ბოლო ცვლილებები

ჯარიმები
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის იანვარ-მარტის კონტროლის შედეგები
ევროკავშირში აღმოჩენილი სახიფათო არასასურსათო პროდუქტები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
სახიფათო პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე
საქართველოში სანთებელების კონტროლი ამოქმედდა
მომხმარებლის უფლებების დღე - პროდუქტის უსაფრთხოება
საზოგადოებრივი ორგანიზიაციების მიმართვა საქართველოს ხელისუფლებას
შეძენილ პროდუქტსა და მომსახურებაზე უარის თქმა
კოსმეტიკური საშუალებების ვადები

სულ ნიუსები: 21
იმპორტული თხილები და ჩირი
არასასურველი ნივთიერებები სურსათში,

2014 წლის 16 დეკემბერს, მომხარებელმა ვებ-გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა, სადაც გვითითებდა, რომ ევროკავშირის სწრაფი შეტყობინების სისტემის პორტალზე უხვადაა ინფორმაცია აფლატოქსინების აღმოჩენის თაობაზე თურქულ თხილში,  ფსტაში (ე.წ. "ფისტაშკა') და ლეღვის ჩირში, აგრეთვე ჩინურ და ეგვიპტურ არაქისში. მომხმარებელი საქართველოში იმპორტირებული ამ პროდუქტების უვნებლობის შემოწმებას გვთხოვდა:

2014 წლის 24 დეკემბერს მაღაზია "სმარტში" შევიძინეთ თურქული წარმოების ფსტა. ხოლო მაღაზია კარფურში შევიძინეთ "ბაიარას" დასახელების თურქული ლეღვის ჩირი და გარჩეული თხილი, აგრეთვე თურქული წარმოების მოხალული თხილის გული  "თადიმი" და სხვადასხვა წარმოების ჩინური მიწის თხილი: "ამიგო", "გემო", "ჯერი" და "სოლედო". შეძენილ პროდუქტებს მივანიჭეთ შემდეგი პირობითი ნომრები :

#1 - თურქული წარმოების ფსტა "მეინა" , 13/10/14-13/10/15, 160 გრ.

#2 - დუბაის წარმოების თხილი "ბაიარა", 04/14-04/15, 200გრ;

#3 - თურქული წარმოების მოხალული თხილის გულები "თადიმი", 06/09/14-06/09/15, 200გრ;

#4 - დუბაის წარმოები თურქული ლეღვის ჩირი "ბაიარა", 05/14-05/15, 200გრ;

#5 - ჩინური წარმოების  მარილიანი მიწის თხილი "გემო", 21/07/14-20/01/16, 150გრ (მეტალის ქილაში);

#6 - ჩინური წარმოების მარილიანი მოხალული არაქისი "სოლედო", 09/10/14-08/10/16, 175გრ (მეტალის ქილაში);

#7 - ჩინური წარმოების მიწის თხილი "ამიგო", 10/08/14 - 09/08/16, 227გრ (მეტალის ქილაში);

#8 - ჩინური წარმოების მიწის თხილი "ჯერი", 03/09/14-13/09/16, 700გრ.

პროდუქტები ჩაბარდა ორ ლაბორატორიას აფლატოქსინების შემცველობის შესამოწმებლად: შპს "მულტიტესტი და  ნათაძის სახელობის სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორია.

                                                                                     

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ( #1, #2, #3, #4, #5, #6, #7#8) პროდუქტებში აფლატოქსინის შემცველობა საქართველოში მოქმედი ნორმების ფარგლებშია. თუმცა, ვინაიდან მიწის თხილისათვის ნორმა ევროკავშირში უფრო მკაცრია, დაგეგმილია მიწის თხილის დამატებითი შემოწმება ევროკავშირის რომელიმე ლაბორატორიაში.




print version
17:18:23 2015-01-09

კომენტარის დამატება

ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge