ბოლო ცვლილებები

მოსახლეობის ინფორმირება მავნე პროდუქტების შესახებ
დააფინანსე გაზომვა სურსათის უვნებლობისათვის!
როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“
სურსათის კონტროლი ტყვიის შემცველობაზე
სურსათის ეტიკეტირება
ბეჭდური პუბლიკაციები
ზუთხი მაღაზია უნივერსამიდან
თევზი ხეკი ნიკორადან
„ორმაგი ხარისხის“ პროდუქცია და საფრთხეები ინტერნეტშესყიდვების დროს
გაყინული სკუმბრია „ევროპროდუქტიდან“

სულ ნიუსები: 21

2014 წლის 06 დეკემბერს მომხარებელმა ფეისბუქის გვერდზე კომენტარი დაგვიტოვა და რამოდენიმე ქართული მინერალური წყლის შემოწმება გვთხოვა. მისი განმარტებით, წყლები ფალსიფიცირებულის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვინაიდან იოდის სურნელი ასდის და სოდის ძლიერი გემო აქვს:

მომხმარებლის საჩივრის შესამოწმებლად 2014 წლის 11 დეკემბერს ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "ბომონი"-ში შევიძინეთ ოთხი ტიპის მინერალური წყალი:

1. შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი"-ს მიერ ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყალი "ბორჯომი" (01/11/14 - 01/11/15);

2. შპს "საირმე მინერალ ვოთერზ"-ის მიერ ჩამოსხმული ქართული ნატურალური მინერალური წყალი "საირმე" (04/10/15);

 

3. სს "წყალი მარგებელი"-ის მიერ ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყალი "ნაბეღლავი" (23/11/15)

4. შპს "აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი"-ს მიერ ჩამოსხმული ნატურალური მინერალური წყალი "ლიკანი" (18-11-14).

ბოთლებს მოშორდა ეტიკეტები, მიენიჭა პირობითი ნომრები და ჩაბარდა ლაბორატორიას წყლის მინერალური შემადგენლობის დასადგენად. დამატებით აგრეთვე შემოწმდა იოდის შემცველობა პროდუქციაში.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით  წყლების მინერალური შემცველობა (#1 "საირმე"  #2 "ბორჯომი"; #3 "ნაბეღლავი"; #4 "ლიკანი" , იოდის შემცველობა ოთხივე პროდუქტშიძირითადად თავსდება ეტიკეტზე მითითებულ  ფარგლებში.  ეტიკეტში მითითებულზე ოდნავ მაღალი აღმოჩნდა ნატრიუმისა (Na+), ბიკარბონატის (HCO3-) და ქლორის (Cl-) იონების შემცველობა მინერალურ წყალ ლიკანში  (შესაბამისად, ეტიკეტზე მითითებულზე ოდნავ მაღალია წყლის ჯამური მინერალიზაციაც). ამავე დროს, შესაბამისი ბუნებრივი ქართული წყლებისათვის დამახასიათებელია ლაბორატორიული ანალიზებით დადგებილი ბორის, ფტორის და სულფატების იონების შემცველობა, რაც ამ პროდუქტების ფალსიფიკაციას გამორიცხავს.

რაც შეეხება წყლების იოდის სურნელს, ექსპერტის განმარტებით, ბორჯომი და ლიკანი ბუნებრივად შეიცავს იოდს და ლაბორატორიულად დადგენილი შემცველობა ამ წყლებისთვის ნორმალურია. იოდის შედარებით მძაფრი სურნელი, რომელზეც მომხმარებელი მიუთითებდა, შეიძლება განპირობებული იყოს პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმისას წყლებში ჩაწნეხილი ნახშირორჟანგის შედარებით მაღალი წნევით - გახსნისას ასეთი ბოთლიდან აირები ინტენსიურად ამოდის და წყალში არსებული იოდის სუნიც მათ ამოჰყვება. ექსპერტის განმარტებით, ეს გარემოება წყლის გაყალბებაზე ან ტექნოლოგიის დარღვევაზე არ მიუთითებს.

იგივე უნდა ითქვას სოდის გემოზე - ყველა შემოწმებული მინერალური წყალი ბუნებრივად შეიცავს საჭმლის სოდის შემადგენელ ნატრიუმის (Na+) და ბიკარბონატის (HCO3-) იონებს, ამიტომ ე.წ. "სოდის გემო" მათთვის ბუნებრივად დამახასიათებელია.




print version
17:18:24 2014-12-19

კომენტარის დამატება

levani   13:18:12 2015-02-22  უპასუხე   
ლაბორატორიები სწორედაც რომ ვერ ამოწმებენ.აი საქმე რაშია

levani   13:48:32 2015-01-14  უპასუხე   
მინერალური წყლები არ დაილევა-საერთოდ მე მგონი ცარიელი ონკანის წყალია დაგაზული და როგორ ამბობთ რომ ნორმაშია? არა გრცხვენიათ...თვალში ნაცარს გვაყრით? უბრალოდ გეშინიათ იმ მაგნატების//ეს არის და ეს
ლია, CSRDG   14:56:07 2015-01-14  უპასუხე   
ლევან, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს ეს წყლები და ლაბორატორიულად შეამოწმოს. მათ შორის თქვენც შეგიძლიათ. თუ დარღვევას აღმოაჩენთ, ყოველმხრივ დაგეხმარებით შედეგების გავრცელებაში.

თუ სურვილი გაქვთ, ერთობლივად შევიძინოთ და შევამოწმოთ პროდუქტები. ლაბორატორია თქვენ აარჩიეთ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge