ბოლო ცვლილებები

ბეჭდური პუბლიკაციები
სუნელების შემოწმება
ბილეთების ონლაინ შეძენა
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
ავტომატური კომპენსაცია მომხმარებლებს
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 20

2014 წლის 11 დეკემბერს, მომხარებელმა დაფარული კომენტარი დაგვიტოვა ფეისბუქის გვერდზე:

მომხმარებლის მიერ მითითებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ პანგასიუსს ქიმიურად დაბინძურებულ წყლებში მოაშენებენ და რომ თევზის ხორცი დიდი ოდენობით დარიშხანს, სხვა მეტალებს, აგრეთვე პესტიციდებს და ტოქსიკურ ქლორორგანულ ნივთიერებებს - პოლიქლორირებულ ბიფენილებს შეიცავს. შესაბამისად, გადაწყდა პროდუქტში ამ პარამეტრების გაზომვა.

2014 წლი 18 დეკემბერს თბილისის ერთერთ მაღაზიაში შევიძინეთ პანგასისუსი ფილე გაყინული და პანგასიუსის  სტეიკი (ნაჭრები) გაყინული. ორივე პროდუქტი თავისივე შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა ლაბორატორიას პროდუქტში ქიმიური დაბინძურების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით, ორივე პროდუქტში: პანგასიუსის ფილე და პანგასიუსის სტეიკი მძიმე მეტალების, რიგი პესტიციდების და რადიაქტიული ელემენტების შემცველობა დაშვებული ნორმის ფარგლებშია. რაც შეეხება პოლიქლორირებულ ბიფენილებს, დღესდღეობით თევზის ხორცში მათ შემცველობას საქართველოში არსებული არც ერთი ლაბორატორია არ ზომავს. ჩვენ მომავალში შეძლებისდაგვარად შევეცდებით ეს პარამეტრი დამატებით გავზომოთ.




print version
17:18:21 2015-01-09

კომენტარის დამატება

nato gloveli   16:18:00 2015-04-21  უპასუხე   
იცით რა მაინტერესებს, იგივე დაბინძურებულ წყლებში სხვა თევზიც მოყავთ, რატომაა ატეხილი ერთი ამბავი მხოლოდ პანგასიუსზე? ერთხელ ვიყიდე ეს თევზი და არ მომეწონა გემო, გაფუჭების გამო არა, ისე არ მომეწონა


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge