ბოლო ცვლილებები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
პროდუქტი „იმერული“
სუნელების შემოწმება
სასმელი წყალი დიდუბიდან
კარფურში შეძენილი ტკბილეული
მომხმარებლის აზრი: სხვა საქონელი
მომხმარებლის აზრი: სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება
მომხმარებლის აზრი: საზოგადოებრივი ტრანსპორტი
მომხმარებლის აზრი: დენი, გაზი, წყალი, დასუფთავება
მომხმარებლის დამცველი ორგანიზაციები ევროკავშირში

სულ ნიუსები: 21

2014 წლის 5 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ორმა კომიტეტმა: დარეგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა და აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, გამართა ერთობლივი სხდომა, რომელზეც განიხილეს "ქათმის ხორც-პროდუქტების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების მომართვა არათანაბარი კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ". კერძოდ, განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, რომ ქართული კანონმდებლობით, ქათმის ხორცი (ნედლი) დაკვლიდან 48 საათის მერე არ უნდა იყიდებოდეს. ასეთ პირობებში გაუგებარია რატომ იყიდება თურქეთიდან შემოტანილი ნედლი ქათამი - ხომ შეუძლებელია ამ ქათმების დაკვლიდან გაყიდვამდე 48 საათზე მეტი არ გავიდეს (როგორც აღინიშნა, ქათმის დაკვლის თარიღი პროდუქტზე მითითებული არ არის)? ამ საკითხზე სურსათის სააგენტოს განმარტება იყო, რომ შესაბამისი ქართული ნორმა მოძველებულია, იგი ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ ივნისში უნდა განეახლებინა, მაგრამ დღემდე არ განუახლებია; რომ სააგენტოს შემოწმებული აქვს თურქეთში იმ ნედლი ქათმის ხორცის მწარმოებელი საწარმო, რომელიც საქართველოში შემოდის. საწარმოს გააჩნია ქათმის ხორცის წარმოების განსხვავებული ტექნოლოგია, რომლის შედეგად ქათმის ხორცი (ნედლი) 8-9 დღის განმავლობაში არ ფუჭდება. შესაბამისად, პროდუქტიც ამ პერიოდის განმავლობაში იყიდება.

იმისთვის, რომ გადაგვემოწმებინა, საღია თუ არა თურქეთიდან შემოტანილი ნედლი ქათმის ხორცი და აგრეთვე შეგვემოწმებინა მისი ეტიკეტირების დარღვევები, რომელზეც ქართველი მეწარმე მიუთითებდა, 2014 წლის 09 დეკემბერს, აღმაშენებლის ხეივანში, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში" მდებარე მაღზია "კარფურში" შევიძინეთ თურქული წარმოების ნედლი (გაუყინავი) ქათამი "ბეიპილიგ", რომელიც მაღაზიის შეფუთვიანად მოთავსდა სტერილურ პოლიეთილენის პარკებში და ჩაბარდა ლაბორატორიას, ხორცის გაფუჭებისა და მიკრობიოლოგიური მახასიათებლების შესამოწმებლად.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, ქათამში არც სიძველის ნიშნები აღმოჩნდა და არც მიკრობიოლოგიური პარამეტრები იყო დარღვეული. თუმცა, როგორც ფოტოზეც ჩანს, აშკარად დარღვეულია ეტიკეტირების წესი: პროდუქტზე არ არის მითითებული პროდუქტის წარმოების თარიღი.

გაიგზავნა წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში.

2015 წლის 12 იანვარს სურსათის ეროვნული სააგენტოდან მივიღეთ წერილი, რომლითაც გვატყობინებენ, რომ ჩვენს მიერ მითითებული დარღვევა დადასტურდა და მაღაზია დაჯარიმდა 1200 ლარით.




print version
17:18:19 2014-12-16

კომენტარის დამატება

nika   13:41:36 2015-03-07  უპასუხე   
გამარჯობათ,ძალიან გთხოვთ შეამოწმოთ
ქართული წარმოების ქათამი ბიო-ბიო და კიდევ უკრაინული ქათამი...მაგეებს ვყიდულობთ და მაინტერესებს
თამარ, CSRDG   18:50:58 2015-03-08  უპასუხე   
ნიკა ამ ქათმებში რისი შემოწმება გაინტერესებთ?

giga   15:15:22 2015-02-09  უპასუხე   
სურსათის სააგენტოში, რისი შემმოწმემლები არიან,ეგ უფრო თაღლითთა სააგენტოა!!!
ლია, CSRDG   17:30:07 2015-02-09  უპასუხე   
თუ გაქვთ ინფორმაცია კონკრეტული ფაქტების შესახებ, იქნებ მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე office@csrdg.ge ან პოლიციას აცნობოთ?

mamo   16:57:31 2014-12-18  უპასუხე   
გამარჯობათ შეგიძლიათ გადაამოცმოთ,პუშკინის ქუჩაზე.რესტ თაღლაურაში,არის თუ არა დეკეულის ხინკალში,რაიმე სხვა დამატებითი ხორცი ან ქონი რავი...მიმტკიცებენ რო სუფთა დეკეულია,არც ღორის ხორცი და არც ქონი ურევია...
თამარ, CSRDG   20:13:24 2014-12-18  უპასუხე   
მამო, სამწუხაროდ ლაბორატორიები ვერ ადგენენ ხორცის წარმომავლობას
მამო   21:24:40 2014-12-18  უპასუხე   
ანუ მარტო ღმერთმა იცის რას გვაჭმევენ თუ როგორ არის?რაიმე დამადასტურებელი საბუთი არ უნდა ქონდეთ?
თამარ, CSRDG   12:09:22 2014-12-19  უპასუხე   
კი საბუთი ნამდვილად უნდა ჰქონდეთ ხორცის წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შეგიძლიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართოთ ნომერზე 2919167 და ისინი შეამოწმებენ.


ყველა კომენტარის გამოჩენა



ეს საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი"

ჩვენი მისამართია: თბილისი, დელისის I შესახვევი №5ა, ტელ: 239 90 19/18

ელფოსტა: office@csrdg.ge
ვებგვერდი: http://www.csrdg.ge/

admin login

© csrdg.ge
design.ge