ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის პირველი კვარტლის კონტროლის შედეგები
სურსათის უვნებლობის კონტროლის ზოგიერთი საკითხი
შვრიის ფანტელი HAHNE
კარფურში შეძენილი კარაქი „ვალიო“
კარფურში შეძენილი ასაწონი „ხაჭო 4%“
მომხმარებლის უფლებების მსოფლიო დღე
წარმატების ამბავი - სამკურნალო-ესთეტიკური ცენტრის ხელშეკრულება
მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ -- წერილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს
მუქი ქიშმიში

სულ ნიუსები: 21
არაჟანი "სანტე ექსტრა 15%"
რძის ნაწარმი, სურსათის ჰიგიენა,

2015 წლის 21 იანვარს, მომხარებელმა დაგვირეკა სურსათის ცხელ ხაზზე (2194242) და შეგვატყობინა, რომ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-2 კორპუსის მ/ტ მდებარე მაღაზიაში შეიძინა არაჟანი სანტე 15%, გამოშვების ვადა 15.01.2015, რომელმაც მისი შვილიშვილი მოწამლა.

საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2015 წლის 21 იანვარს მივედით დიღმის მასივის მე-3 კვარტლის მე-2 კორპუსის წინ, სამხედრო კომენდატურის მ/ტ მდებარე მაღზიაში (ი.მ. "გურამი ბიჯიაშვილი"), შევიძინეთ არაჟანი "სანტე 15% ექსტრა", გამოშვების თარიღი 15.01.2015, რომელიც მივიტანეთ ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით არაჟანის მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მახასიათებლები ნორმაშია.




print version
17:18:26 2015-01-28

კომენტარის დამატება

ლიკა   12:21:11 2015-02-12  უპასუხე   
სანტეს პროდუქტები მოწმდება გმო-ზე? არაერთხელ ვკითხე პირადად მათ, საკუთარ გვერდზე და პასუხს თავი აარიდეს.. მხოლოდ სანტინოს მაწონს აწერია რომ არ შეოცავს გმო-ს. უკრაინული დესერტები ჩაძირეს არადა, რომელსაც ეწერა რომ არ შეიცავდა გმო-ს. სანტეს კი ვერ ვიყიდი ბავშვებისათვის, სანამ არ მეცოდინება შეიცავს თუ არა.
თამარ, CSRDG   14:21:17 2015-02-12  უპასუხე   
ლიკა საქართველოს კანონმდებლობით თუ პროდუქტი შეიცავს 0,9%-ზე მეტ გმო-ს მაშინ აუცილებელია პროდუქტის შეფუთვაზე ამის მითითება. თუ პრიოდუქტი არ შეიცავს გმო-ს, მითითება "არ შეიცავს გმო-ს" მხოლოდ მარკეტინგული გათვლაა და ამას კანონმდებლობა არ ითხოვს. მცენარეული ცხიმის შემცველი რძის პროდუქტების დასამზადებალად გამოიყენება რაფინირებული ცხიმები, ხოლო რაფინირებულ ცხიმში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის აღმოჩენა პრაქტიუკულად შეუძლებელია (მასში არ არის არც ცილა და არც დნმ).


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge