასება
როგორ შევარჩიოთ სამომხმარებლო პროდუქცია?
ბეჭდური პუბლიკაციები
შაქრის ეტიკეტი

სულ ნიუსები: 21
შესქელებული რძე "ომკა"
რძის ნაწარმი, სურსათის ხარისხი,

2014 წლის 17 დეკემბერს, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა:

საჩივრის შემოწმების მიზნით რამდენიმეჯერ ვიყავით მაღაზია "ჯიბეში", თუმცა "ომკას" ფირმის შესქელებული რძე გაყიდვაში არ ქონდათ. 2015 წლის 13 იანვარს ეს პროდუქტი აღმოვაჩინეთ ს. ეულის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ფრესკოში", სადაც შევიძინეთ "ომკას" ფირმის შესქელებული ცხიმმოუხდელი რძე. პროდუქტის ეტიკეტზე, მითითებულია: "ნატურალური რძე შაქრით- 8,5% ცხიმი. პროდუქტის შემადგენლობა: ნატურალური რძე, შაქარი, რძის შაქარი."

აღნიშნული პროდუქტი მივიტანეთ ლაბორატორიაში, მასში საერთო ცხიმისა და რძის ცხიმის შემცველობის დასადგენად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, შესქელებულ რძეში, საერთო ცხიმი 8,5 %, ხოლო საერთო ცხიმში რძის ცხიმის შემცველობა 98,7% აღმოჩნდა. ეს ნიშნავს, რომ პროდუქტი ნამდვილი რძისგანაა დამზადებული.

2015 წლის  27 მარტს, შპს "ნორმა"-მ წერილობით გვაცნობა, რომ მათ მიერ მოწოდებულ ანალიზის პასუხში გაიპარა ტექნიკური შეცდომა, რომელიც გამოცდის მეთოდებს ეხება და ეს შეცდომა მიღებულ შედეგებზე არ აისახება. ლაბორატორიიდან მიღებული წერილი,  ანალიზის გაუქმებული პასუხი.




print version
17:18:28 2015-01-28

კომენტარის დამატება

მიშა   12:00:00 2015-02-13  უპასუხე   
მინდა გთხოვოთ "სვანური" დასახელების არაჟნის და კარაქის შემოწმება. ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე გაყიდვაში და ძალიან გემრიელია და მაინტერესებს არის თუ არა მასში მცენარეული ცხიმი. მადლობა წინასწარ

lili   15:02:52 2015-02-09  უპასუხე   
მადლობა ხალხზე რომ ზრუნავთ


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge